imedi /  18 თებერვალი 2021, 21:36 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენ მხარესაა, რადგან შევძელით ყველასთვის გვეჩვენებინა, რა არის სიმართლე

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენ მხარესაა და უმაღლეს ნიშნულზეა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ყველასთვის დაგვენახებინა, რეალურად რა არის სიმართლე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, სიმართლის დადგენის შედეგ საერთაშორისო მხარდაჭერა დარჩება და კიდევ უფრო გაღრმავდება „ქართული ოცნების“ მიმართ.

„საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენ მხარესაა და უმაღლეს ნიშნულზეა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ყველასთვის დაგვენახებინა, რეალურად რა არის სიმართლე. როდესაც სიმართლე შენ მხარესაა, მარტივია ეს სიმართლე ბოლომდე გაიტანო და მიიღო მხარდაჭერაც. ზუსტად ეს შემთხვევაა ახლაც. გვესმის მოწოდებები, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ქვეყნის ინტერესების გატარება. ეს არის ის მთავარი ხაზი, რასაც ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოებას ნამდვილად დავარწმუნებთ იმაში, რომ ჩვენ ვრჩებით იმ კურსის ერთგული, რაც ჩვენ აღებული გვაქვს. რაც შეეხება მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს, გვექნება და ნამდვილად მოხდება ყველა იმ საკითხის ახსნა და გავლა, რა არის გამომწვევი მიზეზები ამ მოვლენების. დარწმუნებული ვარ, სიმართლის დადგენის შედეგ საერთაშორისო მხარდაჭერა დარჩება და კიდევ უფრო გაღრმავდება „ქართული ოცნების“ მიმართ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 17:16

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 314 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 314 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 235,647 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,232 ადამიანი. ვირუსისგან 229,267 პაციენტი განიკურნა.

ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი

04 მარტი 2021, 17:11

მსოფლიო

99 წლის პრინცმა ფილიმპა გულის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორეს მეუღლემ, პრინცმა ფილიპმა გულის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას USA Today, ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 99 წლის ჰერცოგს გულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

კელი დეგნანი

04 მარტი 2021, 17:09

საზოგადოება

კელი დეგნანი: ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს

ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება.

04 მარტი 2021, 16:59

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხიდან COVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს.

ლოთარ მათეუსი

04 მარტი 2021, 16:54

ტაბლოიდი

ლოთარ მათეუსმა „ბაიერნს“ 20 წლის შემდეგ უპასუხა

კერძოდ, 59 წლის მათეუსმა „ალიანს არენაზე“ გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ უვლის ის მინდვირს საკრეჭი მანქანით მოედანს. ლოთარ მათეუსმა მიუნხენის „ბაიერნის“ შენადგენლობაში ყველა ტურნირზე 406 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარში 100 ბურთი გაიტანა.

სოზარ სუბარი

04 მარტი 2021, 16:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველაზე მეტად ვისაც არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ის ადამიანი, ვინც დღეს პლებისციტის მიუღებლობაზე საუბრობს

ყველაზე მეტად ვისაც არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ის ადამიანი, ვინც დღეს პლებისციტის მიუღებლობაზე საუბრობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხებზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი პირველი წუთიდანვე მთლიანად ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

მიშელ ბაჩელეტი

04 მარტი 2021, 16:50

მსოფლიო

მიშელ ბაჩელეტი: მიანმარელმა სამხედროებმა დემონსტრანტების მკვლელობა და დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მიანმარელმა სამხედროებმა დემონსტრანტების მკვლელობა და დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ.

04 მარტი 2021, 16:50

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოშეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებთანაც დღეს ვიდეოშეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიზნების შესახებ, რომლებიც 4 პუნქტად წარმოადგინა.

04 მარტი 2021, 16:49

ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები განიხილეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2021 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუ საარჩევნო ცვლილებებზე პარტიებს აქვთ შენიშვნა და მოსაზრებები, მათ ჯიბეში უდევთ მანდატი, შემოვიდნენ პარლამენტში და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ

ყველა პროცედურულ საკითხზე, რომელიც შეეხება საარჩევნო დავებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ტექნოლოგიებს აბსოლუტური თანხვედრაა. არის განსხვავებული მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პარტიულ ნაწილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ვახუშტი მენაბდე

04 მარტი 2021, 16:44

პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე: ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარტიები საარჩევნო საკითხების განხილვის პროცესში ჩართოს

შემუშავდა საინტერესო დებულებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე განუცხადა. ვახუშტი მენაბდის თქმით, ორი ფუნდამენტური საკითხი კვლავ პრობლემური რჩება.

კახა კუჭავა

04 მარტი 2021, 16:44

პოლიტიკა

კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის მეტად გააქტიურებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო მიმართულებით.

ნინო დოლიძე

04 მარტი 2021, 16:43

პოლიტიკა

ნინო დოლიძე: დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია

„დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია“, - განაცხადა Isfed-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საარჩევნო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან ნატროშვილი

04 მარტი 2021, 16:40

პოლიტიკა

ლევან ნატროშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში ოპოზიციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

„ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების მიღება პარლამენტის მხრიდან არ იქნება ისეთი ნდობის მატარებელი, როგორიც უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადი თამაშის ის წესებია, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ. თუ არ იზიარებენ, შემდეგ ხდება სამართლიანი არჩევნებისა და ლეგიტიმაციის თვალსაზრისი პრობლემები. აქედან გამომდინარე არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ფორმატი უნდა მოინახოს, სადაც შეთანხმდება ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ არიან პარლამენტში წარმოდგენილები“, - განაცხადა ნატროშვილმა.

04 მარტი 2021, 16:37

თავდაცვა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ესტუმრნენ. კანონმდებლები ადგილზე გაეცნენ სკოლის საქმიანობის სპეციფიკას, გრძელვადიან, მოკლევადიან და დისტანციურ სასწავლო პროგრამებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სკოლის პერსონალს გაესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ წარმოადგინეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც პარლამენტარებმა DIBS-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

04 მარტი 2021, 16:27

ეკონომიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways"-ი შეასრულებს.

ვაზგენ მანუკიანი

04 მარტი 2021, 16:26

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით ვაზგენ მანუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ბრალი 301 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.

04 მარტი 2021, 16:19

სამართალი

პენიტენციური სამსახური: N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა

2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

04 მარტი 2021, 16:14

ეკონომიკა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპივა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney-მ კი, აღნიშნულ სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.

ლევან იოსელიანი

04 მარტი 2021, 16:13

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: კიდევ უფრო მეტი მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს

„კიდევ უფრო მეტია მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.