imedi /  02 აპრილი 2021, 08:17 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ

ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ. როგორც აუდიენციის დასრულების შემდეგ უმრავლესობაში განაცხადეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ამასთან საუბარი შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში, მედიაციის მიზნით, საქართველოში ჩამოსულ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრა უკვე გამართა ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელთან.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2021, 11:09

სამართალი

პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა და 7 კილოგრამამდე „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 10 პირი დააკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2021, 11:07

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება

უკრაინას დასავლეთის ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

21 აპრილი 2021, 11:07

თავდაცვა

22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს.

21 აპრილი 2021, 11:03

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოვლინდა. როგორც შსს იუწყება, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 პირი დააჯარიმა. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

21 აპრილი 2021, 11:01

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 აპრილი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 591 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში - 297, აჭარაში - 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 9, იმერეთში - 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 - თბილისში, 255 - აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5.

21 აპრილი 2021, 10:55

საზოგადოება

გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

„ფრინველებს ვიკვლევთ ვაშლოვანში, ჭაჭუნაში. ეს ეროვნული პარკები განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა და მე მოვამზადებ სტატიებს ჩვენი გამოცემისთვის. ძალიან მომწონს საქართველოს ამ ნაწილის ბიომრავალფეროვნება, მთები, მდელოები, კანიონები. ჩვენ უამრავი სახეობის ფრინველი ვიხილეთ. გერმანიასა და საქართველოში ძალიან ბევრი მსგავსი ფრინველია, მაგრამ გერმანიაში ინდუსტრიალიზაციის შედეგად ტოროლები თითქმის გაქრნენ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ფრინველთა ეს სახეობა შენარჩუნებულია“, ამბობს გასერი.

21 აპრილი 2021, 10:54

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. GWP-ის ინფორმაციით, დედაქალაქის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგებისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე - მოციქულთასწორი ნინოს, წულუკიძის და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. ქსელზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები.

21 აპრილი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,33 %-ია

20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3.38%, ხოლო 7 დღის განმავლობაშ კი 4.16%.

21 აპრილი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1310 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი.

21 აპრილი 2021, 10:48

მსოფლიო

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა სატელეფონო თაღლითებს 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა სატელეფონო თაღლითებს, რომლებიც თავს ჩინელ საჯარო მოსამსახურეებად ასაღებდნენ. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს.

კორონავირუსი

21 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 299 038 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 869, გარდაიცვალა 3 971 პაციენტი.

21 აპრილი 2021, 10:45

საზოგადოება

რა სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური მომსახურების ფარგლებში

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებს გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ოჯახის, უბნის ექიმისა და ექთნის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით: ენოდკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგისა და ქირურგის კონსულტაციებით.

პრინცი ჰარი

21 აპრილი 2021, 10:45

ტაბლოიდი

მედია: პრინცი ჰარი აშშ-ში დაბრუნდა

პრინცის აშშ-ში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ის 21 აპრილს დედოფალ ელიზაბეტის 95-ე დაბადების დღეს არ დაესწრება.

21 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

სარფში არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ბ., რომელსაც გადაჰქონდა ტრანზიტული ტვირთი, რისკის პროფილის საფუძველზე, წითელი დერეფანი განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) გამოვლინდა.

21 აპრილი 2021, 10:36

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 481 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 73 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 481 ადამიანი კი გარდაიცვალა.

21 აპრილი 2021, 10:32

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 295 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 295 041 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ლაშა ხუციშვილი

21 აპრილი 2021, 10:32

პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი: მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას

„მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას“, - წერს საკუთარ Facebook-ზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც ეხმაურება მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

ლევან დავითაშვილი

21 აპრილი 2021, 10:30

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო. კომპანია „მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს, აჭარაში - საზღვაო ფერმასა და გადამამუშავებელ საწარმოს, თბილისში - შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს აერთიანებს. საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა.

იოსებ ხახალეიშვილი

21 აპრილი 2021, 10:24

რეგიონი

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა. მერის მრჩეველთა საბჭო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეირჩა. მერმა მრჩეველთა საბჭოს ის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელება ქუთაისშია დაგეგმილი, ასევე ისაუბრა ქალაქში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე.