imedi /  01 მარტი 2021, 23:55 / სანდო წყარო

ჯანმოს დირექტორის მოადგილე: ეს კვირა ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი იქნება.

სუმია სვამინატონი

„COVAX-მა ვაქცინების დისტრუბუცია დაიწყო და ეს მხოლოდ დასაწყისია. ინდოეთის სერუმის ინსტიტუტიდან ვაქცინის დისტრიბუცია გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანმოს გენერალური დირექტორის მოადგილე სუმია სვამინატონიმა.

„COVAX-მა ვაქცინების დისტრუბუცია დაიწყო და ეს მხოლოდ დასაწყისია. ინდოეთის სერუმის ინსტიტუტიდან ვაქცინის დისტრიბუცია გაგრძელდება. ეს მოხდება არამარტო აფრიკაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ასტრაზენეკას ვაქცინის დისტრიბუცია დაიწყება სამხრეთ კორეიის საწარმოდანაც. ჩვენ მივიღეთ მონაცემები იმ სახელმწიფოებიდან, სადაც ვაქცინაცია 2 თვის წინ დაიწყო.

ამ ქვეყნებში შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, სიკვდილიანობა ხანდაზმულებში და დაინფიცირების შემთხვევები სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს შორის. ეს წინასწარი მონაცემებია, მაგრამ იმედისმომცემია. ამ დროისათვის მსოფლიოში სხვადასხვა ვაქცინის 250 მილიონი დოზის ადმინისტრირება მოხდა. გვეჩქარება. ყველა ვჩქარობთ და უფრო მეტი ვაქცინა გვინდა. ეს კვირა ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი იქნება. ჯანდაცვის სისტემებმა ბევრი რამ უნდა გააკეთონ ვაქცინაციის კამპანიისთვის მოსამზადებლად. ეს არის ტრენინგი, გადამზადება, ცივი ჯაჭვი, ეროვნული რეგულატორების მიერ ავტორიზება“, - სუმია სვამინატონმა.

ყველა სიახლე

დერეკ შოვინი

21 აპრილი 2021, 01:08

მსოფლიო

ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

21 აპრილი 2021, 00:55

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 43 098 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 43 098 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 375 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

21 აპრილი 2021, 00:54

საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 21 აპრილს ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 21 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრიწის, კვანტალიანის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მაკა ბოჭორიშვილი

21 აპრილი 2021, 00:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: აღმოსავლეთ პარტნიორობამ სტრატეგიული ხედვა უნდა შეიმუშაოს და ამბიციურ პარტნიორებს მეტის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს

​​​​​​​​ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე, ასამბლეის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

21 აპრილი 2021, 00:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელია თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო, კი ბატონო, ამნისტიით ეპატიება სავარაუდო დანაშაული

ნიკა მელია თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო და სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი დამტკიცდება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად გამართული ვახშმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ორბელიანის სასახლეში ცალსახად ითქვა, რომ ამნისტიის კანონის ერთობლივად ინიცირება მოხდება.

ანდრიუს კუბილიუსი

21 აპრილი 2021, 00:32

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: მსურს, შევაქო საქართველოს მმართველი პარტია, ისევე, როგორც ოპოზიცია

„მსურს, გულწრფელად მივულოცო საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას. როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი სრულდება. მსურს შევაქო საქართველოს მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მსურს შევაქო შარლ მიშელი მისი ძლიერი მმართველობის სტილისთვის, რაც ევროპაში არც ისე ხშირია“.

გიორგი ვაშაძე

21 აპრილი 2021, 00:25

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ განმარტა როდის დაარეგისტრირებს ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა საბოლოო პროცედურა შეგვეთანხმებინა. პროცედურა იქნება შემდეგი – სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ მიიღებს შეწყალების აქტს. ანუ, ეს ნიშნავს, რომ შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული არიან დღეს ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის მელია, თამლიანი და ა.შ. ასევე, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ პროცედურული საკითხებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ კანონის მიღება, რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმროდან. ხოლო რურუას გათავისუფლებას სამშაბათს ველოდები, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შარლ მიშელის თანდასწრებით თქვა, რომ სწორედ სამშაბათს მოხდება ამ პროცედურის რეალიზება. ვწერთ კანონს სამშაბათამდე და ყველამ რომ იცოდეს, ამას უნდა რეალური მუშაობა და დრო“, - განაცხადა ვაშაძემ

ანდრიუს კუბილიუსი

21 აპრილი 2021, 00:22

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: კვლევა აჩვენებს, რომ მიღწევების კუთხით, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არ განსხვავდებიან - ბევრ შემთხვევაში, საქართველო ლიდერობს კიდეც

გვსურს ევროკავშირი უფრო ღია იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციების მიმართ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ, ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 აპრილი 2021, 00:10

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი მშვენივრად მიხვდა, რომ თუკი მისი პარტია ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, აბსოლუტურად გაკოტრებულია

სააკაშვილი არც ისეთი სულელია და დღეს მშვენივრად მიხვდა, რომ თუკი ის და მისი პარტია ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, ის და მისი პარტია აბსოლუტურად გაკოტრებულია, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს დასავლეთისგან თავის დროზე კარბლანში ჰქონდა, თუმცა მან ეს ვერ გამოიყენა და დღეს პარტია დაშლის პირასაა.

21 აპრილი 2021, 00:09

სპორტი

„მანჩესტერ სიტი“ სუპერლიგას გამოეთიშა

„სიტი“ ერთ-ერთი იყო იმ 6 ინგლისური კლუბიდან, რომლებმაც ახალი საერთაშორისო ტურნირის დაფუძნების შესახებ 2 დღის წინ განაცხადეს.

თინა ხიდაშელი

21 აპრილი 2021, 00:06

საზოგადოება

თინა ხიდაშელი: მდგომარეობა გაუარესდა - საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება

„საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება, ვინაიდან, სახლში ყოფნის დროს, მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ორივე ჯერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ, ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი“.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 23:52

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: შარლ მიშელის დოკუმენტმა ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ ექვსთვიანი ტყვეობიდან იხსნა

ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ ექვსთვიანი ტყვეობიდან იხსნა შარლ მიშელის დოკუმენტმა. ოთხი რაუნდი ჩატარდა ელჩების მონაწილეობით, იყო არაერთი ღია თუ დახურული შეხვედრა, ისმოდა ღია მოწოდებები პარლამენტში შესვლისკენ, იყო IRI-ისა და NDI-ის დასკვნები, თუმცა ისინი ვერ უძლებდნენ იმ წნეხს, ახლა კი გაუძლეს იმიტომ, რომ ამ პროცესის მიღმა იდგა შარლ მიშელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ნიკა ჩიტაძე

20 აპრილი 2021, 23:48

პოლიტიკა

ნიკა ჩიტაძე: დიდი იმედი მაქვს, შეიქმნება საფუძველი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობაც“ ასევე ვიხილოთ პარლამენტში

„რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, შეიქმნება საფუძველი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობაც“ ასევე ვიხილოთ პარლამენტში და ჩვენ გვყავდეს პლურალისტური პარლამენტი. ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მმართველ ძალას ეკისრება. არ მისცეს საერთაშორისო საზოგადოებას საფუძველი, გაგვაკრიტიკონ. შემდეგ ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული „ქართული ოცნება“ მიიღებს 43%-ზე ნაკლებს თუ მეტს. თავისთავად, რაც შეეხება მიღწეულ შეთანხმებას მისასალმებელია“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს

„არა თუ 43%-იანი, ბევრად უფრო მაღალი ზღვრის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები არის გამორიცხული. „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამის საფუძველზე სათანადოდ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ამაში შეგვიძლია მთელი საზოგადოება დავარწმუნოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 23:39

პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში

დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 აპრილი 2021, 23:37

მსოფლიო

ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ რადიკალების ადგილი ქართული პოლიტიკაში აღარ იქნება

„თუ ვინმეს აქვს გარკვეული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რადიკალების ხელახლა აღზევებას, ეს შფოთვა არ არის რაიმე საყრდენზე დაფუძნებული და ამაში შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო. რადიკალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება და ამის გარანტი იქნება სწორედ ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ოპოზიციასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. რადიკალიზმი საქართველოში დასრულდება და ერთხელ და სამუდამოდ, ამ შეთანხმების საფუძველზე ქართულ პოლიტიკაში უნდა დამკვიდრდეს სიმშვიდე და სტაბილურობა, რაზეც პასუხისმგებელი არის „ქართლი ოცნება“, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია და ამ პირობას საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, დავდებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

„ის, რომ გარკვეული კომიტეტების თავმჯდომარეები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ის, რომ მეტი თანამდებობა აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებში ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და სწორედ ეს იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ამოცანა, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკა შემოეტანათ საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უხერხულობები უკავშირდებოდა ამ საკითხის აღსრულებას, ჩვენ შეთანხმების ამ პუნქტს დავეთანხმეთ. ესაა მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენთან პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში შეიცვალოს და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ჩამოყალიბდეს. ეს იყო ჩვენი ამოცანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი

არამარტო დღეს, არამედ ზოგადად ასეა, რომ ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი. მელიას არ ეყო ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ არ ემოქმედა სააკაშვილის მარტივი თამაშის შესაბამისად. თავის დროზეც, როდესაც მელიამ საკუთარი თავი ჩაისვა ციხეში, ეს იყო სააკაშვილის მარტივი თამაში, რომელიც არ შედიოდა მელიას ინტერესებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებშია

„ეს არის არასწორი ქმედება, თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს იმ შედეგს, რომელიც შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით დადგა. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა. მთავარია, რომ ოპოზიციური პარტიებისა და დეპუტატების კრიტიკული რაოდენობა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. დანარჩენი არის სააკაშვილისა და სხვა რადიკალი პოლიტიკოსების თამაშები, რომლებსაც უკვე არავითარი წარმატების პერსპექტივა არ აქვთ. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებით ისარგებლებს სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.