imedi /  06 აპრილი 2021, 14:30 / სანდო წყარო

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იუსტიციის მინისტრს შეხვდა

იუსტიციის ახალდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვები გააცნო.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრო, წლებია, განვითარებით, რეფორმებითა და მოქალაქეებზე ორიენტირებული მომსახურებით სამაგალითო სახელმწიფო უწყებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო მომავალშიც იქნება ევროპული სტანდარტების მაგალითი საჯარო სამსახურისთვის და რატი ბრეგაძეს წარმატებები უსურვა.

ყველა სიახლე

20 აპრილი 2021, 17:25

მსოფლიო

ოფიციალური პრაღა ნატოსა და ეროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებს, სოლიდარობის ნიშნით თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევონ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა, რომ ოფიციალური პრაღა ნატოსა და ეროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებს, სოლიდარობის ნიშნით თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევონ.

დავით ზალკალიანი

20 აპრილი 2021, 17:23

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

შარლ მიშელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დავით ზალკალიანის თქმით, დღევანდელი დღე არის ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას.

20 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ევროკავშირს სჭირდება ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველო

„ზუსტად ეს არის სიძლიერე და სახელმწიფოებრივად აზროვნება, რომ გადადგა მართებული ნაბიჯი სწორ დროს. ეს პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესების დაყენებას ნიშნავს. საქართველოს სჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, მხარდაჭერა და დახმარება. ევროკავშირს სჭირდება ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველო. გასაგრძელებელია რეფორმები და პანდემიის მიერ მიყენებული დარტყმიდან გამოსავალს ვეძებთ ყველას. ეს უდიდესი გამოწვევაა“, - განაცხადა კალიურანდმა.

20 აპრილი 2021, 17:19

საზოგადოება

თსუ-სა და საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ინტელექტუალური საკითხების დარგში სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართული სასწავლო აქტივობების დანერგვის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თენგიზ ცერცვაძე

20 აპრილი 2021, 17:15

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თბილისში გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობა გამოვლენილთა რაოდენობას დაახლოებით ორჯერ აღემატება

თბილისში გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე წერს.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 17:15

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობას და ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობას და ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. რასაკვირველია, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს, რათა განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომელიც მოქალაქეებს სასიკეთო შედეგებს მოუტანს. დარწმუნებული ვარ, თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება პარლამენტის მდგრადი ფუნქციონირების საფუძველი. რასაკვირველია, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინკლუზიური ჩართულობა იქნება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

თამთა მეგრელიშვილი

20 აპრილი 2021, 17:09

ეკონომიკა

თამთა მეგრელიშვილი: გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ დემოკრატიას იცავდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩისგან, დღეს კი მისი წარმომადგენლები მიშელის შეთანხმებას გავრილოვის სპეცოპერაციას უწოდებენ

გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სადამსჯელო გვარდიით ქართულ დემოკრატიას იცავდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩისგან. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიშელის შეთანხმებას გავრილოვის სპეცოპერაციას უწოდებენ, - ამის შესახებ წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეკა ხერხეულიძეს ეხმიანება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას გავრილოვის სპეცოპერაციას უწოდა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 17:06

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ნდობა არის ის, რაც მთავარი ინსტიტუტების გასაძლიერებლად გჭირდებათ

ნდობა არის ის, რაც მთავარი ინსტიტუტების გასაძლიერებლად გჭირდებათ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება.

სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 16:58

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სიტყვების დრო დასრულდა, დაიწყო საქმის დრო

„ქვეყანა გველოდება. მე მგონი ევროპაც გველოდება. ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მზად არის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

20 აპრილი 2021, 16:58

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსის 25 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 490 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 395 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 16:56

პოლიტიკა

შარლ მიშელი: კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უფრო მდგრადი გახდა

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ ვარ თბილისში. პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უფრო მდგრადი გახდა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 16:54

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ბათუმში ასოცირების სამიტის ჩატარება შესთავაზა

„მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, როცა ჩვენი ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ტარდება ევროკავშირთან, ეს კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად და დავპატიჟოთ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ევროკავშირთან ერთად და ერთად ვიმსჯელოთ თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ფორმატმა, რომელიც ამ სამ ქვეყანასა და ევროკავშირს გვაკავშირებს და აქვს დიდი მომავალი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 16:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს შეთანხმება ბევრს ნიშნავს საზოგადოებისთვის, რადგან ის იყო გადაღლილი პოლარიზაციით

ეს შეთანხმება ასახავს მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მსოფლიოში საქართველოს კრიზისზე უფრო დიდი მასშტაბის არაერთი კრიზისი არსებობს, მაგრამ ევროკავშირის ასეთი ჩართულობა არის უპრეცედენტო. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა სიახლოვე არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

დომინიკ რააბი

20 აპრილი 2021, 16:52

მსოფლიო

დომინიკ რააბი: ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებით

ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებით და სიტუაციის დეესკალაცია სურს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

20 აპრილი 2021, 16:51

რეგიონი

თელავში მომხდარი ავარიის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა

ბავშვს მსუბუქი მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. მოზარდს ფეხი დაუზიანდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე
 რან გიდორი

20 აპრილი 2021, 16:44

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ისრაელთან სამხედრო წარმოების კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზეც ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ისრაელთან ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

20 აპრილი 2021, 16:29

COVID19

ინდოეთში 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციას დაიწყებენ

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია 1-ლი მაისიდან დაიწყება. ამ დრომდე, ქვეყანაში ვაქცინაცია 45 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის იყო ხელმისაწვდომი. როგორც ინდოეთის ხელისულფელბა განმარტავს, იმუნიზაციის სამიწნე ჯგუფის გაფართოების უმთავრესი მიზეზი რთული ეპიდვითარებაა; საავადმყოფოები გადავსებულია, დეფიციტშია საწოლები და ჟანგბადის მარაგები.

ანგელა მერკელი

20 აპრილი 2021, 16:29

მსოფლიო

ანგელა მერკელი: რუსეთთან უამრავი კონფლიქტი გვაქვს, თუმცა დიალოგი უნდა განვაგრძოთ

ალექსეი ნავალნის დევნა და უკრაინის მიმართ კრემლის პოლიტიკა ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობებს არსებითად აუარესებს, თუმცა ამ პირობებშიც საჭიროა დიალოგის შენარჩუნება, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

20 აპრილი 2021, 16:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ დაასახელა, რომელი ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა პირველი საქართველოში

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ დოზების და თარიღების დადგენაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ვაქცინების შემდეგ პარტიას მაისიდან მიიღებს.

ეკატერინე ტიკარაძე

20 აპრილი 2021, 16:18

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ორი დღეა ინდიკატორები მიგვითითებს, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, სექტორი უკვე გაფრთხილებულია და მზაობა არის

„დამატებითი საწოლფონდის მობილიზება არ ჩაითვალა საჭიროდ. ჩვენ დღესაც ვთვლით, რომ მივდივართ თანმიმდევრული ნაბიჯებით. სწორედ მაშინ, როდესაც ეს საჭირო ხდება, გვაქვს ინდიკატორები ჰოსპიტალურ სექტორში და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ორი დღეა, რაც ეს ინდიკატორები მიგვითითებს, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. სექტორი არის უკვე გაფრთხილებული და მზაობა სექტორის მხრიდანაც არის. დადგენილებაში შევა დამატებითი ცვლილება, რის შედეგადაც მივიღებთ გაფართოებულ საწოლფონდს, რაც ამ კონკრეტული ეპიდვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.