imedi /  18 მარტი 2021, 18:24 / სანდო წყარო

ელისო ბოლქვაძე და მიხეილ სარჯველაძე საქართველოში UNISEF-ის ხელმძღვანელს ხასან ხალილს შეხვდნენ

პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის UNISEF ხელმძღვანელს ჰასან ხალილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის მიზანი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვისა და პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესწავლა და ახალი საშუალებების გაჩენა იყო.

„გაეროს მისიების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია ქმედითი გეგმების შემუშავება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ელისო ბოლქვაძემ იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსით უკვე მიიღო მონაწილეობა კინო ვარსკვლავ, ანჯელინა ჯოლისთან ერთად ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე და ამჟამად დეპუტატის სტატუსით ჩაერთვება ახალი ინიციატივით. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად ახლო მომავალში დაგეგმილია რეგიონული გასვლითი ვიზიტები Unisef - ის მაღალი ჩართულობით, რათა შესაძლებელი გახდეს მეტი კომუნიკაცია და პრობლემების შესწავლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე/გიორგი ვოლსკი/ირაკლი ქადაგიშვილი

17 ივნისი 2021, 08:26

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრებმა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას გამოეხმაურნენ

„ამდენად დაძაბული ვითარება მსოფლიოში არ ყოფილა ცივი ომის შემდგომ. აქედან გამომდინარე, რა საკვირველია, აშშ შეეცდება დააბრუნოს რუსეთი იმ კალაპოტში, რასაც სამართლებრივი და საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემა ჰქვია“, - მიიჩნევს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

17 ივნისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

პარლამენტი

17 ივნისი 2021, 08:00

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება

საზოგადოებას კვლავ ექნება შესაძლებლობა სხდომას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი. მომავალი კვირის დასაწყისში პარლამენტში უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელოდებიან, რომელთანაც კომისიას კონკრეტული შეკითხვები ექნება.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 01:09

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: აბრეშუმის მუზეუმი ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისთვის

აბრეშუმის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე მოხდა ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლა, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვგულისხმობ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 3 300 000 ლარი ჯდება.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:53

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ეს ქალაქი ყველასია, ყველას უნდა მივხედოთ და ყველამ ვიზრუნოთ ამ ქალაქზე

„ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როდესაც თითოეული ეს ადამიანი უშუალოდ ჩართულია ამ სამუშაოებში, დავასრულებთ პროექტს, ყველას მოგვწონს და 1 კვირის, 1 თვის თავზე ვხედავთ, რომ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ამ ყველაფერს აზიანებს. მინდა ასეთ ადამიანებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი გასაკეთებელი - ეს ქალაქი ყველასია, ყველამ უნდა მივხედოთ და ვიზრუნოთ ამ ქალაქზე“ - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:42

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცა 2023 წლისთვის სრულად დასრულდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანია განახლებული ძეგლი შეემატება ჩვენს ქალაქს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა

4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე 65-მდე სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 00:35

საზოგადოება

რა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩატარდა დედაქალაქში

უმშვენიერესი რეაბილიტირებული ლოკაციები შეემატა ჩვენს ქალაქს და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, გარდა ინფრასტრქუტურული მიმართულებისა, არის გამწვანების მიმართულება, რომ რაც შეიძლება მწვანე გახდეს ქალაქი. ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში უწევდეს ყველა ადამიანს ცხოვრება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:21

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: გზაგამტარებისა და ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებითაც დიდი სამუშაოები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

სრულიად ახალი, ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობას ვიწყებთ უახლოეს პერიოდში. ხელშეკრულება გაფორმებულია. ამ პროექტის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარია. დაწყებიდან ორ წელიწადში სრულად დამთავრდება სამუშაოები. ეს ხიდი იქნება სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. ეს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხიდი, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ჩვენი ვარაუდით, მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზას 4 თვეში გავხსნით

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. ვინაიდან, პრაქტიკულად ახალი გზა შენდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

17 ივნისი 2021, 00:03

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:59

საზოგადოება

როდის იგეგმება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობის აღდგენა. ირაკლი ბენდელიანის განცხადება

გეგმა გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით ორ თვეში, ორ თვენახევარში მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღვადგინოთ. ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება, რომ აღდგეს საავტომობილო მოძრაობა, თუმცა პირველი ფაქტორია, რომ ის იყოს გადაადგილებისთვის უსაფრთხო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:52

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მინდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ასეთი გვერდში დგომისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო

მას შემდეგ რაც ჩვენ მერიაში შევუდექით მუშაობას, ბატონი კახას დავალება იყო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფასადურად. უნდა მომხდარიყო კაპიტალურად. პირობითად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ქვეშ სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწის ზედა კომუნიკაციები. უსახური ელექტროსადენები ჩადის მიწისქვეშ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა

ზოგადად დედაქალაქისთვის, მერიისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება ეს სანიაღვრე ქსელის, წყალარინების სისტემის გაუმართაობა, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის 1 თვეში ან 1 წელიწადში გადაწყვეტა შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: წინა წლებს თუ შევადარებთ, ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა

5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქ არსებულ სირთულეებს ითვალისწინებენ.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:23

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომისა და მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია

დედაენისა და 9 მარტის პარკებს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა. მოეწყო ამ 2 პარკს შორის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ორივე პარკისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

16 ივნისი 2021, 23:18

კულტურა

გიორგი კალანდია: სკანდალი ვერ შედგა უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას

სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.

16 ივნისი 2021, 23:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:24

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არ ვფიქრობ, რომ პუტინს ამერიკასთან ცივი ომი სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახალი ცივი ომი სურს. „არ ვფიქრობ, რომ მას ამერიკასთან ცივი ომი სურს. ეს არავის ინტერესშია. სიტუაცია, როდესაც ახალი ცივი ომი გვექნება, არავის ინტერესებს არ ემსახურება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.