Imedi /  04 მარტი 2021, 18:36 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

დავით ზალკალიანი

ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის, 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გააქტიურონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ ზაზა გახელაძის ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მან ასევე მწვავედ დასვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზი გაესვა ადგილობრივი მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ სრულ იზოლაციაში მოაქცია რეგიონი, რაც ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს იწვევს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებას, მათ შორის, მოსკოვის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საკითხის წამოწევას, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” დამტკიცებას.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის საჭიროებას. აღინიშნა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, აღდგენის აუცილებლობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაკეთდა, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მინისტრის თქმით, ადგილზე გართულებული ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.

ყველა სიახლე

ლევან რატიანი

23 აპრილი 2021, 18:54

COVID19

ლევან რატიანი: ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკაში არცერთი თავისუფალი საწოლი არაა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა

23 აპრილი 2021, 18:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პრემიერ-მინისტრი ეტაპობრივად შეხვდება ყველა ბიზნესინდუსტრიას და ყველა დარგს

ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ ცალკეულ წარმომადგენლებთან, ცალკეულ ასოციაციებთან კომუნიკაცია არასოდეს შენელებულა და პრემიერ-მინისტრი მაისში პირადად აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმი, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

23 აპრილი 2021, 18:48

პოლიტიკა

„ლელო“: ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ, ევროპარლამენტარების თავდებობით, ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება არც შარლ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 აპრილი 2021, 18:44

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინები კვლავ მიუწვდომელი რჩება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინები კვლავ მიუწვდომელი რჩება.

თეა ახვლედიანი

23 აპრილი 2021, 18:36

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა ენგურზე გადმოსვლისას, მთავრობა ფინანსურად დაეხმარება

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, ფინანსური დახმარება გაუწიოს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

23 აპრილი 2021, 18:34

მსოფლიო

პალესტინაში, სახლში გაჩენილ ხანძარს დედა სამ შვილთან ერთად ემსხვერპლა

პალესტინაში, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის პროვინციაში, ნაბლუსში ხანძარს დედა სამ შვილთან ერთად ემსხვერპლა. ქალაქ სარას მერი, მუჰამედ მუსტაფა ამბობს, რომ სახლში ხანძარი დილით, დაახლოებით 08:00 საათზე გაჩნდა. ქალაქის მთავრობის ინფორმაციით, დაღუპული ბავშვებიდან ორი ბიჭია, ერთი კი, გოგო. ბავშვების მამა გადარჩა.

23 აპრილი 2021, 18:13

საზოგადოება

აფხაზეთის კონფლიქტისას უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 ადამიანის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

23 აპრილი 2021, 18:12

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 1,809 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,809 ადამიანს გამოუვლინდა, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 309,789 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,307 ადამიანი. ვირუსისგან 274,766 პაციენტი განიკურნა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას

„შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას. როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, ისინი არ გამოიყენებენ ამნისტიას. ალბათ, მათ ამის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვმკურნალობ, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ, და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს

„არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც მოხდა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან. რა თქმა უნდა არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

23 აპრილი 2021, 17:43

COVID19

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს, კოვიდვაქცინიების შესანახად, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრები გადასცა

„აღნიშნული საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება და წარმოადგენს აშშ-ის ევროპული სარდლობის $1 მილიონზე მეტის დახმარების ნაწილს, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

23 აპრილი 2021, 17:34

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

23 აპრილი 2021, 17:33

საზოგადოება

კელი დეგნანი: საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას

ვულოცავ თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებას. ეს არის დიდი პატივი და და ამავდროულად ეს აღნიშნავს საქართველოს მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებს, რომლებიც ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის

„ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს. რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა, პრეზიდენტის ეგიდით დაწესდეს ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელების პირველ მთარგმნელისთვის, რომელიც გაიცემა იუნესკოს წლის ფარგლებში მომავალი წლის 22 აპრილს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 17:15

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: დღეიდან თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

„პირველ რიგში ვულოცავ თბილისის მერს და თბილისის მერიას ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წარმატებას. დღევანდელ ციფრულ ეპოქაში როცა წიგნის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ბევრი სხვა კონკურენტი გაუჩნდა. იუნესკოს ეს ინიციატივა შესაძლებლობას მოგვცემს წიგნის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელობა გავახსენოთ თუ გავაგებინოთ ყველას, დიდსა და პატარას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:13

კულტურა

კახა კალაძე: მომავალი წლის 23 აპრილამდე მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი

დღეს თბილისისთვის მართლაც ისტორიული დღეა. ჩვენი ქალაქი ერთი წლის განმავლობაში, კითხვის, წერის, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

23 აპრილი 2021, 17:08

მსოფლიო

ტრამპი: ლებრონ ჯეიმსი შესანიშნავი კალათბურთელი შეიძლება იყოს, თუმცა არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერს, ლებრონ ჯეიმსს „ტვიტერში“ გაკეთებული ჩანაწერისთვის აკრიტიკებს.

გიორგი ვაშაძე

23 აპრილი 2021, 17:06

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ამნისტიაზე: მე ხელებს არ დავიბან - რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ

ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მელიას და პროტესტის მონაწილე სხვა პირების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

კახი კავსაძე

23 აპრილი 2021, 16:57

საზოგადოება

ლევან რატიანმა კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლევან რატიანის თქმით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება", - განაცხადა ლევან რატიანმა.