imedi /  19 თებერვალი 2021, 10:35 / სანდო წყარო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას კრიზისის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულების აღებისკენ მოუწოდებს

ჯერალდ კონოლი

ჯერალდ კონოლი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ კონოლი საქართველოში მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ მოუწოდებს.

როგორც კონოლის განცხადებაში წერია, ის შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაუყოვნებლივ აიღონ ამ კრიზისისა და მის საფუძვლად არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულება.

მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის გახსნის ერთადერთი გზაა

სამწუხაროდ, ბოლო პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებისთვის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას.

სულ რაღაც ათი დღის წინ მე ხელახლა წარვადგინე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის წინაშე. თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მნიშვნელობას“, - აცხადებს სენატორი.

როგორც კონოლი მიიჩნევს, გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის პირობების შექმნის გზით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ მისწრაფებაში. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან ავტოკრატიების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

07 მარტი 2021, 19:01

COVID19

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„არის შეტყობინებები სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ მათ რეინფიცირება ჰქონდათ. ჯერ ასეთი ავადმყოფები იგზავნებიან ლუგარის ლაბორატორიაში, რომ გამოკვლეული იქნეს მათი დაავადების გამომწვევი შტამის გენეტიკური თავისებურებები. ჯერ არც ერთი შემთხვევა, მართლა რეინფიცირების არ დადასტურებულა ჩვენთან. ანუ, ის, ვინც ამბობს, რომ ხელახლა დაემართა, ჯერ არ დადასტურდა, რომ დაინფიცირებულია სხვა შტამით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

კანე ტანაკა

07 მარტი 2021, 18:43

სპორტი

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას

ტანაკა 1903 წელს დაიბადა. მას 4 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. 103 წლამდე ის თავისი ოჯახის მაღაზიაში მუშაობდა. ქალმა ორჯერ დაამარცხა კიბო. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ტანაკას წარსულზე ლაპარაკი არ უყვარს და ყურადღებას აწმყოსა და მომავალზე ამახვილებს.

თელავში 27 წლის ახალგაზრდამ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

07 მარტი 2021, 18:42

სამართალი

თელავში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 27 წლის ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავა

მოკლულია თელავის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხოსმაზარაშვილი. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბიჭს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ახალგაზრდამ უნივერსიტეტში აკდემიური აიღო. მეზობლების თქმით, აკო აბრამიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში სახლიდან იყო წასული და მას ოჯახი ვერ უკავშირდებოდა.

რომის პაპი ფრანცისკე

07 მარტი 2021, 18:13

მსოფლიო

პაპმა ფრანცისკემ ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცა

ლოცვის შემდეგ პაპი ქარაქოშში ქრისტიანებს შეხვდა. ხვალ კი ირბილში, მასობრივი მესის ჩასატარებლად ჩავა. ფრანცისკე სტადიონზე იქადაგებს და მის მოსასმენად სავარაუდოდ 10 ათასამდე ადამიანი მივა.

07 მარტი 2021, 18:12

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 403 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 403 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 236,768 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,241 ადამიანი. ვირუსისგან 229,718 პაციენტი განიკურნა.

07 მარტი 2021, 17:46

სამართალი

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია მოკლა

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გოშაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მინდინარეობს (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).

07 მარტი 2021, 17:11

სპორტი

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურის დაპირისპირება, სადაც საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჩუმ“ გასვლით შეხვედრაში ჩემპიონატის ათეულში მყოფი „კარაგუმრუკი“ ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი სტუმართა ნახევარმცველმა ალფერ ფოთუქმა, სწორედ ქართველი ფორვარდის საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 მარტი 2021, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ესაა უსუსური მცდელობა, ჩაშალონ გარკვეული მოლაპარაკებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება

ესაა მათი ბოლო „პოლიტიკური იარაღი“. ყველა სხვა მინდორზე, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ისინი დამარცხდნენ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

07 მარტი 2021, 17:06

საზოგადოება

ბექა ფერაძე: მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.

იაგო ხვიჩია

07 მარტი 2021, 16:49

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას

„შესაბამისად ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

07 მარტი 2021, 16:33

სპორტი

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა კი მარცხით დაასრულა

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა - ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა სეტონ ჰოლმა კი მარცხით დაასრულა. სეტონ ჰოლი ბოლო ტურში სენტ ჯონსს სტუმრად დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, საბოლოოდ 71:81 დამარცხდა.

დავით მათიკაშვილი

07 მარტი 2021, 16:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და გაყალბებულ სიუჟეტებს, ამიტომ ამ კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ მელაძისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასაკვირი ნამდვილად არაფერია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების ჩასაშლელად ყველა გზას იყენებს.

ჰასან როუჰანი

07 მარტი 2021, 16:24

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ დაბრუნების წინაპირობა დაასახელა

„როგორც კი აშშ უკანონო სანქციებს მოხსნის და მუქარისა და ზეწოლის პოლიტიკაზე უარს იტყვის, ირანი მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა როუჰანიმ.

07 მარტი 2021, 16:17

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ფინალურ ბლოკამდე მისვლა ვერცერთმა შეძლო. უშანგი მარგიანი (90 კგ) 1/4-ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტის შეხვდა და დამარცხდა, რის შედეგადაც რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ სამწუხაროდ იქაც პირველივე დაპირისპირება უზბეკი შერმუხამად იანდრეევთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.

ლანა გალდავა

07 მარტი 2021, 16:03

პოლიტიკა

ლანა გალდავა ნიკოლოზ მეტრეველს პასუხობს

„ნიკოლოზ, შენს სტატუსს აკადემიური სიტყვათა წყობით ვერ გამოვეხმაურებოდი, პრინციპში, არც იმსახურებ. ბავშვიც კი ხვდება, რომ რასაც დაუწერენ, ყველაფერი არ გაიმეოროს. ეს სტატუსი იმდენად ნულს ქვემოთ ნიშნულზეა და გაშიშვლებს პიროვნულად, რომ მეტ ლუსტრაციას ვერავინ მოგიხერხებდა, თავად მოახერხე თვითლუსტრაცია და საკმაოდ მდარედ“.

ლიონელ მესი

07 მარტი 2021, 15:57

სპორტი

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. კატალონიის „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ლიონელ მესიმ საკუთარი ხმა დააფიქსირა, არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი არჩევნებზე ხმის მისაცემად ვაჟთან, ტიაგო მესისთან ერთად მივიდა. აღნიშნულის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას გავლენიანი მედია სააგენტო ESPN-ი ავრცელებს.

07 მარტი 2021, 15:57

რეგიონი

საქართველოს ქალაქები, სადაც 8 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

ხვალ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება ბათუმსა და ქუთაისში. თელავში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს, მგზავრობა არა მხოლოდ ქალებისთვის და არა მხოლოდ ხვალ, არამედ კიდევ რამდენიმე თვე უფასო იქნება ყველა მგზავრისთვის.

07 მარტი 2021, 15:49

სპორტი

მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი 2020 წლის 25 ნოემბერს დაიღუპა. არგენტინის შემდეგ ყველაზე მეტად ეს ამბავი ნეაპოლში განიცადეს, სადაც, დღემდე „ნაპოლის“ საშინაო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასთან უამრავი ადამიანი მიდის და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.

ლაშა ნაცვლიშვილი

07 მარტი 2021, 15:35

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ამით გამწარებული უტევდე მის არასრულწლოვან შვილს, - ამის შესახებ POSTV-ის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

07 მარტი 2021, 15:22

მსოფლიო

უნდა აიკრძალოს თუ არა საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვა - შვეიცარიაში რეფერენდუმი ტარდება

დღეს შვეიცარიის მოსახლეობა რეფერენდუმშია ჩართული - მათ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა აკრძალული სახის დაფარვა. არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით იხელმძღვანელოს და საზოგადოებაში ისეთი სამოსით გამოჩენა აკრძალოს, როგორიცაა ტრადიციული მუსლიმური ბურკა.