www.imedi.ge /  28 თებერვალი 2021, 21:55 / სანდო წყარო

გიორგი ხელაშვილი: ისტორიულად, დაპირისპირების შედეგზე პასუხისმგებლობას ხალხი ორივე მხარეს აკისრებს, რადგან მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას

გიორგი ხელაშვილი

გიორგი ხელაშვილი

ბოლო დღეებში წამოსული კრიტიკა სრულიად გასაგებია, რადგან ოპოზიციური პარტიის ფორმალური ლიდერის დაკავება და ციხეში ჩასმა ნებისმიერ სახელმწიფოში ცუდად აღიქმება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ხელაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი აზრით, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა როგორც მმართველმა გუნდმა, ისე ოპოზიციამ უნდა აიღოს.

„თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოში რამე ცუდი მოხდება და მერე მთავრობას გადააყენებენ, ეს ასე არ არის. ჩვენ ამას [პასუხისმგებლობას] ვინაწილებთ. რომ გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, ყველა ეტაპზე, როდესაც ხდებოდა დაპირისპირება და ის ცუდად მთავრდებოდა, დღევანდელი გადასახედიდან, ხალხი არ აბრალებს რომელიმე მხარეს. ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ ორივე მხარე იყო დამნაშავე, რადგან მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 18:39

ტექნოლოგიები

Tesla-ს უპილოტო ავტომობილი ავარიაში მოყვა. არის მსხვერპლი

ამერიკული ელექტრომწარმოებლის, Tesla-ს მიერ შექმნილი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულია ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, 2019 წელს გამოშვებული Tesla Model S მოსახვევში დიდი სიჩქარით შევიდა. დაღუპულებიდან ერთი წინა სავარძელზე, მეორე კი - უკანა სავარძელზე იპოვეს. ორივე 50 წელს გადაცილებული პირია.

19 აპრილი 2021, 18:38

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სასწავლო ცენტრი შეიქმნა

2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სასწავლო ცენტრი შეიქმნა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს პარლამენტმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მოეწყო სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობისთვის.

19 აპრილი 2021, 18:35

სამართალი

სუსი: კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას უნდა დაეფუძნოს

„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება უზრუნველყოფს ამ სფეროში აუცილებელი რეფორმების დროულად განხორციელებას და ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სისტემის მდგრადობის ამაღლებას“ - ნათქვამია სუსის ანგარიშში.

19 აპრილი 2021, 18:31

სამართალი

2020 წელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი

კორუფციის აღმოფხვრისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო პრევენციაზე დამყარებული ღონისძიებების განხორციელებისა და კორუფციული ფაქტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა-აღკვეთისაკენ.

მარკეტა გრეგოროვა

19 აპრილი 2021, 18:25

პოლიტიკა

მარკეტა გრეგოროვა: უნდა შევაქო „ქართული ოცნება“ შეთანხმების ხელმოწერის სურვილისთვის და დაჟინებით მოვუწოდებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კონსტრუქციულობა გამოიჩინოს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიესალმება „ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ შეთავაზებას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნება“ არის ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მომენტში საკუთარ ქვეყანას ყველაზე წინ აყენებს

ბოლო პერიოდში მედია კითხულობდა: ვინ არის „ქართული ოცნების“ ლიდერი? თქვენ ვის გუნდში ხართ? პასუხი ყოველთვის ერთი მქონდა: „ქართული ოცნება“ არ არის ერთი ლიდერის პარტია, ასეთები ბევრი გვყავს და, როგორც ვატყობ, კიდევ ერთი დაგვემატება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

19 აპრილი 2021, 18:15

COVID19

ინდოეთის დედაქალაქში შეზღუდვები გახანგრძლივდა

ინდოეთის დედაქალაქში, დელიში შეზღუდვები კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა, - ამის შესახებ Anadolu ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „დღეს, 22:00 საათიდან შემდეგი კვირის ორშაბათამდე, 05:00 საათამდე დელიში „ლოკდაუნი“ იმოქმედებს, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, ყველა აუცილებელი მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი“ - აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში.

19 აპრილი 2021, 18:12

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსის 24 346 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 346 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 398 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გიორგი ამილახვარი

19 აპრილი 2021, 18:07

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: არათუ 43%, „ქართული ოცნება“ გაცილებით მაღალ პროცენტზე იბრძოლებს მოახლოებულ არჩევნებზე

„ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ, ცალმხრივად, უაპელაციოდ მოაწერა ხელი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. დამატებით, ჩვენივე ინიციატივით, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, განვაცხადეთ თვითმმართველობის არჩევნებსა და 40-%-იან ზღვარზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

19 აპრილი 2021, 18:05

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ეს მისი პრეროგატივაა და მის აზრს ვიზიარებთ

მან ახსენა, რომ გიორგი რურუა არ ჯდება არცერთ იმ კატეგორიებში, რის გამოც ხდება შეწყალება, მაგრამ ქალბატონმა პრეზიდენტმა ასევე ახსნა, რომ ის დააყენებს ქვეყნის ინტერესებს უპირველესად. მისი პოზიცია, შესაძლოა გარკვეულ ნაწილისთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ახლაც ვადასტურებთ, რომ არ გვექნება კრიტიკული დამოკიდებულება, ამიტომ ეს მისი პრეროგატივაა და ჩვენ ამ აზრს ვიზიარებთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

19 აპრილი 2021, 18:04

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: წარმომიდგენია, რა დღეშია გაქცეული პრეზიდენტი, თავი ყველაზე ჭკვიანი ეგონა და მარტო აღმოჩნდა დაგებულ დიდ მახეში - ყველა ხელს აწერს მის გარდა

„ქართული ოცნების“ ამოცანა ნამდვილად იყო, რომ შედარებით კონსტრუქციული ოპოზიცია გაეთავისუფლებინა მიშას კლანჭებიდან და დღეს, სწორ დროს და სწორ მომენტში, მმართველმა გუნდმა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რამაც გააშლეგა სააკაშვილი და სწორედ ასეთი წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე. ერთი მხრივ „ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ის არის პროდასავლური ძალა, მეორე მხრივ კი უმტკივნეულო საშუალება მისცა ოპოზიციას, გამოსულიყვნენ მისი ტყვეობიდან. ვნახოთ ვინ შერჩება სააკაშვილს და ვინ გააგრძელებს რუსეთის თამაშს!“ - აცხადებს ბოჟაძე.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 17:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ზღვარს მარტივად გადალახავს - ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი

„ქართული ოცნება“ ასეც და ისეც ზღვარს მარტივად გადალახავს. ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი. კარს მომდგარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შეგვიძლია როგორც ერთი, ასევე მეორე ზღვარი აბსოლუტურად თავისუფლად გადავლახოთ და ამაში საზოგადოება თავად დარწმუნდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბრიუსელში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

19 აპრილი 2021, 17:54

COVID19

18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

18+ ასაკის ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლად მიიღოს ინფორმაცია COVID-19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 17:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება იყო აბსოლუტურად ლოგიკური

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის, რომ სწორედ ჩვენ ვართ ჭეშმარიტად პროევროპული, პროდასავლური, პროამერიკული პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს. მეორე მხრივ, ოპოზიციამ გამოავლინა ის, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ რაზე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს გამოჩნდა, მაგალითად, როცა ჩვენ პირველად დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და ოპოზიციამ თქვა კატეგორიული უარი. თქვენ გახსოვთ, გუშინდელი განცხადებებიც უკვე მეორე დოკუმენტთან დაკავშირებით. ზღვარი მკაფიოდ ივლება. „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალას, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს და ოპოზიცია აკეთებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში საპირისპიროს. თუმცა, იმედია ისინი გადაერთვებიან უკვე პროდასავლურ რიტორიკაზე მომავალში. მინდა კიდევ ერთი რამ ვთქვა, ეს შეთანხმება და ეს პროცესი საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით თამამად წარადგენს 2024 წელს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ვაშაძე

19 აპრილი 2021, 17:44

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: მივესალმები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას

მივესალმები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ.

გიგა ბოკერია

19 აპრილი 2021, 17:33

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენს პარტნიორებს რომ უფრო მყარი პოზიცია ჰქონოდათ, ახლა მოლაპარაკებების სხვა ფაზაში ვიქნებოდით

სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დადასტურება იმ პრობლემის, რომელზეც „ევროპული საქართველო“, ამ შეთანხმების კონტექსტშიც, ვსაუბრობთ. პირდაპირი ვაჭრობის შემოთავაზებაა პოლიტიკური პატიმრებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

ხატია დეკაონიძე

19 აპრილი 2021, 17:32

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა მიუღებელია

„საღამოს, პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ, განცხადებას ოფიციალურად გამოვაცხადებთ, მაგრამ მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

19 აპრილი 2021, 17:31

რეგიონი

რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

„ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21, 22, 23 და 24 აპრილს, 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ყოველდღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“ - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ჟოზეფ ბორელი

19 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

ბორელი: მივესალმებით, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, შარლ მიშელის შეთავაზება მიიღოს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მხარეები ნაბიჯს გადადგამენ შეთანხმების მისაღწევად

მივესალმებით პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, შარლ მიშელის შეთავაზება მიიღოს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მხარეები ნაბიჯს გადადგამენ შეთანხმების მისაღწევად, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

19 აპრილი 2021, 17:25

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდებიან

„შევდივართ დამატებითი კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სამადაშვილმა.