Imedi /  02 მარტი 2021, 18:12 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დასკვნისთვის ODIR-საც გადაეგზავნება

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დასკვნისთვის ODIR-საც გადაეგზავნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პაპუაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასახელებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე განაცხადა, რომ ოპონენტების მხრიდან მანიპულაციის მცდელობას აქვს ადგილი.

„მთავარი გუშინ რაც შეთანხმდა, არის ის, რომ დიალოგი უნდა შედგეს, საჭიროა გამოიძებნოს საერთო ენა და მივიდეთ შეთანხმებამდე. სწორედ ეს დაარღვიეს რამდენიმე საათში ჩვენმა ოპონენტებმა. რაც შეეხება შეთანხმების საკითხებს, ეს გახლავთ სია იმ პრეტენზიებისა, რომელიც ჩვენთვის ახლი არ არის და რასაც ჩვენი ოპონენტები დიდი ხანია აყენებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არჩევნების განმეორებით ჩატარებაზე თანახმაა იმ პირობით, თუ ამის საფუძველი იქნება.

„საფუძველი შეიძლება იყოს ერთადერთი რამ, რომ არჩევნების შედეგებზე არ აისახა მოსახლეობის ნება. ეს როოგორმე უნდა დადსტურდეს. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს არ სურთ“, - დასძინა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ასევე ისაუბრა პარლამენტში ინიცირებულ საარჩევნო ცვლილებებზე, მათ შორის ბარიერის დაწევის შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება გუშინდელი შეთანხმების ერთ-ერთი საკითხიცაა და მასზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებები მნიშვნელოვანია. ამ მიზნით ისინი აპირებენ აღნინული კანონპროექტი ODIR-ში გადააგზავნონ, რათა ამ ორგანიზაციის დასკვნაც ჰქონდეთ. პაპუაშვილმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ ამ პროცესში თავად ოპოზიცია არ მონაწილეობს.

მისივე განცხადებით, შემუშვებულ ცვლილებებს პარლამენტი დაახლოებით 2 თვეში მიიღებს.

ყველა სიახლე

11 აპრილი 2021, 09:48

მსოფლიო

თურქეთი უკრაინაში 500 შენობას ააშენებს

თურქეთისა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეცხრე შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინაში ასობით შენობის აშენებას ითვალისწინებს. გამოცემის ცნობით, თურქეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სააგენტო TOKI 500 სახლს ააშენებს ყირიმელი თათრებისთვის.

11 აპრილი 2021, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 აპრილს ქუთაისში წვიმა და +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა, ღამით კი +2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +10 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

11 აპრილი 2021, 09:02

მსოფლიო

ჩინეთში, მაღაროში ჩარჩენილ 20-ზე მეტ მუშას ეძებენ

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ფენგუანის დასახლებაში, ქვანახშირის მაღარო დაიტბორა. შედეგად, მიწის ქვეშ 30-მდე ადამიანი აღმოჩნდა. მაშველებმა 29 ადამიანიდან 8-ის ზედაპირზე ამოყვანა შეძლეს, თუმცა 21 მუშა კვლავ დატბორილ მაღაროშია. სამაშველო სამსახურის ცნობით, სამუშაოს რთული რელიეფი ართულებს. მაშველები დატბორილი მაღაროდან წყლის ამოტუმბვასა და ჰაერის მილებით მიწოდებას ცდილობენ.

11 აპრილი 2021, 08:44

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 6 ადამიანი. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6.7 მაგნიტუდას შეადგენდა. ხელისუფლებას ცუნამის საფრთხე არ გამოუცხადებია. ბიძგები 10 აპრილს, 07:00 საათზე დაფიქსირდა.

11 აპრილი 2021, 08:26

მსოფლიო

სენტ-ვინსენტზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, კუნძული ფერფლით დაიფარა. ფოტო - ვიდეო

სენტ-ვინსენტზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, კუნძული ვულკანური ფერფლით დაიფარა. ჰაერის გაუარესების გამო, 4 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ვულკანი 1979 წლის შემდეგ პირველად, 2020 წლის დეკემბერში გააქტიურდა. ამ დროის განმავლობაში, ვულკანური ფერფლი შეინიშნებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ამოიფრქვა და მიმდებარე სოფლებში ფერფლიც უფრო აქტიურად გავრცელდა.

11 აპრილი 2021, 08:09

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 52 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 248 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 248 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 3 798 333 შემთხვევა გამოვლინდა, 33 702 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 301 217 - გამოჯანმრთელდა.

11 აპრილი 2021, 00:55

ტექნოლოგიები

Rolls-Royce მსოფლიოში უდიდესი ავიაძრავის შექმნაზე მუშაობს

კომპანია Rolls-Royce-ის სპეციალისტები, მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაძრავის შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ techcult წერს. ახალი ავიაძრავის სიმძლავრე აქამდე არსებული მოდელებისას 25%-ით გადააჭარბებს. სპეციალისტების პროგნოზით, ეს გამოგონება მსოფლიოში რევოლუციური იქნება და მგზავრთა გადაყვანის მიმართულებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.

ანრი ოხანაშვილი

11 აპრილი 2021, 00:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ტვ ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“: მათი მიზანია, ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება, თუმცა, ყოველ ჯერზე ვამხელ სიყალბეში

თუკი ისინი, საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს! წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ ბინძური ცილისწამებისთვის, - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი რამდენიმე არხზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. როგორც უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში წერს, პარტიული მედიები მიზანმიმართულად ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას.

11 აპრილი 2021, 00:20

მსოფლიო

კალიფორნიის სანაპიროსთან ოთხი მკვდარი ვეშაპი გამოირიყა

კალიფორნიის სანაპიროსთან ბოლო 9 დღეში ოთხი ნაცრისფერი მკვდარი ვეშაპი გამოირიყა. ვეშაპები სავარაუდოდ გემს შეეჯახნენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა San Francisco Chronicle მეცნიერებზე დაყრდნობით წერს.

11 აპრილი 2021, 00:06

სპორტი

ელ კლასიკო, მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა.

ელ კლასიკო მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. ესპანეთის „ლა ლიგას“ 30-ე ტურში, სამეფო კლუბმა შინ კატალონიელები, კარიმ ბენზემას და ტონი კროოსის გოლებით, ანგარიშით: 2-1 დაამარცხეს.

ბორის ჯონსონი

10 აპრილი 2021, 23:52

მსოფლიო

ბორის ჯონსონი პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე არ მივა. ამის შესახებ Sky News წერს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემოღებული შეზღუდვების გამო პრინცი ფილიპის დაკრძალვას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 აპრილი 2021, 23:44

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა

ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თურქეთში ვიზიტით იმყოფება.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2021, 23:20

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: COVID19-ის მესამე ტალღა არ უნდა დავუშვათ, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია

მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი ევროპის და მეზობელი ქვეყნებიდან, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია. თუ ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციას, ამით მესამე ტალღას გადავრჩებით, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

10 აპრილი 2021, 23:17

რეგიონი

ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი მუშა დაშავდა

ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში, სამუშაო პროცესის დროს ორი მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, რის შედეგად ამავე საწარმოში დასაქმებულმა ორმა მამაკაცმა სხეული სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სენაკში, კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

10 აპრილი 2021, 22:56

სამართალი

სოფელ ნამოხვანში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

სოფელ ნამოხვანში, მდინარეში გაუჩინარებულ კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

10 აპრილი 2021, 22:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა

აურზაური არაფრის გამო. უფრო სწორად კი, აურზაური აურზაურისთვის. უკვე მერამდენედ, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ამ სამწუხარო კლიშეს ამართლებს. ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბენ ჰოჯესი

10 აპრილი 2021, 22:09

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს, რომ საქართველო ნატოს წევრი მაპის გარეშე გახდეს

ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, მხარს დაუჭერს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მაპის გარეშე. მისი აზრით, ეს ეტაპი უკვე გავლილია. ამ საკითხზე მან „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა.

ბენ ჰოჯესი

10 აპრილი 2021, 21:56

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: გამოწვევა იმაში მდგომარეობს, გავიგოთ, რა არის კრემლის განზრახვა...რუსეთი პატივს მხოლოდ ძალას სცემს

რის გაკეთებას აპირებს მოსკოვი და რა არის კრემლის განზრახვა? - ამ საკითხზე ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა. მან განიხილა უკრაინის მაგალითი და განაცხადა, რომ რუსეთი პროვოცირებას ცდილობს.

დავით გადელია

10 აპრილი 2021, 21:54

COVID19

დავით გადელია: პირველი და მეორე ტალღისგან განსხვავებით ახლა გვაქვს ვაქცინაცია და დაგვიგროვდა გამოცდილება ვუპასუხოთ საშიშროებებს

პირველი და მეორე ტალღისგან განსხვავებით ახლა გვაქვს ვაქცინაცია, დაგვიგროვდა გამოცდილება, როგორ ვუპასუხოთ ადეკვატურად და მყისიერად გაზრდილ საშიშროებებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა.​

10 აპრილი 2021, 21:28

რეგიონი

ნამოხვანთან მაშველები მდინარე რიონში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

ნამოხვანთან მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. თვითმხილველების ინფორმაციით, ნამოხვანთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან ჩასული კაცი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.