imedi /  01 მარტი 2021, 14:49 / სანდო წყარო

ალუდა ღუდუშაური: დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები და ქუჩის პიკეტირებები

ალუდა ღუდუშაური

ალუდა ღუდუშაური

თუ დააკვირდებით, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განცხადა.

მისი თქმით, დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები.

„ჩვენი ოპონენტები დეესკალაციის ნაცვლად ინაცვლებენ ქუჩაში და თუ არ ვცდები აანონსებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პიკეტირებას. მიდიან ისეთი რადიკალური ნაბიჯებისკენ, რაც ვფიქრობ, ნამდვილად არ უწყობს ხელს ვითარების დეესკალაციას. ეს მოწოდება ნამდვილად ყურადსაღებია ჩვენი ოპონენტებისთვის. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები და ქუჩის პიკეტირებები“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა სიტუაცია განეიტრალდეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გამოვხატავთ მზადყოფნას, თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი

გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება „არჩევნების გაყალბების“ შესახებ არის უსაფუძვლო და ის არ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს ხელს ვაწერთ დანიელოსნის შემოთავაზებულ დოკუმენტს და ასევე „ქართული ოცნება“ მზად არის პარლამენტში გადაიტანოს პროცესი და იქ ყველა პირობა, რომელზეც ოპოზიციაც მოაწერს ხელს, შესრულდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:26

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირობებს შეასრულებს

ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირობებს შეასრულებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრებზე რა შემოგვთავაზა მედიატორმა

ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხთან მიმართებაში რა იყო მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება. შემოთავაზებული სახით, ჩვენ ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ახლა ოპოზიციას აქვს კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცოს, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ

ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ გახლავთ ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Usaid-ი

16 აპრილი 2021, 17:19

პოლიტიკა

USAID-ი: დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია

„დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლო რეფორმაც USAID-ის ხუთწლიანი ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ Usaid-ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ ტექსტშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან ნინო ქადაგიძეს შეხვედრას ასახავს.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებშიც მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ავამოქმედოთ

გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:08

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ალექსანდრე ტაბატაძე

16 აპრილი 2021, 17:07

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე: ჩვენმა სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი

ჩვენმა სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი, - ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა. მისი თქმით, განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალიან სწრაფად გაანეიტრალეს შეიარაღებული დამნაშავე და უკლებლივ ყველა მძევალი უსაფრთხოდ გაათავისუფლეს.

ჯეფ ბეზოსი

16 აპრილი 2021, 16:58

ეკონომიკა

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას გეგმავს

​​​​​​​Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის მმართველობიდან წასვლას აპირებს. მან ამ და სხვა საკითხებზე აქციონერებისთვის მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის როგორც კომპანიის მმართველი ბოლო წერილს აქვეყნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონი

16 აპრილი 2021, 16:55

მსოფლიო

პარიზში მაკრონისა და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო

პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

16 აპრილი 2021, 16:50

ეკონომიკა

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველი აუქციონები წარმატებით დასრულდა

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 აპრილი 2021, 16:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: მზად ვართ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის

დონბასში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, უკრაინა მზად არის მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში.

ვახტანგ მეგრელიშვილი

16 აპრილი 2021, 16:42

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: მივდივართ პარლამენტში, თუმცა არ შევდივართ

„არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ. უბრალოდ, ვგეგმავთ შენობაში მისვლას. ჩვენი ეს განცხადება ეს ორმაგადაა აღქმული; პარლამენტში შესვლად და მეორე - უბრალლოდ, შემობაში მისვლად. ჩვენ ვამბობთ, რომ შენობაში მივდივართ და შესვლისთვის, კვლავ ის პირობები გვაქვს, რომელიც ერთი კვირის წინ დავწერეთ. მივდივართ პარლამენტში, თუმცა არ შევდივართ“ - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

16 აპრილი 2021, 16:35

სპორტი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეორე ეტაპის მეოთხე ტური დაიწყო

დღეს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეორე ეტაპის მეოთხე ტური დაიწყო. ზედა ექვსეულის ლიდერმა „ბათუმმა“ სტუმრად „აკადემია“ დაძაბულ ბრძოლაში 20:17 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ლელო ლაშა ხმალაძემ და საბა შუბითიძემ დადეს, ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა კი ზუსტად მამუკა ნინიძემ შეასრულა. მასპინძელთა შემადგენლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანი გიორგი მიქანაძემ და ლევან ლომოურმა აიღეს. სოსო მათიაშვილმა კი, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

16 აპრილი 2021, 16:25

COVID19

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია დღეს დაიწყება

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 16 აპრილს დაიწყება. იმუნიზაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს: თბილისი: ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

16 აპრილი 2021, 16:24

სამართალი

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ვამაყობთ ჩვენი პოლიციელებით და ოპერატიული თანამშრომლებით, მათი როლი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში ძალიან დიდია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია თბილისში, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრის და სამართალდამცავების მიერ თავდამსხმელის დაკავების და მძევლების გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება.

16 აპრილი 2021, 16:23

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახიფათო შტამი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახიფათო შტამი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

16 აპრილი 2021, 16:12

COVID19

ივანე ჩხაიძე: საქართველოში გამოყენებულ ორ ვაქცინასთან შედარებით „სინოფარმის" ვაქცინას გაცილებით ნაკლები სიმძიმის გვერდითი მოვლენები აქვს

„ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ საინფორმაციო კამპანია აქტიურად დაიწყოს, საინფორმაციო კამპანია იქნება მიმართული ორი ძირითადი კომპონენტისკენ, ეს არის - ეფექტურობა და უსაფრთხოება. თვითონ ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს - ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე უკვე ელოდება ამ ვაქცინას", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.