16 თებერვალი 2021, 18:23 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე კვირაში, არაერთი განცხადება მოვისმინეთ არა მხოლოდ ჯაფარიძისგან თუ გიორგი ვაშაძისგან, არამედ სხვებისგანაც, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, წამყვანი პოლიტიკურ პარტიებს ვინც უწოდებენ საკუთარ თავს, რომ ისინი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას და მათთვის დიალოგი იყო მცდელობა, რომ უცხოელებთან სახე შეენარჩუნებინათ. მათ საერთოდ არ აინტერესებდათ, როგორ დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები. მათი მთავარი სურვილი სიტუციის ადუღება იყო. ყველას გვახსოვს თაკო ჩარკვიანის განწირული ყვირილი, თუ როგორ უნდა ხალხის ქუჩაში გასვლა. ამას ამბობდნენ სხვებიც. მათ ექნებათ კიდევ ერთი მცდელობა, რომ ნიკა მელიას საკითხი ვითარების დასაძაბად გამოიყენონ. როცა ეს არ გამოუვათ, დაელოდებიან, შემდეგი მსგავსი მომენტი როდის ჩაუვარდებათ ხელში. ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან სალომე სამადაშვილის იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას შესაძლო პატიმრობის გასაპროტესტებლად, ხალხი ქუჩაში გამოვა.

„გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ იქნება და ამას დავინახავთ თუ 24 საათში არა, 48 საათში მაინც“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

covishield ვაქცინა

02 მარტი 2021, 21:47

COVID19

კანადამ ინდური წარმოების ვაქცინა Covishield-ი დაარეგისტრირა

კანადის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაარეგისტრირა ინდური წარმოების ვაქცინა Covishield-ი. ამის შესახებ კანადის მთავრობის ადმინსტრაცია იუწყება.

ვოლვო

02 მარტი 2021, 21:45

ტექნოლოგიები

2030 წლიდან Volvo მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის

ბოლო წლებში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ არაერთი სახელმწიფო საწვავზე მომუშავე მანქანებზე უარს ამბობს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2-3- წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.

გორში „ნაციონლური მოძრაობის“ ოფისი

02 მარტი 2021, 21:20

რეგიონი

გორში „ნაციონლური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმისთვის ორი მოქალაქე დააკავეს

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილი ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მომხდარს „ქართულ ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ, რომლის მიზანი აქტივისტების დაშინებაა. ისინი აცხადებენ, რომ აღნისნული პირველი შემთხვევა არაა და მას შემდეგ რაც გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის დეპუტატი გახდა, „ნაცმოძრაობაზე“ ზეწოლა გაძლიერდა.

ორსული

02 მარტი 2021, 21:01

COVID19

შვედეთში ქალმა კოვიდინფიცირებული ბავშვი გააჩინა

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალი, რომელიც კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული, მალმიოს საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. ექოსკოპიური კვლევით დადგინდა, რომ ნაყოფს ჟანგბადის უკმარისობის გამო გულისცემა ჰქონდა შესუსტებული, რის გამოც ქალს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

კრისტოფერ რეი

02 მარტი 2021, 20:57

მსოფლიო

FBI-ის დირექტორი: კაპიტოლიუმზე შტურმი შიდა ტერორიზმის აქტი იყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ მისი უწყება აშშ-ის კაპიტოლიუმზე შტურმს ტერორიზმის აქტად განიხილავს. ამის შესახებ კრისტოფერ რეიმ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

02 მარტი 2021, 20:52

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხურვალეთში გადაღებული ფოტო Facebook-ის გარეკანის ფოტოდ დააყენა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ, Facebook-ის გარეკანის, ე.წ. „ქავერის“ ფოტო განაახლა და საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხურვალეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილი

02 მარტი 2021, 20:50

პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტი: ორბელიანების სასახლეში გამართული გუშინდელი შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვიდეოზარით ესაუბრა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში ორგანიზებული წარმატებული შეხვედრა მიულოცა და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.

არჩილ თალაკვაძე

02 მარტი 2021, 20:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის ეთიკის საბჭო დასავლეთის საპარლამენტო დემოკრატიას შეესაბამება

„რეგლამენტის ფუნდამენტური რეფორმის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი პირველად, უახლეს ისტორიაში, ქმნის ეთიკის საბჭოს იმ სტანდარტით და ისე, როგორც დასავლეთის საპარლამენტო დემოკრატიაში და საპარლამენტო სისტემებში არის მოცემული. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია მონაწილეობს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

02 მარტი 2021, 20:41

ეკონომიკა

დავით მირცხულავა „ნამახვანჰესზე“: ჰიდროგენერაციაზე უარის თქმა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს

„ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა ზაფხულში ყოველთვის ჭარბი იყო საქართველოში ენერგია. ბოლო წლებში, პანდემიამდე, ზაფხულში ენერგიის სიჭარბე აღარ იყო, ისე იყო გაზრდილი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე“, - განაცხადა მირცხულავამ.

02 მარტი 2021, 20:37

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 17 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 343 ადამიანი გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე

02 მარტი 2021, 20:37

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღირებულებებს სწირავს

ვფიქრობ, გადაჭარბებული იმედებს ვამყარებთ იმ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც გვაქვს. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში, არ უნდა გვქონდეს გათვლა, რომ ეს გამოიწვევს თუნდაც, იმ პრობლემების გადაჭრას, რომელსაც დღეს, ამ წუთას ვხედავთ ქუჩებში, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

02 მარტი 2021, 20:32

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ჯანმო და COVAX-ი მუშაობას განაგრძობენ, თითოეულ ქვეყანაში ვაქცინის ხელმისაწვდომობის მისაღწევად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო და COVAX-ი მუშაობას განაგრძობენ, თითოეულ ქვეყანაში ვაქცინის სამართლიანობის შესახებ ხედვის მისაღწევად.

რომის პაპი ფრანცისკე პირველი

02 მარტი 2021, 20:26

საზოგადოება

რომის პაპი: მსოფლიოს კიდევ ერთი წარღვნა ელის

რომის პაპი ფრანცისკე პირველი შიშობს, რომ კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს ახალი კატასტროფა ელის. „თუ მსოფლიოს ლიდერები დროულ რეაგირებას არ მოახდენენ მყინვარების დნობასა და ტემპერატურის ცვლილებაზე, თუ იმავე გზით ვივლით, რომლითაც დავდივართ, კიდევ ერთი წარღვნა არ აგვცდება. იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებას ვებრძოლოთ, პირველ რიგში საჭიროა მთავრობებმა კორუფცია და უსამართლობა აღმოფხვრან.

მამუკა მდინარაძე

02 მარტი 2021, 20:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელი ამბავია გააკეთა ოპოზიციამ, როდესაც მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათში პარლამენტის პიკეტირებაზე გადავიდა

„არავის დაუძალებია მათთვის სიტყვა პიკეტირების ხსენება და შემდეგ აღსრულება. შესაბამისად, მართლა ძალიან ცუდი იყო, რბილად რომ ვთქვათ, როცა შეთანხმებიდან, მოლაპარაკებიდან რამდენიმე საათში, ახალი ეტაპის დაწყებიდან, მაინც გადავიდნენ პარლამენტის პიკეტირებაზე. წარმოუდგენელი ამბავია გააკეთეს, კარგია, რომ ბოლოს მაინც მიხვდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნინო წილოსანი

02 მარტი 2021, 20:18

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას

დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, - აცხადებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.

02 მარტი 2021, 20:11

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 391 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 391 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 343 ადამიანი გარდაიცვალა.

ავთანდილ ენუქიძე

02 მარტი 2021, 19:59

პოლიტიკა

ავთანდილ ენუქიძე: წინ გადადგმული ნაბიჯია დოკუმენტი, რომლითაც, არჩევნების კუთხით, სხვადასხვა საკითხი უნდა გაუმჯობესდეს

სერიოზული სამუშაოები ჩატარდა და ძალინ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ის დოკუმენტი, რომლითაც, არჩევნების კუთხით, სხვადასხვა საკითხი უნდა გაუმჯობესდეს. ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტს აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ენუქიძე.

ირაკლი ზარქუა

02 მარტი 2021, 19:55

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: შარლ მიშელის ვიზიტი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა.

ტურიზმის აღდგენა

02 მარტი 2021, 19:34

ეკონომიკა

საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმაში ჩაერთვებიან

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

მალხაზ დოულაშვილი

02 მარტი 2021, 19:33

სამართალი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია

„ბერშუეთის თავზე ვიყავი სანადიროდ,ძაღლი გამექცა და გავყევი რომ მომეძებნა. დამაკავეს რუსებმა და ჯერ ღრომში ბაზაზე გადამიყვანეს მერე ცხინვალში. საკანში მარტო ვიყავი სხვა ქართველები არ მინახავს. ჯარიმა არ ვიცი ალბათ გადაიხადეს. დღეს იყო სასამართლო და გამომიშვეს“, - განაცხადა დოლუაშვილმა