Imedi /  12 აპრილი 2021, 17:28 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ PVT-ის შედეგების მანიპულაციის ავტორო სწორედ გვარამიას პარტია იყო და არა ISFED-ის ხელმძღვანელი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის რაც ISFED-მა გააკეთა, ეს არ იყო მარტივი შეცდომა და ეს იყო შეგნებული მანიპულაცია. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ანუ, გარდა იმისა, რომ რაღაც ინფორმაციებიც გვაქვს, ბევრი რამ ლოგიკურადაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ იყო მარტივი შეცდომა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნულ ფაქტამდე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„2020 წლის პირველ ნოემბერს გამოქვეყნდა ISFED-ის მონაცემები, თანაც ძალიან საეჭვოდ. როგორც წესი, ყოველთვის 10:00-11:00 საათზე ქვეყნდება-ხოლმე მონაცემები და პირველად მოხდა 18 წლის მანძილზე ის, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 10:00 საათზე იყო დაანონსებული შედეგების გამოქვეყნება და გადაიდო 14:00 საათზე. აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ იქ რაღაცაში იყო საქმე და რაღაც ცუდი მზადდებოდა. როდესაც გამოქვეყნდა შედეგები და იქ დაფიქსირდა სერიოზული აცდენა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგსა და ამ მონაცემებს შორის, ბუნებრივია, დავინტერესდით და მე პირადად, ორ ნოემბერს, ანუ, უკვე მეორე დღეს, შევადგინე მარტივი ცხრილი. ერთ მხარეს იყო ასახული ცესკოს მონაცემები, მეორე მხარეს იყო ასახული ეს მონაცემები და ვნახე, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას უჯდებოდა მინუსი.

ძალიან მარტივი დასადგენი აღმოჩნდა, რომ იყო აშკარად მინიმუმ ხარვეზი ამ PVT-ის შედეგებში. უფრო მეტი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ქვემოთ რაც პარტიები იყო, პლუს 3,5% დაჯდა.

ჯამში ისე გამოდიოდა, რომ ბარიერს ქვევით 10% იყო თითქოს გაუნაწილებელი, რაც გამორიცხულია. ანუ, ეს თეორიულად შეიძლება მოხდეს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის გამორიცხული. ეს სამნახევარი პროცენტი, პრაქტიკულად ზუსტად დაემთხვა იმ მონაცემებს, რაც ჰქონდა ცესკოს ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ძალიან მარტივი დასადგენი იყო ის, რომ აქ ვიღაცამ ბათილი ბიულეტენები მიათვალა.

ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ჩვენ ამაზე მივანიშნეთ იმთავითვე, ბრიფინგი 3 ნოემბერს ჩავატარეთ. მე მივეცი ეს ინფორმაცია მამუკა მდინარაძეს, რომელმაც 3 ნოემბერს ჩაატარა ბრიფინგი და პირდაპირ ეს ეჭვი გამოითქვა. ასეთ დროს, შენ თუ არ ხარ დაინტერესებული ხარვეზში და მანიპულაცია არ გინდა განახორციელო შეგნებულად, ბუნებრივია, ინტერესდები საკუთარი მონაცემებით და თუ დასაკორექტირებელია რაღაც, უნდა დააკორექტირო. ძალიან მარტივი ლოგიკაა ხომ? მით უმეტეს, PVT-ის ცდომილება გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არჩევნების გაყალბებაზე საუბრისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ მიზნით ასევე ISFED-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვითხოვდით მათთან შეხვედრას, რომელიც შედგა 16-ში ISFED ხელმძღვანელთან. ჩვენმა წარმომადგენლებმა მათგან აბსოლუტურად გაუგებარ და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მოისმინეს. ამის შემდეგ, კიდევ სამი კვირა დასჭირდა იმას, რომ გამოექვეყნებინათ დაზუსტებული მონაცემები და დღემდე, ჩვენ მაინცდამაინც სინანულს ვერ ვხედავთ სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციის მხრიდან. უფრო მეტიც, ხშირად ვისმენთ, ხოლმე მათგან კრიტიკას, მათ შორის მმართველი პარტიის მიმართ ამ არჩევნებთან დაკავშირებით. აკრიტიკებენ მათ შორის ცესკოს იმისათვის, რომ ჰქონდა დაუბალანსებელი ოქმები, მაშინ როდესაც სტატისტიკა იყო იგივე, რაც წინა არჩევნებში. როდესაც ერთი ოქმი გაბარია და იმას ვერ აბალანსებ და მერე ცესკოს ედავები ქალაქის უბნებსა და სოფლებში ოქმების დაუბალანსებლობას, ბუნებრივია, არა ხარ მაინცდამაინც სამართლიანი და წელში გამართული. ჩვენ ბევრი რამე გვიმყარებს იმ რწმენას, რომ ეს არ იყო ხარვეზი და შეცდომა, ეს იყო შეგნებული მანიპულაცია, რაც არის ძალიან მძიმე. თუმცა, ეს არის კარგი იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში დავიზღვიოთ თავი ასეთი მანიპულაციისგან“, - დასძინა კობახიძემ.

მისი თმით, ამ თემაზე მათ შეხვედრა ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთანაც ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, გვქონდა შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ასეთი საუბარი მანამდე შედგა, ვიდრე ISFED-ი აღიარებდა ხარვეზს.

მანამდე ჩვენ გვქონდა ოპოზიციასთან შეხვედრის ერთ-ერთი რაუნდი, თუ არ ვცდები ეს იყო ბოლო რაუნდი მოლაპარაკებების, სადაც ეს საკითხი დავსვი. პარტიებიც ესწრებოდნენ ამას და პირდაპირ ვთქვი, რომ სახეზე იყო აშკარა მანიპულაცია. განვმარტე რაში მდგომარეობდა თვითონ ეს ხარვეზი და სხვათა შორის, ამას მოჰყვა მოგვიანებით ის, რომ ISFED-ს მოუწია თავისი ხარვეზის აღიარება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ორი ელჩი, ამერიკის და ევროკავშირის. ბუნებრივია, მათთან ამაზე მუდმივი საუბარი მოგვიანებითაც გვქონდა.

მათ, საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს, რომ განტევების ვაცად ექციათ ISFED-ის ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც მასთან დაკავშირებით მანიპულაციის ეჭვი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მანიპულაციის ავტორო იყო სწორედ გვარამიას პარტია და არა ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ადამიანი, რომელსაც უბრალოდ კვალიფიკაცია არ ეყო, გადაემოწმებინა ეს მანიპულაცია“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, „გვარამიას პარტიას“ აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ ISFED-ი მონაცემებში ჩაერიოს და ცვლილებები შეიტანოს, პარტიის თავმჯდომარე აღნიშნულს არ გამორიცხავს.

„წესით, კი, რა თქმა უნდა. როდესაც ასეთი უხეში გადაცდომა ფიქსირდება, რასაც თითქმის ქვეყნის გადატრიალება მოჰყვა, ამას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი რეაგირება. ანუ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ISFED-ის გაყალბება გახდა პარლამენტის საბოტაჟის, რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ასეთ დროს, ბუნებრივია, გამოძიებაც შეიძლება დაინტერესდეს ამ საქმით, თუმცა მგრძნობიარე საკითხია. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელიც ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულით დაფინანსდა. თუ აქ რაიმე გამოძიება უნდა დაიწყოს, ეს უნდა გაკეთდეს ალბათ, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

09 მაისი 2021, 00:53

ტაბლოიდი

ნიუ-იორკის სასამართლომ სპილოს სახელით გამოგზავნილი სარჩელი წარმოებაში მიიღო

ნიუ-იორკის სასამართლომ სარჩელი სპილო ჰეპის სახელით წარმოებაში მიიღო. სპილო ბრონქსის ზოოპარკის ბინადარია. სარჩელი სასამართლოში ცხოველთა დაცვის ფონდის (Nonhuman Rights Project) წარმომადგენლებმა შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი, ვებგვერდზე ავრცელებს.

09 მაისი 2021, 00:45

ტაბლოიდი

ინდოეთში პატარძალმა ქორწილი უცნაური მიზეზით ჩაშალა

ინდოეთში, პატარძალმა ქორწილი იმიტომ ჩაშალა, რომ სიძემ გამრავლების ტაბულა არ იცოდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Inquirer წერს. გამოცემის ცნობით, ქორწინების რიტუალი 1 მაისს უნდა გამართულიყო. ქალს ეჭვი შეეპარა საქმროს განათლებაში და 1-დან 9-მდე ციფრების გამრავლება თანმიმდევრობით სთხოვა. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა კაცმა ამის გაკეთება ვერ შეძლო, პატარძალმა მას ცოლობაზე უარი უთხრა.

კურტ კობეინი

09 მაისი 2021, 00:20

მსოფლიო

FBI-მ კურტ კობეინის გარდაცვალების საქმეზე ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) ამერიკელი როკ-მუსიკოსის კურტ კობეინის გარდაცვალების საქმის შესახებ 10 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ Deadline წერს. ამერიკელი როკ-მუსიკოსი 1994 წელს გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე

09 მაისი 2021, 00:15

COVID19

ამირან გამყრელიძე: უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა, დანის პირზე გავდივართ, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება

უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა, დანის პირზე გავდივართ, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76 პროცენტია, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი.

08 მაისი 2021, 23:40

COVID19

საკოორდინაციო საბჭოს კოვიდპასპორტის ვერსია შესაძლოა, მომავალ კვირაში წარედგინოს

ვფიქრობ, მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება კოვიდპასპორტის ვერსია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. „კოვიდპასორტის ელექტრონული ვერსია გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგინეთ. იქ არის მოთხოვნები, რომ ზოგიერთი საკითხი კიდევ დაზუსტდეს. ამიტომ ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფი ორშაბათიდან ამ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ. იურიდიული საკითხებია

08 მაისი 2021, 23:05

COVID19

ამირან გამყრელიძე: ადამიანებს არ უნდა სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან რეგიონებში წასვლა

მეტად უნდა დავაჩქაროთ ვაქცინაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. „45 000 ადამიანია დამატებით ამ თვის ბოლომდე აცრებზე ჩაწერილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა დუშეთში, თიანეთში, გურჯაანში და ა.შ. იქ უნდა აიცრას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. მე ვფიქრობ, მომავალ კვირაში ჩვენ თბილისის საკითხი წესით და რიგით უნდა მოვაგვაროთ. მიწოდების დეფიციტი თბილისში აცრებზე აღარ უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

08 მაისი 2021, 22:55

COVID19

ამირან გამყრელიძე: გვინდა, რომ მომავალ კვირაში 40-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატოს, რათა მაისში დაახლოებით 55 000 დღიურ აცრამდე ავიდეთ

გვინდა, რომ მომავალ კვირაში 40-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატოს, რათა მაისის თვეში დაახლოებით 55 000 დღიურ აცრამდე ავიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

08 მაისი 2021, 22:46

სპორტი

ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ დაამარცხა

ბათუმის ახალ არენაზე ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, თამაშის დაწყებიდან 42-ე წუთზე. თბილისის დინამომ გოლის გატანა ვერც მეორე ტაიმში შეძლო.

პოლ ვან დორენი

08 მაისი 2021, 22:34

ეკონომიკა

Vans-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლ ვან დორენი 90 წლისა გარდაიცვალა

კომპანია Vans-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ვან დორენი 90 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Instagram-ის გვერდზე ავრცელებს. პოლი არ იყო მხოლოდ მეწარმე, ის იყო ნოვატორი. კომპანია Van Doren Rubber Company გახდა მისი ცხოვრების მთავარი კულმინაცია. ეს იყო ექსპერიმენტები და მძიმე შრომა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოებაში.

ჯეფ ბეზოსი

08 მაისი 2021, 22:07

ტაბლოიდი

ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა ფარულად შეუკვეთა

​​​​​​​Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეფ ბეზოსი 127 მეტრი სიგრძის აფრებიან იახტას ყიდულობს. მან იახტა ნიდერლანდებში Oceanco-ს ფარულად შეუკვეთა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

მიხეილ სარჯველაძე

08 მაისი 2021, 21:30

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რა შემთხვევაში გავრცელდება ნიკა მელიაზე ამნისტია

თუ ნიკა მელია პოზიციას არ დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში მასზე ამნისტია გავრცელდება, მაგრამ თუ მას სურვილი აქვს, რომ განსაჯოს სასამართლომ, ის მიიღებს მართლმსაჯულებას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

08 მაისი 2021, 21:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიამ ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს, ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს, ამნისტიაზე ვერ დამითანხმებთო, არც მაგაზე იტყვის უარს

რა აურაცხელ სტატუსში იხარჯება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ვირტუალური ლეგიონი, რომ ნიკა მელიას მიერ გირაოზე დათანხმება, რომელზე არდათანხმების გამოც იყო წინასწარ პატიმრობაში, რამენაირად ციხიდან ღირსეულ გამოსვლად გააფორმონ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი წერს .

08 მაისი 2021, 21:20

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შოთა გვილავას გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, 99 წლის შოთა გვილავას ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა. შოთა გვილავა 57 წლის განმავლობაში აფხაზეთის განათლების სისტემაში მუშაობდა.

მიხეილ სარჯველაძე

08 მაისი 2021, 21:13

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია თვეების განმავლობაში რაღაც ნიღბების მორგებით იყო დაკავებული და ამას ყველა ხედავდა

გაუგებარი იქნება ევროკავშირისთვის. იმ ფონზე, როგორ შეფასდა, იმ ფონზე, რომ ყველასგან კომპრომისი იქნა მოთხოვნილი. ვფიქრობ ევროპის მხრიდან კრიტიკული იქნება დამოკიდებულება და პრინციპში ამის დასტური უკვე ვიხილეთ. მოვისმინეთ ევროპარლამენტარის შეფასება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა გადახდილია, ყველა წინაპირობა მოხსნილია და ყველაფერი მიდის შესრულებისკენ, მისი სურვილია, რომ პარლამენტარები, რომელთაც მიიღეს მანდატი, შევიდნენ პარლამენტში და იმოღვაწეონ საკანონმდებლო საქმიანობაში, - ასე უპასუხა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ შეკითხვას, რა გზავნილი ექნება საქართველოს ევროკავშირისთვის, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ უარს იტყვის შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე.

მიხეილ სარჯველაძე

08 მაისი 2021, 20:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია რომ პოლიტპატიმარი ყოფილიყო, ევროპული ფონდი გირაოს არ გადაუხდიდა

ევროპელებიც ვერ მიხვდნენ იმ ახირებულ დამოკიდებულებას, რაც გირაოს გადახდის საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიას ჰქონდათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

08 მაისი 2021, 20:30

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა მელიას მხრიდან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის მიღება, თავისთავად ნიშნავს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას

გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მხრიდან ამ პირობების მიღება, ევროკავშირის გირაოს გადახდის მიღება თავისთავად ნიშნავს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას. მე ასე მგონია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

08 მაისი 2021, 20:28

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის შეთანხმება ფუნდამენტურად რომ შედგეს, საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ თანხმობა

პარლამენტში შესვლაზე, ახლა მთავარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

08 მაისი 2021, 19:59

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები

მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები, - ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. „და მაინც ნაციონალურმა მოძრაობამ ნიკანორის გმირობა 40 000 ლარად გაყიდა. რევოლუციური სცენარის ავტორი - მიხეილ სააკაშვილი, მთავარ როლში - ნიკანორ მელია, მეორეხარისხოვან როლებში ოპოზიციური

08 მაისი 2021, 19:44

ეკონომიკა

Dogecoin-ი ექვს თვეში რეკორდულად გაძვირდა

კრიპტოვალუტა Dogecoin-ი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, ბოლო 6 თვეა ინვესტიციის კარგი საშუალებაა. ვალუტის კურსი 26 ათასი პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ CNBC წერს. ბოლო მონაცემებით, Dogecoin-ის ფასი $0,72-ია. აპრილის დასაწყისში კრიპტოვალუტა $0,1 ღირდა.

იაგო ხვიჩია

08 მაისი 2021, 19:43

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: პრეზიდენტის მიერ ჩამოთვლილი ყველა არგუმენტი, იყო ვეტოს დასადები არგუმენტი

მე რომ ვისმენდი პრეზიდენტის გამოსვლას, ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ვეტოს ადებდა ამ კანონპროექტს. ყველა მის მიერ ჩამოთვლილი არგუმენტი, იყო ვეტოს დასადები არგუმენტი. შესაბამისად, არ ვეთანხმები იმაში, რომ ტუ ეს არგუმენტები პრეზიდენტს ესმოდა და გაიაზრა, როგორ შეიძლებოდა ამაზე ვეტო არ დაედო - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.