Imedi /  12 აპრილი 2021, 13:19 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: მამუკა ხაზარაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თვითონ მონაწილეობდა არაერთი რეკეტის საქმეში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მამუკა ხაზარაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თვითონ მონაწილეობდა არაერთი რეკეტის საქმეში და ეს უნდა იყოს მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებს გამიჯვნას „ნაცმოძრაობისგან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძე ინტერვიუში IRI-ის კვლევების მიხედვით „ლელოს“ რეიტინგის ვარდნის ფაქტსაც გამოეხმაურა.

„დღეს იმდენად გაითქვიფნენ ერთმანეთში პარტია „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტიამ საერთოდ დაკარგა ავტონომიურობის აღქმა და აქედან ასეთ ვითარებაში, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ 3%-დან მათი რეიტინგი 1%-ზე ჩამოვიდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა ფაქტებს ეყრდნობა კობახიძის განცხადებები, როდესაც მან ამ რამდენიმე დღის წინაც სამ ადამიანს: ელენე ხოშტარიას, გიგა მაქარაშვილსა და შოთა დიღმელაშვილს რუსეთის აგენტობა დააბრალა, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ შემთხვევებზეც კონკრეტული არგუმენტები ჰქონდა.

„იქაც კონკრეტული არგუმენტები იყო, რაც ამ სავარაუდო კავშირზე მიუთითებს, ერთი იყო ელენე ხოშტარია და იქ იყო კონკრეტული კვალი, რომელიც არის ბუნებრივია, სერიოზული ეჭვის საფუძველი. გიგა მაქარაშვილი, რომელიც პირდაპირ იყო მინდია გულუას პრეს-სპიკერი და იზიარებდა მთლიანად იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მინდია გულუას და მისი კავშირები რუსეთთან ძალიან კარგად ვიცით. შოთა დიღმელაშვილზე, ვფიქრობ, ჩემზე უკეთ იცით არგუმენტები და ასე შემდეგ… პლუს, ამ საეჭვო კავშირებს ემატება ის, რომ მათი თითოეული ნაბიჯი, შედის რუსეთის ინტერესებში. ანუ რასაც აკეთებენ, შედეგი რაც არის, მათი საქმიანობის, მთლიანად შედის რუსეთის ინტერესებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ინტერვიუში.

ყველა სიახლე

სალომე სამადაშვილი

17 მაისი 2021, 21:18

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი საარჩევნო რეფორმაზე: ბევრ რამეზე შევთანხმდით

„საკითხების უდიდეს ნაწილზე მივაღწიეთ შეთანხმებას, თუმცა რჩება კონკრეტული საკითხები, სადაც გავუცვალეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ხვალ დილით მივაწვდით ჩვენს ხედვას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, როგორ ვაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას, რამდენად ვხედავთ შანსს, რომ კონსენსუსის გზით იყოს მიღებული შესაბამისი ცვლილებები და ამის შემდეგ დაიწყება უკვე კონსულტაციები, როგორც ვენეციის კომისიასთან, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. კარგია, რომ ბევრ რამეზე შევთანხმდით, მაგრამ არის კონკრეტული საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

17 მაისი 2021, 21:15

მსოფლიო

იტალიაში კომენდანტის საათის გაუქმება 21 ივნისიდან იგეგმება

იტალიაში კომენდანტის საათის გაუქმება 21 ივნისიდან იგეგმება. ამის შესახებ იტალიის მთავრობაში განაცხადეს.

იაგო ხვიჩია

17 მაისი 2021, 21:13

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: კამათი იყო ვინც ახლაც ცესკო-ს წევრია, თავიდან დაინიშნოს თუ - არა, მაგრამ საბოლოოდ მგონი, კონსენსუსამდე მივალთ

ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებითად შეიცვლება, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საარჩევნო რეფორმის თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სალვა პაპუაშვილი

17 მაისი 2021, 21:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შევთანხმდით - ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება

„ძირითადი საკითხი, რაც იყო, იცით, რომ იყო მოადგილის საკითხი, ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, ამაზე შევთანხმდით. იქნება ორი მოადგილე- პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული. ცესკო-ს თავმჯდომარე თუ ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ამაზეც შევთანხმდით. შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ პაკეტით, რომელსაც საბოლოო ფორმას ახლა ვაძლევთ, ვიღებთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დღეს დამატებითი საკითხებიც შევათანხმეთ, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურებს“.

ასლან ბჟანია ბაშარ ასადი

17 მაისი 2021, 20:56

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ სირიის რეჟიმის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია სირიის რეჟიმის ხელმძღვანელს, ბაშარ ასადს დამასკოში შეხვდა.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვმი

17 მაისი 2021, 20:21

რეგიონი

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი: სახელმწიფოს ჩართულობით, დმანისში მხარეებმა ერთმანეთს მიუტევეს

„მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით მიღწეულია შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, -აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა.

სოზარ სუბარი

17 მაისი 2021, 20:11

რეგიონი

სოზარ სუბარმა დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, რომ შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვან

ერთნი ვართ, ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა განვაგრძოთ ცხოვრება. ყველა არის ერთ აზრზე. ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა დმანისში, მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრაზე განაცხდა.

დავით ზალკალიანი

17 მაისი 2021, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ზელენსკის: მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება

„ნება მომეცით, გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია და ხორციელდება არაერთი ვიზიტი კიევიდან თბილისში და პირიქით. ამრიგად ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის. პრეზიდენტმა ასევე დამაბარა, რომ ის მზად არის, უახლოეს მომავალში ჩამოვიდეს თქვენთან კიევში ოფიციალური ვიზიტით, რასაც აქამდე ხელს კოვიდ პანდემია უშლიდა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ გელით საქართველოში“.

17 მაისი 2021, 19:58

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ“ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.

ბრუნო ლეტე

17 მაისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ბრუნო ლეტე: მოხარულები ვართ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გადაიდგა ნაბიჯები პოლარიზაციის დასასრულებლად

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ერთგულია საგარეო კურსის და მოწადინებულია უფრო მეტი მიიღოს, - ამის შესახებ GMF-ის ექსპერტმა ბრუნო ლეტემ ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

17 მაისი 2021, 19:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევას, რაც უკავშირდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ოკუპაციის და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების, გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართა მხარდაჭერა.

17 მაისი 2021, 19:47

COVID19

EMA-მ Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადის 31 დღემდე გახანგრძლივებას რეკომენდაცია გაუწია

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადის 31 დღემდე გახანგრძლივებას რეკომენდაცია გაუწია.

პაპუნა ლეჟავა

17 მაისი 2021, 19:44

ეკონომიკა

პაპუნა ლეჟავა: მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს უკვე ექნება ახალი საგადახდო სისტემა

დღეს, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.

ანგელა მერკელი

17 მაისი 2021, 19:21

მსოფლიო

ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს და ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მტკიცედ გმობს.

ვლადიმირ ზელენსკი

17 მაისი 2021, 19:13

პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

„ჩვენ, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება. აპრილის თვეში, საუბარი გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში გვესტუმრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კლარა დობრევი

17 მაისი 2021, 19:12

პოლიტიკა

კლარა დობრევი: კომპრომისებზე წასვლა პოლიტიკაში სულაც არ ნიშნავს სისუსტეს, იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამის მაგალითს აჩვენებენ

თუ პოლიტიკური პარტიები ძირითად საკითხებზე თანხმდებიან, მაშინ ამას ყველაფერზე პოზიტიური გავლენა ექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა კლარა დობრევმა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 19:07

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საარჩევნო კოდექსი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნდობის გასაზრდელად

დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსიას პარლამენტში კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი და მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა. კუჭავას თქმით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია.

17 მაისი 2021, 19:01

მსოფლიო

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა.

17 მაისი 2021, 18:43

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს ორი ახალი კოლეგა, დავით კაჭარავა და პაატა მანჯგალაძე წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპელი პარტნიორები ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით დგანან

„დღეს ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. 2024 წლის განაცხადი ყველასთვის მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში საუბრობენ. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც საქართველოს წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ხვალინდელ გზაზე, შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე, ჟან მონეს დიალოგის სისრულეში მოყვანა, ვალდებულებების შესრულება და თანამედროვე, ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაზე. ევროპელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით. მოდის სამიტი და კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.