imedi /  21 თებერვალი 2021, 11:54 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან გაათავისუფლა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან, მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა ახლაც იმავე ამოცანის წინაშე დგას.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს დამნაშავე ძალა, მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი, რადგან ვერ შეძლევს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან, დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

28 თებერვალი 2021, 17:07

ეკონომიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილის ავანტიურისტული და მავნებლური განცხადებები დიდი ხანია, საქართველოში არავის უკვირს

სააკაშვილის ავანტიურისტული და მავნებლური განცხადებები დიდი ხანია, საქართველოში არავის უკვირს, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე სახის არეულობა მოახდინოს, ყველაფერზეა წამსვლელი, - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ფილიპინები

28 თებერვალი 2021, 17:02

COVID19

ფილიპინებმა კოვიდვაქცინა მიიღო

ფილიპინებმა COVID-19 ვაქცინის დოზის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ​​​​​​​პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე Sinovac Biotech-ის საწყისი, 600 000 დოზის მიღებას დაესწრო. ტვირთი ადგილზე ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩაიტანა. ფილიპინები წელს კიდევ კორონავირუსის 25 მილიონ დოზას მიიღებს.

რობოტი „ნიკობო“

28 თებერვალი 2021, 16:53

ტექნოლოგიები

Panasonic-მა კომპანიონი რობოტი შექმნა

პანდემიის შედეგად, სოციალური დისტანციისას მარტოობის დაძლევის მიზნით ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Panasonic-მა კომპანიონი რობოტი შექმნა. ამის შესახებ techcult წერს.

სებასტიან მოლინეუსი

28 თებერვალი 2021, 16:49

პოლიტიკა

სებასტიან მოლინეუსი: საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებით საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის

საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებით საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც ქვეყანაში დასაქმების გაზრდისა და ეკონომიკის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკის „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

28 თებერვალი 2021, 16:42

საზოგადოება

მსოფლიო ბანკმა პროფესიულ განათლებაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროექტი შეაჯამა

პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ დასრულდა. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, მსოფლიო ბანკი ახორციელებდა.

28 თებერვალი 2021, 16:34

მსოფლიო

ინდოეთში მამლების ბრძოლის დროს კაცი საკუთარმა ფრინველმა მოკლა

ბრძოლაში მონაწილე მამლებს ფეხებზე სპეციალურ დანებს უმაგრებენ. ერთ-ერთმა ფრინველი რინგიდან გაიქცა, მისმა პატრონმა კი მისი დაჭერა სცადა და სწორედ ამ დროს 7-სანტიმეტრიანი დანა საზარდულში მოხვდა. კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

28 თებერვალი 2021, 15:44

სპორტი

დაღესტანში ძიუდოს ტურნირი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვიდეო

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ძიუდოს ტურნირი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ოს და დაღესტნელ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ასპარეზობა დაღესტნელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

28 თებერვალი 2021, 15:39

COVID19

ირანში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 60,000-ს გადააჭარბა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8,010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 93 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას XinhuaNet-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 1,631,169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 60,073 ადამიანი გარდაიცვალა.

ნათია თურნავა

28 თებერვალი 2021, 15:30

სპორტი

ნათია თურნავა: საქართველო უკვე დატანილია მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე

ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ კროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი

28 თებერვალი 2021, 15:19

რეგიონი

ბაკურიანში, სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

ბაკურიანში, სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. ღონისძიების ფინალურ ნაწილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრს საქართველოს სამთო კურორტმა პირველად უმასპინძლა.

28 თებერვალი 2021, 15:07

საზოგადოება

მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის ონლაინტური გაიმართა

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, ეპიდემიის გამო, მსჯავრდებულებისთვის ონლაინაქტივობები გრძელდება. ამჯერად, მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის თელავის ისტორიული მუზეუმიდან ონლაინჩართვა მოეწყო.

28 თებერვალი 2021, 14:55

მსოფლიო

ვენეციაში არხები დაშრა

ვენეციის არხების მონაკვეთები თითქმის სულ დაშრა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წყლის დონემ - 48 სმ-მდე დაიწია, რის გამოც ნავები და გონდოლები ტალახშია ჩაფლული.

28 თებერვალი 2021, 14:54

პოლიტიკა

პარლამენტში განსახილველი კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლამდე, უძრავი ქონების რეგისტრაცია ოჯახის სოციალურ ქულაზე არ აისახება

1-ელ მარტს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში“ ცვლილებას გულისხმობს.

28 თებერვალი 2021, 14:27

რეგიონი

ზაზა გახელაძის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა ერგნეთში, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიმართება

ზაზა გახელაძის ოჯახი, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას ელოდება. შეხვედრა ერგნეთში, სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში ჩატარდება. ოჯახს ახალი ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულ მამაკაცზე არ აქვს, მათ არც გახელაძის ადვოკატი დაკავშირებია.

28 თებერვალი 2021, 14:18

COVID19

ბელგიის ერთ-ერთ ციხეში პატიმრების თითქმის ნახევარს კორონავირუსი დაუდგინდა

ბელგიაში, ნამურის ციხეში პატიმრების თითქმის ნახევარს კორონავირუსი დაუდგინდა. პატიმრები კარანტინის რეჟიმში არიან და სასეირნოდ და შხაპის მისაღებად, საკნიდან გასვლა ეკრძალებათ. მათ ყოველდღიურად, საკნებში აწვდიან ჰიგიენის საშუალებებსა და ცხელ საკვებს.

28 თებერვალი 2021, 14:13

რეგიონი

ქუთაისში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამომავლო გეგმები გააჟღერეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე აქციაზე ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამომავლო გეგმები გააჟღერეს. მათ ხელისუფლებას ორ კვირიანი ვადა მისცეს. თუ ამ დროში არ შეჩერდება სამუშაოები და ამის შესახებ კონკრეტული პასუხი არ იქნება ცნობილი, ქუთაისის ცენტრალური მოედნის პიკეტირებას გეგმავენ.

28 თებერვალი 2021, 14:06

პოლიტიკა

პარლამენტში ხვალ იმსჯელებენ ინიციატივაზე, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის ინიციატორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

28 თებერვალი 2021, 13:28

რეგიონი

კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:26

საზოგადოება

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ნიკა მელია საკუთარმა გუნდმა საქმეს შესწირა

მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნება პარლამენტში და ვინ - არა, სიღარიბე, შიმშილი რომ არ დაიწყოს, ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ. ცოტა ხანი ჰქონდა ოპოზიციას პლიუსი და ახლა მძიმე მდგომარეობაშია. ან უცხოეთთან უნდა გამოვიდნენ ცუდად, ან - ერთ კაცს კიდევ მოიშოერბენ, - აცხადებს მეუფე იაკობი ნიკა მელიას დაკავების შესახებ საუბრისას.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:22

პოლიტიკა

ბოდბელ ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ რამდენიმე ქართული ტელევიზიის მმართველი რუსეთის ინტერესების საპირწონედ მოქმედებს

ბოდბელ ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ ქართული ტელევიზიების - „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველის“ მმართველები რუსეთის ინტერესების საპირწონედ მოქმედებენ, რასაც ეკლესიის დიკრედიტაციაზე მათ მიერ მომზადებული შეკვეთილი სიუჟეტებიც ადასტურებს.