04 აპრილი 2021, 16:10 / სანდო წყარო

კახა კალაძე: როდესაც საქმიანობას სრულფასოვნად დავუბრუნდები, ჩემს დამოკიდებულებებსა და ხედვებს გეტყვით

კახა კალაძე

კახა კალაძე

როდესაც საქმიანობას სრულფასოვნად დავუბრუნდები, ჩემს დამოკიდებულებებსა და ხედვებს გეტყვით, - აცხადებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს.

„არჩევნებზე, კანდიდატებზე მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად ჩემს საქმიანობას, ყველაფერს გეტყვით - ჩემს დამოკიდებულებებსა და ხედვებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკიდან დღეს გაეწერა. თბილისის მერის განცხადებით, ის ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, თუმცა მკურნალობას, გარკვეული დროით, სახლში გააგრძელებს. მას ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა.

ყველა სიახლე

ანაკლიის პორტი

23 აპრილი 2021, 19:30

ეკონომიკა

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია რამდენიმე კვირაში გამოვლინდება

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარეობს იმ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს.

ანდრეი ბაბიში

23 აპრილი 2021, 19:18

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი: რუსეთმა ჩეხეთთან ურთიერთობები გაანადგურა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჩეხეთთან ურთიერთობები გაანადგურა.

23 აპრილი 2021, 19:16

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა. დელეგაციის ხელმძღვანელი კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები თამარ ტალიაშვილი და ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო კვირის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს შეხვდნენ.

23 აპრილი 2021, 19:16

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ წიგნები გადასცა.

23 აპრილი 2021, 18:57

პოლიტიკა

საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ხელი მოაწერეს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ხელმოწერის ცერემონია ქ. ბუქარესტში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

ლევან რატიანი

23 აპრილი 2021, 18:54

COVID19

ლევან რატიანი: ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გვაქვს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკაში არცერთი თავისუფალი საწოლი არაა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა

23 აპრილი 2021, 18:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოკდაუნის, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს

ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ ცალკეულ წარმომადგენლებთან, ცალკეულ ასოციაციებთან კომუნიკაცია არასოდეს შენელებულა და პრემიერ-მინისტრი მაისში პირადად აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიას, ყველა დარგს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმი, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

23 აპრილი 2021, 18:48

პოლიტიკა

„ლელო“: ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ, ევროპარლამენტარების თავდებობით, ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება არც შარლ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 აპრილი 2021, 18:44

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინები კვლავ მიუწვდომელი რჩება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინები კვლავ მიუწვდომელი რჩება.

თეა ახვლედიანი

23 აპრილი 2021, 18:36

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა ენგურზე გადმოსვლისას, მთავრობა ფინანსურად დაეხმარება

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, ფინანსური დახმარება გაუწიოს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

23 აპრილი 2021, 18:34

მსოფლიო

პალესტინაში, სახლში გაჩენილ ხანძარს დედა სამ შვილთან ერთად ემსხვერპლა

პალესტინაში, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის პროვინციაში, ნაბლუსში ხანძარს დედა სამ შვილთან ერთად ემსხვერპლა. ქალაქ სარას მერი, მუჰამედ მუსტაფა ამბობს, რომ სახლში ხანძარი დილით, დაახლოებით 08:00 საათზე გაჩნდა. ქალაქის მთავრობის ინფორმაციით, დაღუპული ბავშვებიდან ორი ბიჭია, ერთი კი, გოგო. ბავშვების მამა გადარჩა.

23 აპრილი 2021, 18:13

საზოგადოება

აფხაზეთის კონფლიქტისას უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 ადამიანის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

23 აპრილი 2021, 18:12

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 1,809 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,809 ადამიანს გამოუვლინდა, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 309,789 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,307 ადამიანი. ვირუსისგან 274,766 პაციენტი განიკურნა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას

„შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას. როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, ისინი არ გამოიყენებენ ამნისტიას. ალბათ, მათ ამის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვმკურნალობ, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ, და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს

„არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც მოხდა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან. რა თქმა უნდა არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

23 აპრილი 2021, 17:43

COVID19

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს, კოვიდვაქცინიების შესანახად, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრები გადასცა

„აღნიშნული საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება და წარმოადგენს აშშ-ის ევროპული სარდლობის $1 მილიონზე მეტის დახმარების ნაწილს, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

23 აპრილი 2021, 17:34

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

23 აპრილი 2021, 17:33

საზოგადოება

კელი დეგნანი: საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას

ვულოცავ თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებას. ეს არის დიდი პატივი და და ამავდროულად ეს აღნიშნავს საქართველოს მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებს, რომლებიც ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის

„ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს. რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა, პრეზიდენტის ეგიდით დაწესდეს ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელების პირველ მთარგმნელისთვის, რომელიც გაიცემა იუნესკოს წლის ფარგლებში მომავალი წლის 22 აპრილს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.