imedi /  03 მარტი 2021, 22:13 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ.

„ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით.

ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვაიძულებთ, რომ დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყოს ის, რომ ეს არის არა სამუდამოდ წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც უკვე კვალიფიკაცია ამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის გამოცდილება, რომელსაც შეიძენენ ქვეყნის გარეთ. რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კითხვაზე, როგორ გაკონტროლდება მოქალაქეების დაბრუნება და პირობის დარღვევის შემთხვევაში რა იქნება სანქციები, ზალკალიანი პასუხობს, რომ ეს ყველა ქვეყანასთან კონკრეტული შეთანხმებით განისაზღვრებ

„გამიჭირდება, რომ თითოეული შეთანხმება ცალ-ცალკე გითხრათ, რა არის ჩადებული. მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერია გათვალისწინებული, რომ მათი უფლებებიც იყოს დაცული და ასევე ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები გათვალისწინებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ყველა სიახლე

გუმათჰესი

18 აპრილი 2021, 16:34

რეგიონი

გუმათჰესის ხიდიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა

გუმათჰესის ხიდიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა. ის მდინარიდან ჰესის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. შემთხვევა რიონის ხეობის მცველების პროტესტის ადგილთან ახლოს მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი შეშას აგროვებდა, ხიდზე ჩატეხილი ჯებირის ადგილას სიმძიმემ გადასძლია და მდინარეში გადავარდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

18 აპრილი 2021, 16:32

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ამერიკის საელჩოს მოწოდება ხელი მოაწერონ დოკუმენტს, ოპოზიციისთვის არაფერს ნიშნავს, მთავარია რას ეტყვის მათი კურატორი მოსკოვში

ახლა, ამ წუთებში, ამერიკის საელჩომ ოფიციალურად და ცალსახად მოუწოდა ოპოზიციას, რომ მოაწერონ ხელი მედიაციის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც უკვე ხელმოწერილია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს განცხადება, რომელიც „ფეისბუკშია“ გამოქვეყნებული, არაფერს ნიშნავს ოპოზიციისათვის. მთავარია რას იტყვის მათი კურატორი მოსკოვში, ლუბიანკაზე, ფეესბეს მაიორი ივან ლეონიდოვიჩი, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

18 აპრილი 2021, 15:31

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლები: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერები საქართველოში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

18 აპრილი 2021, 15:27

რეგიონი

„ბულვარი ბათუმის ნამოხვანია“, - ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ბულვარი ბათუმის ნამოხვანია“, „გაბედე შენც“, „არ დავთმობთ ბულვარს“ - ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ბულვარის ტერიტორიაზე შეუსაბამო მშენებლობებს აპროტესტებენ. ამბობენ რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე დაუშვებელია მაღალსართულიანი შენობების აშენება. აქცია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიმბოლურად დაამთხვიეს.

18 აპრილი 2021, 15:12

პოლიტიკა

თანაინვესტირების ფონდი: ტელეკომპანია პირველმა შეგნებულად დაამახინჯა ინფორმაცია საინვესტიციო პროექტებზე, რათა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ეხმაურება 17 აპრილს, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნაჩვენებია, რომ თითქოს, ჟურნალისტების გარკვეულმა ჯგუფმა მიაკვლია ბიძინა ივანიშვილის გადამალულ ქონებას საქართველოში.

გუმათი

18 აპრილი 2021, 14:51

რეგიონი

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე შეხვდა. მისი თქმით, პარასკევამდე მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე მთავრობისგან კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანას, პროტესტის ნამოხვანში გაგრძელებას და მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ხელისუფლების პასუხებზეა დამოკიდებული, გაგრძელდება აქციები, თუ დიალოგის ფორმატში გადაინაცვლებენ.

ალექსეი ნავალნი

18 აპრილი 2021, 14:49

მსოფლიო

ექიმები: ალექსეი ნავალნი ნებისმიერ წუთს შეიძლება მოკვდეს

რუსული ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის ექიმი იაროსლავ აშიმხინი ამბობს, რომ ის, „შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს“. მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.

18 აპრილი 2021, 14:29

სამართალი

შსს პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეუფე იაკობი

18 აპრილი 2021, 14:26

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩვენთან მიღებულია, რომ შიგნიდან თუ გარედან ეკლესიას უნდა ებრძოლონ

„ჩვენთან მიღებულია, რომ შიგნიდან თუ გარედან ეკლესიას უნდა ებრძოლონ. დაიშალა საბჭოთა კავშირი, გავხდით დამოუკიდებლები და იმის შემდეგ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას. თუ რამე გასატანი იყო, უცხოეთში გავიტანეთ, ტვინები, მუშახელი გარეთ გაგვირბიან და ჩვენ რას ვაკეთებთ?!“, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში დღეს ქადაგებისას ისაუბრა.

18 აპრილი 2021, 14:24

სამართალი

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

„საქართველოს ბანკზე“ თავდასმხაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

18 აპრილი 2021, 14:21

COVID19

გერმანიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა ხსოვნისთვის, ეროვნულ ცერემონიას მოაწყობენ

გერმანიაში, კორონავირუსითა და მისი თანმხლები გართულებებით გარდაცვლილი 80 ათასამდე ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ეროვნული ცერემონია იგეგმება. წირვას, რომელიც ბერლინში, კაიზერ ვილჰელმის მემორიალურ ეკლესიაში ჩატარდება, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და ქვეყნის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დაესწრებიან.

მეუფე იაკობი

18 აპრილი 2021, 14:14

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ქუჩასა და კარვებში დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია სწორედ რუსეთიდან მართულია და ქვეყნის დაყოფის სურვილი აქვს

ოპოზიციის ლიდერებიც რომ ავიღოთ, არ მოინდომებენ სასამართლოზე ან ძალოვნებზე თავზე მოჯდომას?! ჩვეულებრივ მოინდომებენ, იმიტომ არ უნდათ პარლამენტში შესვლა, რომ კანონები შეიცვალოს. კანონები, სისტემა თუ არ შეიცვალა არაფერი არ დალაგდება და არაფერი წესიერება არ იქნება ჩვენთან, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში დღეს ქადაგებისას ისაუბრა. მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ შეეხო იმ პარტიების განწყობას, რომელთა დიდი ნაწილიც ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადეს. ამის საპასუხოდ ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ქუჩასა და კარვებში დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია სწორედ რუსეთიდან მართულია და ქვეყნის დაყოფის სურვილი აქვს. მეუფე ოპოზიციას მიმართავს, ხალხის მიერ მიცემული მანდატების გამოყენებას ურჩევს და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

18 აპრილი 2021, 14:03

COVID19

საფრანგეთი რამდენიმე ქვეყნიდან ჩამსვლელებისთვის კარანტინს აწესებს

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამსვლელთათვის 10-დღიან სავალდებულო კარანტინი ამოქმედდება. ახალი რეგულაცია ძალაში რამდენიმე დღეში შევა. ვინც რეგულაციას არ დაემორჩილება, დაჯარიმდება.

18 აპრილი 2021, 13:48

ტექნოლოგიები

მსოფლიოს ყველაზე დიდი აისბერგი დადნა და ფრაგმენტებად დაიშალა

A68 - აისბერგი, რომლის ფართობიც 2017 წელს 6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა და რომელიც ანტარქტიდას 4 წლის წინ გამოეყო, ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა. სატელიტის გამოსახულება აჩვენებს, რომ ერთ დროს ყველაზე დიდი აისბერგი, პრაქტიკულად, გაქრა და უამრავ მცირე ფრაგმენტად დაიყო.

პროკურატურა

18 აპრილი 2021, 13:18

სამართალი

პროკურატურამ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ნ.წ. -მ ხმოვანი პისტოლეტით, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.

18 აპრილი 2021, 12:55

სამართალი

მესტიის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს სცემეს

მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში პოლიციელებს სცემეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევაა. ადგილობრივები სამართალდამცავების მოწოდებას, რომ სახლში წასულიყვნენ, არ დაემორჩილნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის მონაწილე ხუთი ადგილობრივიდან, სამი დაკავებულია. ორ პირს ამ დრომდე ეძებენ.

ამირან გამყრელიძე

18 აპრილი 2021, 12:54

COVID19

ამირან გამყრელიძე: „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.

ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი

18 აპრილი 2021, 12:49

პოლიტიკა

სენატორები: აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად, ევროკავშირთან და შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს

„იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება“, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა, სენატორმა რონ ჯონსონმა „ამერიკის ხმისთვის“ გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნეს.

18 აპრილი 2021, 12:38

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,632 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,702,101-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 389 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 105,582-მდე გაიზარდა.

ამირან გამყრელიძე

18 აპრილი 2021, 12:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება, არ არის გამორიცხული, ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში

ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.