imedi /  27 მარტი 2021, 09:47 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 მარტს გამართული განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის განხორციელებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების ხელყოფაში. ქართველმა მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ დეტალებზე, სადაც ხაზგასმულია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის შენარჩუნება.

მოლაპარაკებებზე მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში. ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებზე. საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდ მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებს, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების უმძიმეს მდგომარეობაზე. აღინიშნა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხების შედეგად გამოწვეული ფატალური შედეგები და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სამედიცინო მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას. ქართველმა მონაწილეებმა დასვეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის - თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა.

ვრცელი საუბარი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებისა და რუსიფიკაციის გააქტიურებულ მცდელობებზე.

აღინიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.

მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებაზე. აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობაზე, რაც ამავდროულად 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

ვრცელი საუბარი შედგა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) რეგულარულად და გამართულად ფუნქციონირების საჭიროებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობას.

აქტიური დისკუსია გაიმართა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების კრიტიკულ აუცილებლობას იმ ფონზე, როცა მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით. ქართველმა მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანდა ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხს და მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსება.

აქტიური აზრთა გაცვლა გაიმართა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. საქართველოს დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, მომხდარიყო აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზების გარეშე განხილვა, რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ფუნდამენტური საკითხის პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2021, 01:27

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენის პირობებში, ვლადიმერ პუტინს სანერვიულო არაფერი აქვს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმდერ პუტინს შორის ვიდეოსამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის პირობებში, ვლადიმერ პუტინს სანერვიულო არაფერი აქვს.

08 დეკემბერი 2021, 01:12

მსოფლიო

კრემლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეოსამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო გარანტიები მოსთხოვა, რაც ნატოს გაფართოებას გამორიცხავს. ამის შესახებ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოსამიტის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.

08 დეკემბერი 2021, 00:48

ტექნოლოგიები

კვლევა: „ვიაგრა“ ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს

ლივლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 7,2 მილიონი ადამიანის 6-წლიანი სამედიცინო ისტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ „ვიაგრას“ მომხმარებლებს შორის ალცჰაიმერით დაავადების შემთხვევები გაცილებით იშვიათად ფიქსირდება.

მიხეილ სააკაშვილი

08 დეკემბერი 2021, 00:34

სამართალი

პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები სიცრუეა, იგი ამ დრომდე შეუფერხებლად სარგებლობს ტელევიზორით და არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

08 დეკემბერი 2021, 00:20

COVID19

პოლონეთში რიგი პროფესიებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

პოლონეთში რიგი პროფესიებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2022 წლის 1-ლი მარტიდან აცრა სავალდებულო იქნება მედიკოსების, მასწავლებლებისა და უნიფორმიანი საჯარო მოხელეებისთვის.

ჯიმ რიში

08 დეკემბერი 2021, 00:09

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატაში, „დემოკრატებმა“ მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან ის დებულებები ამოიღეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, „დემოკრატებმა“ მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან ის დებულებები ამოიღეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

07 დეკემბერი 2021, 23:20

COVID19

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით აცრას არ გამორიცხავენ

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ყველა მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა შეიძლება შესთავაზოს.

07 დეკემბერი 2021, 23:00

მსოფლიო

ბელარუსში „არამეგობრული ქვეყნებიდან“ ხორცის, რძის, მარილისა და სხვა პროდუქტების შეტანა აიკრძალება

2022 წლის 1-ლი იანვრიდან ბელარუსი „დისკრიმინაციული პოლიტიკისა გამტარებელი და არამეგობრული ქმედებების განმახორციელებელი ქვეყნებიდან“ გარკვეული სახეობის პროდუქტების იმპორტს აკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

07 დეკემბერი 2021, 22:40

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი ოპოზიციას: როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც „ცენტრპოინტია“ პასუხისმგებლობა აიღეთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის განხილვის დროს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისის მთავრობას წარმატებები უსურვა.

07 დეკემბერი 2021, 22:26

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: რუსული სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში პარტნიორებთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენებით რუსეთი ცდილობს, ყურადღება რეალური პრობლემებიდან გადაიტანოს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, რუსული სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში პარტნიორებთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. ამის შესახებ მან ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

07 დეკემბერი 2021, 22:22

მსოფლიო

თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეოსამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეოსამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ლაშა დარსალია

07 დეკემბერი 2021, 22:06

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, როდესაც 6-პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან წინ წასვლის არანაირი სურვილი და მოტივაცია არ არსებობს

„ჩვენთვის მთავარია 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება. მინდა ხაზი გავუსვა თუ რატომ არის 6-პუნქტიანი ხელშეკრულების შესრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს არის რეალურად სტატუს-კვოზე დაბრუნება,რომელიც უნდა იყოს წინაპირობა სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად. სხვანაირად ჩვენ შევდივართ ჩიხში და ეს კონფლიქტი გრძელდება“, - განაცხადა დარსალიამ.

07 დეკემბერი 2021, 21:54

პოლიტიკა

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თბილისის საკრებულომ მთავრობის 25 წევრი დაამტკიცა. მათ შორის - 10 გამგებელი, კახა კალაძის 4 მოადგილე, მერიის ადმინისტრაციის უფროსი და მერიის საქალაქო სამსახურების 10 უფროსი.

07 დეკემბერი 2021, 21:53

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია ოპოზიციას: თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ

საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოში მყოფ ოპოზიციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თუ ოპონენტებს მუშაობა სურთ, მათ ამისი საშუალება ნამდვილად აქვთ.

07 დეკემბერი 2021, 21:51

მსოფლიო

გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა

გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

კახა კალაძე

07 დეკემბერი 2021, 21:36

პოლიტიკა

კახა კალაძე საბა ბუაძეს: ერთი მტკიცებულება მაინც წარმოადგინეთ, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე

„ბატონო საბა, თქვენ არავინ გზღუდავთ იმაში, რომ კრიტიკული იყოთ, მაგრამ როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ გვექნება ერთნაირი დამოკიდებულება, ოპოზიცია ხართ და კრიტიკულები უნდა იყოთ, ეს მისაღებია, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ადამიანს როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, მტკიცებით ფორმაში ეუბნები, რომ კორუმპირებულია, დამიდასტურე. როდესაც უსამართლოდ მაყენებ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

07 დეკემბერი 2021, 21:20

მსოფლიო

CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინიდან აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაციის ვარიანტებს სწავლობს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინიდან აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაციის ვარიანტებს სწავლობს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კახა კალაძე

07 დეკემბერი 2021, 21:11

პოლიტიკა

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს: რასაც 2012 წლამდე ქართველ ხალხს ჰკადრებდით, როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ?!

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცივილური, ევროპული ტიპის კამპანია აწარმოა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია კი სიძულვილის ენით გამოირჩეოდა.

ზურაბ აბაშიძე

07 დეკემბერი 2021, 21:03

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან

მოვედით აქ, რომ მოგვესმინა ქალაქის მერისთვის და დაიწყეთ შეურაცხყოფა. რა კორუფციაზე ლაპარაკობთ? ასიათასობით ადამიანმა კორუმპირებულ მერს დაუჭირა მხარი? კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, პატივი ეცით ხალხს,“- დასძინა აბაშიძემ.

07 დეკემბერი 2021, 20:54

COVID19

Bloomberg: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, აშშ გერმანიისგან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებას მოითხოვს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, აშშ გერმანიისგან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.