imedi /  09 მარტი 2021, 11:46 / სანდო წყარო

ირაკლი ზარქუა: დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟსა და მონტაჟზე

ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრასა და მონტაჟზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

„ის, რაც ხდება, ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან როგორც ირკვევა 2010-2011 წლებია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე. არ გამორიცხოთ, რომ ამ ფორმით, შანტაჟით, ჩაშვებით, უკანონო მოსმენებით და ფაბრიკაციებით, ხვალ-ზეგ ვიღაცას, წინა რეჟიმის წარმომადგენელს თქვენ არ მოეწონებით, თქვენც იგივე ჩანაწერებს გაგიკეთებენ, დაგიმონტაჟებენ და მოგიწევთ თავის მართლება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრასა და მონტაჟზე“, - განაცხადა ზარქუამ.

შეკითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ჩანაწერების შინაარსზე, ზარქუამ განაცხადა, რომ შინაარსის დამონტაჟება შესაძლებელია.

„როგორც ირკვევა, თუ 2010-2011 წლებში, როცა არის ეს ჩანაწერილი და თუ ეს შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სად იყო მაშინდელი ხელისუფლება? შეგახსენებთ, სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 2013 წლამდე. ეს არის ფაბრიკაცია, ეს არის დამონტაჟებული“, - განაცხადა ზარქუამ.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 18:16

ეკონომიკა

სსფ-ს პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება

სსფ (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკის მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის. წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.

12 აპრილი 2021, 18:15

საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ხვალ ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ქუჩების ნაწილს 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ინფორმაციას თელასი ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი: 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ხევისუბნის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.

12 აპრილი 2021, 18:07

საზოგადოება

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიის 1200 საათი - Responsible.ge-სა და „კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი

„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

ლაშა ტალახაძე

12 აპრილი 2021, 18:01

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ძალიან მინდოდა, ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარებულიყო და საქართველოს ჰიმნი იქ გაჟღერებულიყო

იყო ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა, შეჯიბრი გადადებულიყო და სხვა ქვეყანაში ჩატარებულიყო. ძალიან მინდოდა, რომ ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარებულიყო და საქართველოს ჰიმნი იქ გაჟღერებულიყო, - ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩია

12 აპრილი 2021, 17:46

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: 7 საკითხიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებას „გირჩი“ სამართლიანად ითხოვს

გზა პარლამენტის შენობამდე მიდის, მაგრამ მიდის თუ არა პარლამენტამდე, ეს დამოკიდებულია იმაზე ხელისუფლება 7-დან ერთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს თუ არა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ალექსეი ნავალნი

12 აპრილი 2021, 17:44

მსოფლიო

გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება

გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ალექსეი ნავალნის Tvwitter-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

12 აპრილი 2021, 17:36

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ზურაბ სიჭინავა უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზურაბ სიჭინავა განათლებით სამართალმცოდნეა. მას, ასევე აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

12 აპრილი 2021, 17:32

საზოგადოება

ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს

ნათელა პატარკაციშვილი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის, ტელეკომპანია „იმედის“ დამაარსებლის, ბადრი პატარკაციშვილის დედას უკანასკნელი პატივი ოჯახის ახლობლებმა, პოლიტიკოსებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, არკადიაში მიაგეს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

12 აპრილი 2021, 17:31

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ წარმოვადგინეთ 7 პუნქტი, რომლისგანაც ერთი პუნქტის სერიოზულად განხილვის შემთხვევაშიც მზად ვართ პარლამენტში ვიმუშაოთ

​„თუ ამ შვიდი პუნქტიდან, არცერთი პუნქტი არ შესრულდება „ქართული ოცნების“ მიერ, ჩვენ ბუნებრივია არ შევალთ დარბაზში, რასაც პარლამენტის რეგლამენტი გულისხმობს იმას არ დავექვემდებარებით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს დერეფანი თავისუფალია. ანუ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს პარლამენტის ინფრასტრუქტურა, იარაღის ტარების უფლება და იმუნიტეტი. დანარჩენ ნებისმიერ მატერიალურ სიკეთეზე ჩვენ უარს ვიტყვით“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ PVT-ის შედეგების მანიპულაციის ავტორო სწორედ გვარამიას პარტია იყო და არა ISFED-ის ხელმძღვანელი

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის რაც ISFED-მა გააკეთა, ეს არ იყო მარტივი შეცდომა და ეს იყო შეგნებული მანიპულაცია. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ანუ, გარდა იმისა, რომ რაღაც ინფორმაციებიც გვაქვს, ბევრი რამ ლოგიკურადაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ იყო მარტივი შეცდომა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. კობახიძემ აღნიშნულ ფაქტამდე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

გიორგი ბარამიძე სერგო ჩიხლაძე

12 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

როგორ აფასებენ ოპოზიციაში „გირჩის“ შვიდპუნქტიან შეთავაზებას

„ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი, რომ თან პარლამენტში ვიქნები, თან ხელფასს არ ავიღებ, თან იარაღს ვატარებ, თან ბანერთან დავდგები, თან არ დავდგები. ეს არის უბრალოდ არასერიოზულობა, ისევე როგორც მათ მიერ დაანონსებული „გირჩის სამეფოს“ და კონსტიტუციის შექმნა. ძალიან კარგი სტრატეგიული თამაშები მაქვს, სადაც სახელმწიფოებს აშენებ და იპყრობ, გავუგზავნიდი ამას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამერიკის საელჩო

12 აპრილი 2021, 17:25

ეკონომიკა

საელჩო: აშშ აგროტურიზმის უდიდეს პოტენციალს ხედავს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად

„აშშ-ის მთავრობა ხედავს აგროტურიზმის უდიდეს პოტენციალს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად, ამიტომ ვეხმარებით ფერმერებს, მცირე ბიზნესმფლობელებსა და სასოფლო საზოგადოებებს, ტურიზმის სექტორიდან სარგებლის მიღებაში“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც სოფელ უდაბნოში კელი დეგნანის ვიზიტს ასახავს.

ზურაბ ჯაფარიძე

12 აპრილი 2021, 17:24

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ 7-პუნქტიან გეგმაზე: ძალიან კარგი პუნქტებია, შვიდივეს ვაწერ ხელს, მაგრამ შანსი არაა, ამაზე „ქართული ოცნება" წამოვიდეს

„მსგავსი არარეალისტური მოთხოვნები მაგათ რამდენჯერმე დააყენეს. სინამდვილეში, ნებისმიერი მაგ პუნქტის შესრულება ძალაუფლების დათმობას გულისხმობს. რატომ უნდა დათმოს, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ისედაც ჩანს, რომ ეგ ადამიანები ისედაც აპირებენ შესვლას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

12 აპრილი 2021, 17:16

მსოფლიო

საფრანგეთში მოკლე მანძილზე ავიაფრენების აკრძალვა გადაწყვიტეს

გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ქვეყნის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების სტრატეგიის ფარგლებში მიიღეს. ახლა კანონი საფრანგეთის სენატმა უნდა მიიღოს. თუ ასე მოხდება დოკუმენტი ფინალურ კენჭისყრაზე ეროვნულ კრებაზე გავა, რომელიც მას საბოლოოდ დაამტკიცებს.

12 აპრილი 2021, 17:11

მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

12 აპრილი 2021, 16:59

საზოგადოება

ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის შედეგად, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები. ასევე, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 აპრილი 2021, 16:52

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ომი არ გვინდა, მაგრამ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას არ დავუშვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო საშიში და სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ვიდრე ირანის ფანატიკური რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხე.

ალეკო ელისაშვილი

12 აპრილი 2021, 16:52

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

მე პატივს ასეთ ხალხს ვცემ და არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ავკაცობენ და ხალხზე ძალადობენ, როცა ხელისუფლებაში არიან, შემდეგ კი ამ ქვეყნიდან გარბიან და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

12 აპრილი 2021, 16:48

სპორტი

ხვალ თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველოს თასის მატჩებს უმასპინძლებს

ხვალ, 13 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის მატჩები გაიმართება. 4 შეხვედრის ფარგლებში, ერთმანეთს 8 გუნდი დაუპირისპირდება: ტიტები vs აფხაზეთი; კაკტუსი vs რუსთავი; დინამო vs ქუთაისი; ოლიმპი vs თსუ.

გიორგი ბარამიძე

12 აპრილი 2021, 16:45

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე: ვადამდელი არჩევნები ჩვენი მთავარი მიზანია, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია

ვადამდელი არჩევნები არის ჩვენი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელოვნური კრიზისის განმუხტვას სჭირდება ვადამდელი არჩევნები.