Imedi /  17 თებერვალი 2021, 01:17 / სანდო წყარო

გია ცაგარეიშვილი წამყვანებს: თქვენ იცით გავრილოვის ტელეფონის ნომერი? დარწმუნებული ვარ, ნიკანორ მელიას სადღაც წიგნაკში პუტინის ნომერიც ექნება

გია ცაგარეიშვილი

გია ცაგარეიშვილი

ეს ადამიანები ოპოზიცია კი არა, საქართველოზე, თავიანთ სამშობლოზე მტრადმოკიდებულები არიან. ფაქტობრივად, პარალელური სტრუქტურები შექმნეს. არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციას, არ შედიან პარლამენტში, არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტს, შექმნეს საკუთარი ტელევიზიები. პოლიტიკურ სექტას სხვა რა ნიშან-თვისება გააჩნია?! - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდაპოლიტიკური სიტუაცია უმწვავდება, ასეთ დროს მაშველად გამოჩნდება ვინმე, „ტავარიში, გავრილოვი“. მან ასევე მიმართა გადაცემების წამყვანებს, ჰქონდათ თუ არა გავრილოვის ტელეფონის ნომერი.

„თქვენ იცით გავრილოვის ტელეფონი - არა, ხომ? დარწმუნებული ვარ, ნიკანორ მელიას სადღაც წიგნაკში პუტინის ნომერიც ექნება ჩაწერილი. საიდან იციან ამ ადამიანებმა, ლამის კრემლიდან, მავზოლიუმიდან ჩაერთონ უკვე რუსი პოლიტიკოსები „ტვ პირველსა“ და „მთავარს“?!“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.

მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოდან გაქცეული კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ხატებად აღიარა და პირჯვარს მასზე იწერს.

ასევე, ცაგარეიშვილის თქმით, არასწორია აზრი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაა.

„ჩვენ გვგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაა და ის არ არის ოპოზიცია. ჩემ თავზე ძალიან მიჭირს საუბარი, ამ დარბაზში სხვები სხედან, გოგა ხაინდრავა და სხვა ჩემი თანამებრძოლები, ოპოზიცია ეს ხალხი იყო. იმ წლებში ისინი ოპონირებდნენ, რადგან თავისი სამშობლო უყვარდათ. მათ იცოდნენ, რომ ამ ადამიანების ხელისუფლებიდან მოშორება აუცილებელია. იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან მოგვეშორებინა, ქვეყანას კი არ ვმტრობდით. ამ დღეების მანძილზე, ნიკანორ მელია, ვითომდა ოპონირებაში, ამ უხილავ ზღვარს ლახავს. იგი მოძულე ხდება თავისი ქვეყნის, სამშობლოსი, როდესაც ამ საშინელი მაგალითის ძალით სხვებს ეუბნება, რომ მოდით, შეიძლება ჩვენ კანონმდებლობა დავარღვიოთ. კონსტიტუცია ფეხქვეშ გავთელოთ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 11:33

მსოფლიო

ნიგერიაში სკოლიდან გატაცებული 42 ადამიანი გაათავისუფლეს

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა გაათავისუფლეს 42 ადამიანი, რომელიც გასულ კვირას სკოლიდან გაიტაცეს. გატაცებულ ადამიანთა შორის იყო 27 მოსწავლე, სკოლის სამი თანამშრომელი და მათი ოჯახების 12 წევრი. ისინი კაგარას დასახლებაში მდებარე სკოლიდან გაიტაცეს. თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა.

შარლ მიშელი
ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 11:28

პოლიტიკა

შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

01 მარტი 2021, 11:26

თავდაცვა

41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმური სწავლება ჩაატარა

41-ე ქვეითი ბატალიონის „ალფას“ ქვეითმა ასეულმა ურბანული სწავლება განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გეგმური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა.

მძიმე პაციენტები

01 მარტი 2021, 11:18

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 265 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265, მათ შორის: თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 89 პირი, მათგან თბილისში - 58, აჭარაში - 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

01 მარტი 2021, 11:16

სპორტი

კიევში, საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 15 მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკრაინულ ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გამოცდილ მოჭიდავეთა ნაწილს, მოახლოებული სალიცენზიო შეჯიბრებებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დასვენების საშუალება მიეცა.

კორონავირუსი თბილისი

01 მარტი 2021, 11:15

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

ამ ეტაპზე ინფიცირების 1 849 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 719, აჭარაში - 173, იმერეთში - 278. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 58, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

01 მარტი 2021, 11:14

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა ერთი დღით, ორმხრივად შეიზღუდება

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აწარმოებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი, მოძრაობა ერთი დღით - პირველი მარტიდან 2 მარტამდე, ორმხრივად შეიზღუდება.

01 მარტი 2021, 11:06

რეგიონი

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 10:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს

„კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და ისევ დაანახებს საქართველოს თავის სოლიდარობას. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მლნ ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია ამ მომენტში არის მთავარი გამოწვევა.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:58

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ჩემი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმართება - ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოვუწოდებ

ჩემი ვიზიტი იმართება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. როდესაც გამწვავებული კრიზისია, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირსაც და - პირადად მეც, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 27 0918 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 523 , გარდაიცვალა 3 520 პაციენტი.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:51

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:50

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის, საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 10:45

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, მინდა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მეგობრობის მესიჯი

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ, საქართველოში, თქვენთან ერთად. ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ, ისევე როგორც გუშინ მილდოვაში და ხვალ უკრაინაში - ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისთვის, - მის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შიდა სტაბილურობა ევროკავშირის გზაზე არსებული ყველა დივიდენდის მისაღებად

შარლ მიშელთან დეტალურად ვისაუბრე პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრისას, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:41

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის, საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

01 მარტი 2021, 10:34

საზოგადოება

როგორ გამოიყურებოდა თბილისის რკინიგზის სადგური 1880-იან წლებში

საქართველოს ეროვნული არქივი თბილისი რკინიგზის სადგურის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 1880-იან წლებშია გადაღებული. მათივე ინფორმაციით, ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში.

01 მარტი 2021, 10:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 114 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 114 067 979 შემთხვევა გამოვლინდა, 2 530 716 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 418 462 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 605 669 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 513 091 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.