Imedi /  25 თებერვალი 2021, 13:25 / სანდო წყარო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატი: სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა

მიუხედევად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაცია ისტორიას ჩაბარდა, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა, - ამის შესახებ ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

„25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეა. სწორედ ამ დღეს, 100 წლის წინ, წითელი არმიის დანაყოფებმა საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხეს და კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, რითიც საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნის მრავალწლიანი ოკუპაცია დაიწყო. 1921 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა რეჟიმმა არა მხოლოდ გაანადგურა საქართველოს სვლა თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ, არამედ ასეულ ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

საბჭოთა იმპერიის ერთადერთმა სამართალმემკვიდრემ - რუსეთის ფედერაციამ არათუ განახორციელა რაიმე ქმედება ოკუპაციის შედეგების აღმოსაფხვრელად, არამედ მეტიც, რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ ტრაგედიად შეაფასა.

დღეს, ისევე როგორც ერთი საუკუნის წინ, რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულვებელყოფას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების განადგურებას.

მიუხედევად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაცია ისტორიას ჩაბარდა, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა.

ამის ნათელი მაგალითი არის 2008 წელს რუსეთის მიერ მორიგი სამხედრო ინტერვენციის განხორციელება და საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, სადაც დღემდე ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტობრივად მძევლად არის აყვანილი და ყოველდღიურად იტანჯება უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის შევიწროვება, მათ შორის ეთნიკური ნიშნით, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, რიგითი მოქალაქეების უკანონო დაკავება, თავისუფალ გადაადგილებაზე უმკაცრესი შეზღუდვების დაწესება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ასევე იძულებით გადაადგილებული პირებისა ლტოლვილებისთვის დაბრუნების უფლების წართმევა არის მიმდინარე ოკუპაციის გამოვლინება, რომელზეც პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია. საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების მსგავსად, 2008 წლის ომს საქართველოს ასეულობით მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო ღია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლთა შორის არიან დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და ირაკლი კვარაცხელია, ასევე ყველა ის ადამიანი, რომელთა სიცოცხლე საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვას შეეწირა.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ინტენსიური ნაბიჯები ადასტურებს, რომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა და ამბიციური გეოპოლიტიკური ზრახვები არ შეცვლილა. რუსეთის ფედერაცია ყველა ხერხს მიმართავს, სამხედრო ოკუპაციის, ჰიბრიდული ომისა და ღია პროპაგანდის ჩათვლით, რათა შელახოს სუვერენული ქვეყნების დამოუკიდებლობა, ხელოვნური დაბრკოლებები შექმნას მათი დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამგვარად შეაფერხოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რაც ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია.

კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება ქვეყნის უმთავრეს ამოცანად რჩება. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს თანმიმდევრული, პრაგმატული და მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის გატარებას. აღნიშნულ პროცესში, ტერიტორიების დეოკუპაციასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგს, ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს.

რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება. ამ კუთხით, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

არმაზ ახვლედიანი

20 აპრილი 2021, 12:19

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის არჩეულმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისი თქმით, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომლის გარანტი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია.

20 აპრილი 2021, 12:17

ეკონომიკა

აფბას მიმართვა ხელისუფლებას: ენერგოსექტორში არსებული პრობლემები გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებით და აქტიური დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს

ენერგეტიკის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებული რეალობა ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არასწორი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

ედგარს რინკევიჩსი

20 აპრილი 2021, 12:17

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩსი: ლატვია დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საქართველოს მხარს უჭერს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 12:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ აჩვენებს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ

„საქართველო პრიორიტეტია ევროკავშირისთვის და ამის გამოხატულებაა შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა. განსაკუთრებული პრიორიტეტულობის დემონსტრაცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ჩვენ ძალიან თამამად წარვადგინოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

20 აპრილი 2021, 12:12

სამართალი

ნასიძის ქუჩაზე თავდამსხმელი ერთ-ერთი საკურიერო სერვისის მოპედით გადაადგილდებოდა

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე თავდამსხმელი ერთ-ერთი საკურიერო სერვისის მოპედით გადაადგილდებოდა. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 12:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა

შეთანხმება თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის პრინციპში მხოლოდ ინსტრუმენტი საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგი კი უნდა იყოს პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან ქართული პოლიტიკის გათავისუფლება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ბოგდან აურესკუ

20 აპრილი 2021, 12:07

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუმინეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სრულად უჭერს მხარს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 11:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი

„რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. ისინი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს არ შეუერთდნენ. ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი ორიენტირი და მათ შორის პარტიების საგარეო ორიენტირი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველმა გუნდმა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით. ამის შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გაფორმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 აპრილი 2021, 11:56

რეგიონი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჯონ კირბი

20 აპრილი 2021, 11:48

მსოფლიო

პენტაგონი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 11:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ საზოგადოებამ დაინახა ვინ არიან რადიკალები და ვინ - არა.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 11:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი

„გაქცეული პრეზიდენტი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, ევროკავშირის, ამერიკის, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ ბრძოლაში და გუშინ კიდევ ერთხელ ღიად დადასტურდა მათი რუსული თამაში. ახლა ფორმალურად მაინც თუ უნდათ შეინარჩუნონ „პროდასავლური ძალის“ იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი“, - წერს ბოჟაძე.

20 აპრილი 2021, 11:36

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ია

19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 3.24%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 3.92%.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2021, 11:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტს აგრძელებენ, ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ერთადერთი პასუხისმგებლობის აღება უწევთ იმაზე, რომ დესტრუქციაზე უარი უნდა თქვან.

20 აპრილი 2021, 11:20

სამართალი

თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლა იყო

მომხდარის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო.

20 აპრილი 2021, 11:14

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი II ასეულის ფიცის მიღების ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 11:03

ეკონომიკა

„ჯივიპიმ“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემის შეცვლა-რეაბილიტაციას. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2021, 11:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი

გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მოუწევს თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2021, 11:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

20 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.