01 მარტი 2021, 12:50 / სანდო წყარო

პარლამენტში EPLO-ს რეგიონულ ოფისთან დადებული შეთანხმება განიხილეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება განიხილეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განმარტა, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2004 წელს, ხოლო საქართველო მისი წევრი 2010 წლიდან გახდა დადგენილების საფუძველზე, რომლითაც მოხდა ორგანიზაციის დამფუძნებელი შეთანხმებისა და მისი სტატუსის რატიფიცირება.

„2020 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და EPLO-ს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში ფუნქციონირებას იწყებს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ვინაიდან EPLO-ს რეგიონულ ოფისზე გავრცელდება საგადასახადო შეღავათები, მისი სავალდებულოდ აღიარება მოხდება შეთანხმების პარლამენტის მიერ რატიფიცირების გზით.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საჯარო სამართლის მიმართულებით, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არის დაგეგმილი შსაძლებლობების განვითარება.

„აქ არის საზოგადოდ სფეროს განვითარებაზე საუბარი და და ფორმები, რომლებსაც ითვალისწინებს არის სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, საწვრთნელის სწავლება და ინსტიტუციური საქმიანობა. შესაბამისად, დახმარებას უწევს დემოკრატიულ ინსტიტუციებს ამ თვალსაზრისით. ამიტომ უნდა მოვიაზროთ, რომ მათ შორის ჩვენი კომიტეტის სერიოზული მხარდამჭერი და პარტნიორის როლში დავიგულოთ ეს ორგანიზაცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კომიტეტს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილა გააცნო.

მისი ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” ე.წ. სინგაპურის კონვენცია „მედიაციის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2018 წლის 20 დეკემბერს დამტკიცდა.

„საქართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია კონვენციაზე ხელმოწერა და მისი სავალდებულოდ აღიარება, რამდენადაც, კონვენციის მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ის ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის გაფართოებას და განვითარებას. ამასთან, საქართველო გახდება მორიგების შეთანხმებების გამოყენებისა და აღსრულების თაობაზე უნიფიცირებული საერთაშორისო ინსტრუმენტის მონაწილე. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო „მედიაციის შესახებ“ კანონი, რომელიც ითვალისწინებს მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების აღსრულების მექანიზმებს.

„საქართველოში ამოქმედდა მედიატორთა ასოციაციაც და წარმატებულად ხორციელდება ეს საქმიანობა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მედიაცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ ხდებოდეს“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, კონვენცია შეეხება მხოლოდ კომერციულ დავებს და გამოყენებული იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს რომელიმე მხარე.

ბექა ძამაშვილის ინფორმაციით, რატიფიცირება გამოიწვევს 4 კანონში შესაბამის ცვლილება: „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„მედიაციის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, ჩამონათვალში ემატება მითითება საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულების წესების განსაზღვრის თაობაზე, ხოლო მეორე მუხლს ემატება „საერთაშორისო სამედიაციო მორიგების“ ცნება.

„131-ე მუხლით დადგენილია, რომ საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ცნოს და აღასრულოს სასამართლომ. აღსრულებაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო. აქვე განსაზღვრულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს ამავე კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. რაც შეეხება 132-ე მუხლს, მასში მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის პირობებშიც საერთაშორისო სამედიაციო მორიგება არ ექვემდებარება ცნობასა და აღსრულებას. აქვე მითითებულია, რომ ამ კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ცნობისა და აღსრულების წესები არ გამოიყენება იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც არის სახელმწიფო ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, ან ამ სახელმწიფო უწყების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისი თქმით, „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის დებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ასახვით, ერთი მხრივ, შესრულდება კონვენციის სავალდებულოდ აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას, უზრუნველყოფს რა საქართველოს საკანონმდებლო სიბრტყეში საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულების შესაძლებლობას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

11 აპრილი 2021, 20:38

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ! ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას ვუსურვებ!

გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია!, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას უსურვებს.

მამუკა ხაზარაძე

11 აპრილი 2021, 20:29

პოლიტიკა

„ლელოს“ ლიდერები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ

„კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ „ლელოს“ პოზიცია, რომ ხუთი პუნქტიდან ჩვენ სამ პუნქტს ვეთანხმებით. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზე. დეტალებში ვერ შევალ, თუმცა მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია. დიდი მცდელობაა, რომ საქართველოში საბოლოოდ გადატვირთვა მოხდეს და ეს გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომელიც თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას დაეტყობა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

11 აპრილი 2021, 20:18

რეგიონი

გურჯაანი-ყვარლის გზაზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რა დროსაც „ოპელის“ მარკის ავტომობილი გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა.

ქრისტეს ქანდაკება

11 აპრილი 2021, 20:07

მსოფლიო

ბრაზილიაში მაცხოვრის ახალ ქანდაკებას აშენებენ, რომელიც „მხსნელ ქრისტეზე“ მაღალი იქნება

ქანდაკების აგების ინიციატორი ადგილობრივი პოლიტიკოსი ადროალდო კონზაძი იყო, რომელიც მარტში კორონავირუსით გარდაიცვალა. მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 350 ათასი დოლარია. ის კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით ფინანსდება.

კახა კალაძე

11 აპრილი 2021, 19:58

სპორტი

კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას

თბილისის მერი, კახა კალაძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის წარმატებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

არჩილ თალაკვაძე

11 აპრილი 2021, 19:57

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძემ ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

„ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას! ატაცში 222 კილოგრამის აწევა მსოფლიოს ახალი რეკორდია!“ - წერს თალაკვაძე.

სილვესტერ სტალონე

11 აპრილი 2021, 19:43

მსოფლიო

სილვესტერ სტალონე დონალდ ტრამპის კერძო კლუბში გაწევრიანდა

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი სილვესტერ სტალონე ფლორიდაში დონალდ ტრამპის კერძო კლუბში გაწევრიანდა. ამის შესახებ FoxNews წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ირაკლი კობახიძე

11 აპრილი 2021, 19:35

სპორტი

ირაკლი კობახიძე: გილოცავთ! ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის წარმატებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მამუკა მდინარაძე

11 აპრილი 2021, 19:15

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: გილოცავთ! ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია

„გილოცავთ! ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია - ახალი რეკორდი და 3 ოქროს მედალი“, - წერს მდინარაძე.

ლაშა ტალახაძე

11 აპრილი 2021, 18:53

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო

ორი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ტალახაძემ ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.

11 აპრილი 2021, 18:47

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,414 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,414 ადამიანს გამოუვლინდა, 36 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 285,993 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,915 ადამიანი. ვირუსისგან 250,708 პაციენტი განიკურნა.

11 აპრილი 2021, 18:37

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება. „ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხანძარი თბილისი

11 აპრილი 2021, 18:24

სამართალი

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლაშა ტალახაძე

11 აპრილი 2021, 18:15

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ორი ქართველი – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოდის. ლაშა ტალახაძემ 217 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

11 აპრილი 2021, 17:58

რეგიონი

კახეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა

კახეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც 5-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმეა ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

არჩილ თალაკვაძე

11 აპრილი 2021, 17:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს.

კახა კალაძე

11 აპრილი 2021, 17:32

საზოგადოება

კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის

„კონცეფცია მიმართულია იმისკენ, რომ ისე დაიყოს ეს კონკრეტული დიდი სივრცე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენების, გართობის შესაძლებლობა. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე მუშაობა, ჯერ დასრულებული არ არის. არ ვიცით როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე საბოლოოდ, თუმცა, მინდა მივმართო საზოგადოებას - ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ჩვენთან ერთად და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან, ვითანამშრომლოთ თბილისში მცხოვრებ ადამიანებთან, ვისაც გული შესტკივათ ქალაქის განვითარებაზე, გალამაზებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაშიც მზად ვართ მაქსიმალურად ვიყოთ გახსნილები“, - განაცხადა მერმა.

11 აპრილი 2021, 17:24

რეგიონი

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ინფორმაციით, სამუშაოების გამო, დენდროლოგიური პარკის გარკვეული მონაკვეთები დაკეტილი იქნება.

ანრი ოხანაშვილი

11 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ თუ ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს მაინც დაამტკიცებენ, მზად ვარ დაუყოვნებლივ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და საპარლამენტო მანდატი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, მისი სიმამრის ქონების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.

მაკა ხოდელი

11 აპრილი 2021, 17:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილის მეუღლე: კმარა, სიყალბე და აგრესია! არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მეუღლე მაკა ხოდელი, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.