imedi /  04 მარტი 2021, 01:14 / სანდო წყარო

მაიკლ კარპენტერი: აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოში დიალოგს ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი

მაიკლ კარპენტერი

მაიკლ კარპენტერი

„პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„როდესაც საქმე ეხება საქართველოს, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, - წერს მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე.

ყველა სიახლე

გუმათი

18 აპრილი 2021, 14:51

რეგიონი

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე შეხვდა. მისი თქმით, პარასკევამდე მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე მთავრობისგან კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანას, პროტესტის ნამოხვანში გაგრძელებას და მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ხელისუფლების პასუხებზეა დამოკიდებული, გაგრძელდება აქციები, თუ დიალოგის ფორმატში გადაინაცვლებენ.

ალექსეი ნავალნი

18 აპრილი 2021, 14:49

მსოფლიო

ექიმები: ალექსეი ნავალნი ნებისმიერ წუთს შეიძლება მოკვდეს

რუსული ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის ექიმი იაროსლავ აშიმხინი ამბობს, რომ ის, „შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს“. მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.

18 აპრილი 2021, 14:29

სამართალი

შსს პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეუფე იაკობი

18 აპრილი 2021, 14:26

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩვენთან მიღებულია, რომ შიგნიდან თუ გარედან ეკლესიას უნდა ებრძოლონ

„ჩვენთან მიღებულია, რომ შიგნიდან თუ გარედან ეკლესიას უნდა ებრძოლონ. დაიშალა საბჭოთა კავშირი, გავხდით დამოუკიდებლები და იმის შემდეგ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას. თუ რამე გასატანი იყო, უცხოეთში გავიტანეთ, ტვინები, მუშახელი გარეთ გაგვირბიან და ჩვენ რას ვაკეთებთ?!“, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში დღეს ქადაგებისას ისაუბრა.

18 აპრილი 2021, 14:24

სამართალი

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

„საქართველოს ბანკზე“ თავდასმხაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

18 აპრილი 2021, 14:21

COVID19

გერმანიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა ხსოვნისთვის, ეროვნულ ცერემონიას მოაწყობენ

გერმანიაში, კორონავირუსითა და მისი თანმხლები გართულებებით გარდაცვლილი 80 ათასამდე ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ეროვნული ცერემონია იგეგმება. წირვას, რომელიც ბერლინში, კაიზერ ვილჰელმის მემორიალურ ეკლესიაში ჩატარდება, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და ქვეყნის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დაესწრებიან.

მეუფე იაკობი

18 აპრილი 2021, 14:14

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ქუჩასა და კარვებში დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია სწორედ რუსეთიდან მართულია და ქვეყნის დაყოფის სურვილი აქვს

ოპოზიციის ლიდერებიც რომ ავიღოთ, არ მოინდომებენ სასამართლოზე ან ძალოვნებზე თავზე მოჯდომას?! ჩვეულებრივ მოინდომებენ, იმიტომ არ უნდათ პარლამენტში შესვლა, რომ კანონები შეიცვალოს. კანონები, სისტემა თუ არ შეიცვალა არაფერი არ დალაგდება და არაფერი წესიერება არ იქნება ჩვენთან, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში დღეს ქადაგებისას ისაუბრა. მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ შეეხო იმ პარტიების განწყობას, რომელთა დიდი ნაწილიც ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადეს. ამის საპასუხოდ ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ქუჩასა და კარვებში დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია სწორედ რუსეთიდან მართულია და ქვეყნის დაყოფის სურვილი აქვს. მეუფე ოპოზიციას მიმართავს, ხალხის მიერ მიცემული მანდატების გამოყენებას ურჩევს და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

18 აპრილი 2021, 14:03

COVID19

საფრანგეთი რამდენიმე ქვეყნიდან ჩამსვლელებისთვის კარანტინს აწესებს

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამსვლელთათვის 10-დღიან სავალდებულო კარანტინი ამოქმედდება. ახალი რეგულაცია ძალაში რამდენიმე დღეში შევა. ვინც რეგულაციას არ დაემორჩილება, დაჯარიმდება.

18 აპრილი 2021, 13:48

ტექნოლოგიები

მსოფლიოს ყველაზე დიდი აისბერგი დადნა და ფრაგმენტებად დაიშალა

A68 - აისბერგი, რომლის ფართობიც 2017 წელს 6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა და რომელიც ანტარქტიდას 4 წლის წინ გამოეყო, ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა. სატელიტის გამოსახულება აჩვენებს, რომ ერთ დროს ყველაზე დიდი აისბერგი, პრაქტიკულად, გაქრა და უამრავ მცირე ფრაგმენტად დაიყო.

პროკურატურა

18 აპრილი 2021, 13:18

სამართალი

პროკურატურამ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ნ.წ. -მ ხმოვანი პისტოლეტით, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.

18 აპრილი 2021, 12:55

სამართალი

მესტიის მუნიციპალიტეტში პოლიციელებს სცემეს

მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში პოლიციელებს სცემეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევაა. ადგილობრივები სამართალდამცავების მოწოდებას, რომ სახლში წასულიყვნენ, არ დაემორჩილნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის მონაწილე ხუთი ადგილობრივიდან, სამი დაკავებულია. ორ პირს ამ დრომდე ეძებენ.

ამირან გამყრელიძე

18 აპრილი 2021, 12:54

COVID19

ამირან გამყრელიძე: „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.

ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი

18 აპრილი 2021, 12:49

პოლიტიკა

სენატორები: აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად, ევროკავშირთან და შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს

„იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება“, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა, სენატორმა რონ ჯონსონმა „ამერიკის ხმისთვის“ გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნეს.

18 აპრილი 2021, 12:38

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,632 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,702,101-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 389 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 105,582-მდე გაიზარდა.

ამირან გამყრელიძე

18 აპრილი 2021, 12:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება, არ არის გამორიცხული, ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში

ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ჰუბერტ ქნირში

18 აპრილი 2021, 12:14

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დანიელსონის გეგმას დაეთანხმა

„მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. მის კომენტარს გერმანიის საელჩო ავრცელებს.

18 აპრილი 2021, 12:06

საზოგადოება

ულამაზესი ცხოველები და ფრინველები საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან. ფოტოკოლაჟი

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არაერთი ცხოველი და ფრინველი ხვდება ფოტოხაფანგებისა თუ ფოტოგრაფების ობიექტივში. გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნათია თურნავა

18 აპრილი 2021, 11:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი პოლიტიკა ​სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენაა მიმართული

„ჩვენი პოლიტიკა ​სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენაა მიმართული. პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც განავითარეს არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი, რომელთაც ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, სილიკონ ველიზე. ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 4 ამერიკელ ინვესტორს შორის“.

18 აპრილი 2021, 11:21

COVID19

მკაცრი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, კანადაში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

მკაცრი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, ტორონტოში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. კანადელები სკოლების, რესტორნებისა და არასასურსათო მაღაზიების გახსნას, ასევე საავადმყოფოებში არასასწრაფო გეგმიური ოპერაციების დაშვებას მოითხოვენ. უმკაცრესი კოვიდრეგულაციები კანადაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფონზე, რამდენიმე კვირაა მოქმედებს. ქვეყენაში ახალი დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი რვა ათასს აღემატება.

18 აპრილი 2021, 11:19

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 10,282 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,282 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 250 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,936,228 შემთხვევა დადასტურდა, 39,786 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,482,079 პაციენტი გამოჯანმრთელდა.