imedi /  22 თებერვალი 2021, 14:37 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს.

„საქმიანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ გლობალურ გამოწვევებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება კოვიდინფექციას და მასთან ბრძოლის გზაზე ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვის საკითხებს დაეთმო. მნიშვნელოვანია, რომ იაპონიამ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კოვაქს პლატფორმაზე, საიდანაც ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომაც უნდა მიიღოს დახმარება. იაპონიას ასევე აქვს დახმარების პროგრამის მეორე ხაზი, რომელიც სამედიცინო აღჭურვით დახმარებას ითვალისწინებს და ამ მიმართულებით რეგიონებში უკვე განახორციელეს კიდეც გარკვეული აქტივობები. ჩვენი თხოვნის საფუძველზე, ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარონ ახალგორის მიმდებარე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ქსოვრისის ამბულატორიის შენობას, რომლის მშენებლობა მუნიციპალიტეტმა უკვე დაასრულა. ბუნებრივია, საუბარი პოლიტიკურ საკითხებს და ქვეყანაში პოლარიზაციის განმუხტვის მიზნით საერთაშორისო მხარდაჭერას, მხარეთა დაახლოების მიზნით მათ მიერ ფასილიტატორის ფუნქციის შესრულებას შეეხო. დიპლომატები რეალურად აფასებენ შექმნილ ვითარებას და აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა იყოს დაცული. მან გამოთქვა იმედი, რომ პოზიცია და ოპოზიცია შეძლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას და ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე შეძლებენ საერთო კომპრომისის მოძებნას“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:42

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დღესაც იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ როგორც მაშინ იყვნენ ვანოზე და ქარდავაზე, ისე დგანან დღეს და ამისგან თუ არ გათავისუფლდნენ, მათ პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

კელი დეგნანი
ირაკლი ღარიბაშვილი

09 მარტი 2021, 14:37

პოლიტიკა

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს: აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.

09 მარტი 2021, 14:33

რეგიონი

ბათუმში წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

აჭარის მთავრობის სახლთან წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა აქციას მართავს. შეკრებილები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, სამი წლის წინ მათ ბათუმში ბინები გადაეცათ და ახლა ამ ბინების გარემონტებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ თორნიკე რიჟვაძე მათ არ შეხვდება ისინი ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.

ვახტანგ ჭარაია

09 მარტი 2021, 14:33

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია „ნამახვანი ჰესზე“: მსგავსი პროექტების განხორციელებას ალტერნატივა არ აქვს

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ გამოვიყენოთ ჰიდრორესურსები, იმისთვის რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს, ინკლუზიური იყოს, ყველა ჩაერთოს, შემოსავლები მივიღოთ და აქედან გამომდინარე ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს და მივიღოთ უკეთესი ქვეყანა, - ეს განცხადება პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე მსჯელობენ, „თსუ-ს“ ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ გააკეთა.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:29

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციას: თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ

ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“ ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

09 მარტი 2021, 14:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ, მარეკ შჩიგელს შეხვდა.

თამთა მეგრელიშვილი

09 მარტი 2021, 14:18

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას: ხომ გჯერათ, რასაც საუბრობთ? შებრძანდით პარლამენტში, შექმენით საგამოძიებო კომისია და ამ საქმეში მაინც შეიტანეთ თქვენი წვლილი

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:17

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში

იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ვინც მელიას არწმუნებს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა პატიმრობაზე გადის, მას ინსტრუმენტად იყენებენ.

09 მარტი 2021, 14:17

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართვლო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს.

კარლეს პუჩდემონი

09 მარტი 2021, 14:13

მსოფლიო

ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა არ არის

მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა არ არის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიცია შეთანხმების მიღწევის რეალურ სურვილს აჩვენებს.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:05

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დამქაშებს მივმართავ, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა ბერა ივანიშვილიც

„მიზანია ის, რომ ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, უკანონოდ თქვან, რომ ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. ეს არის ერთადერთი მიზანი. სინდისთან მწყრალი განცხადებები იყო თქვენი ეთერიდან, „მთავარსა“ და „ტვ პირველს“ ვგულისხმობ, უსინდისო განცხადებები ისმოდა, მაგალითად ისეთი, რომ გინდათ, საზოგადოებას დააჯეროთ, ვითომ, დღეს ოჯახს მოკიდებული, უკვე დიდი კაცი ბერა ივანიშვილი ელაპარაკება პრემიერს და ეს არის მათი დღევანდელი საუბარი, სირცხვილია. ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოდის ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ და მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ დღესაც დგანან ვანოსა და მეგის ქარდავას საქმიანობაზე, აქვთ რაღაც უკანონო ჩანაწერები, ჭრიან, კერავენ და ცდილობენ, მიაღწიონ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ლევან დავითაშვილი

09 მარტი 2021, 13:59

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურადაა შესწავლილი

„მაქსიმალური ჩამონადენი გათვლილია 10 000 წლიან განმეორებადობაზე, კერძოდ, მაქსიმუმის მაქსიმუმზე 4900 კუბურ მეტრზე. ლაჯანურიდანაც კი, მაქსიმალურად რომ გამოუშვან წყალი ჯამში 4900 კუბურ მეტრს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატორული გათვლებია წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

09 მარტი 2021, 13:56

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირი 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რაგბის კავშირმა 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდებს თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დარჩეს სამართლებრივ სივრცეში.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 13:47

ეკონომიკა

ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესის” შემთხვევაში, ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები

„ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაში არ ხდება მიწის უპირობო გადაცემა: ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები, ამის დასაბუთების ვალდებულება და მექანიზმი მკაფიოდაა აღწერილი ხელშეკრულების დანართში და მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

09 მარტი 2021, 13:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი “ნამახვანჰესზე”: მშენებლობის პროცესში, შეიძლება გამოჩნდეს დამატებითი გარემოებები, რომლებიც ასევე უნდა იყოს განხილული და გათვალისწინებული

დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევა ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე, წყალმიმღების ტერიტორიაზე, ასევე გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

გია აბაშიძე

09 მარტი 2021, 13:42

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი პარლამენტში შესვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი

იმედისმომცემია ის ახალი ამბავიც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ჩამოვა ევროპელი გამოცდილი დიპლომატი და რა პასუხს გაცემს ნაცოპოზიცია შესვლა-არშესვლასა და საპარლამენტო გამოძიებაზე, უახლოესი პერიოდი დაგვანახებს“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

მამუკა მდინარაძე

09 მარტი 2021, 13:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ნიშნავს - ჩაიშალა ოპოზიციის მცდელობა, შეექმნათ საბაბი, რაზე დაყრდნობითაც მოლაპარაკებებს ჩაშლიდნენ

„გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა მოუწევს. ეს ძალიან კარგია, არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, არამედ კარგია ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რისთვისაც ყოველთვის მზად ვიყავით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

09 მარტი 2021, 13:41

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ფარული ჩანაწერებით აღშფოთებულ-გაგიჟებულ-გადარეულ ოპოზიციას, შეუძლია შევიდეს პარლამენტში და შექმნას საგამოძიებო კომისია

ფარული ჩანაწერებით აღშფოთებულ-გაგიჟებულ-გადარეულ ოპოზიციას, შეუძლია შევიდეს პარლამენტში და შექმნას საგამოძიებო კომისია, - გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 13:38

ეკონომიკა

ნათია თურნავა: თუ ვინმე იზიარებს ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს

„თუ ვინმე იზიარებს ორ დისკურსს - ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ სასაუბრო არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს.