imedi /  13 აპრილი 2021, 17:30 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: სახლისა და სამშობლოს დაცვა როგორც იცის სააკაშვილმა, მთელმა მსოფლიომ იხილა 2008 წელს

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

„მე დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი მოვა. ჩემი სახლი კი ოდესაშია“ - ამბობს საქართველოდან გაქცეული და საქართველოს მოქალაქეობის უარმყოფელი ავანტი რისტი სააკაშვილი! სახლისა და სამშობლოს დაცვა როგორც იცის სააკაშვილმა, მთელმა მსოფლიომ იხილა 2008 წელს, განსაკუთრებით მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი როგორ შეატოვა დაცვას, ჯერ როგორ გარბოდა, მერე მიწაზე გართხმული როგორ იყურებოდა, ესეც გახსოვთ ალბათ... მერე კი ამართლებდნენ მისიანები და მისნაირები - ზოგი ამბობდა წაიქცაო, ზოგი - დაცვამ წააქცია შემთხვევითო, მაგრამ გაქცევის სტარტი ხომ ნაღდად მისი იყო?! - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

„ისე, ნახეთ კიდევ რას ამბობს, რამე რომ იყოს, მე უფრო რეფორმები მეხებაო - „საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მე უფრო რეფორმების გატარებაზე, ქვეყნის რეფორმირებაზე ვფიქრობ... და არა მხოლოდ იმაზე, რომ ავტომატს ხელი ვტაცო და ვიღაცას ვესროლო...“ - მაინცდამაინც ომში ჩემს იმედზე ნუ იქნებითო, მე რეფორმები მეხებაო... ნაღდად ეგრეა, თუ არა თქვენ - უკრაინელებმა - ვინ იცის, სააკაშვილის რეფორმებმა როგორ ააშენა და დაამშვენა თქვენი ქვეყანა!

რაო, რაო ამერიკელებმა, ქათმებში გაგვცვალესო? ... ერთი შეხედვით, თითქოს ბევრ სისულელეს და გაუაზრებელს ამბობს, თუმცა რეალურად ეს მისი სტილია-უცნაური-ავანტიურისტული და ბრიყვულ-მავნებლური!

ერთპარტიულ ოპოზიციასა და მის მცირე მომხრეებს კი ისევ სჯერათ და ეშინიათ მისი? ვინც იძახის ჩემი სახლი ოდესაშიაო? საქართველოში კი რა არის მისთვის ძვირფასი - არეულობა და რყევები, დესტაბილიზაცია და კრიზისების მოწყობა? თქვენი როლი კი რა არის ამ სცენარში?! აი, უკრაინას კი, ცხადია, ბევრ რამეში თანავუგრძნობ, მაგრამ მათ მწუხარებას, რომ სააკაშვილი ჰყავთ ნამდვილად ვერ გავიზიარებ...“ - წერს ნიკოლეიშვილი.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 19:07

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საარჩევნო კოდექს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნდობის გასაზრდელად

დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსიას პარლამენტში კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი და მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა. კუჭავას თქმით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია.

17 მაისი 2021, 19:01

მსოფლიო

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა.

17 მაისი 2021, 18:43

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს ორი ახალი კოლეგა, დავით კაჭარავა და პაატა მანჯგალაძე წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპელი პარტნიორები ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით დგანან

„დღეს ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. 2024 წლის განაცხადი ყველასთვის მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში საუბრობენ. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც საქართველოს წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ხვალინდელ გზაზე, შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე, ჟან მონეს დიალოგის სისრულეში მოყვანა, ვალდებულებების შესრულება და თანამედროვე, ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაზე. ევროპელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით. მოდის სამიტი და კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ელოდება შედეგს

ჩვენ როდესაც განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის წარდგენას, ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, არამედ ეს არის რეალობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.

17 მაისი 2021, 18:35

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მცირდება.

17 მაისი 2021, 18:32

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქალაქ ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელექტრო გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გოგი მეშველიანი

17 მაისი 2021, 18:24

რეგიონი

გოგი მეშველიანი: როგორც ვიცი, დმანისის შესასვლელთან ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია

„როგორც ვიცი, ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია, რომელმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც მოჰყვა მისი იძულებითი წესით გაჩერება და შესაბამისი ღონისძიებები. სხვა მხრივ, სხვა ლოკაციებზე, სხვა ადგილებზე ამ მომენტისთვის სიმშვიდეა“, - განაცხადა მეშველიანმა.

ლაშა ხუციშვილი

17 მაისი 2021, 18:14

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

17 მაისი 2021, 18:12

რეგიონი

დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია

რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

17 მაისი 2021, 18:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2021, 18:06

საზოგადოება

მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა. ამის შესახებ აღნიშნული ინსპექცია განცხადებას ავრცელებს. „არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

ალუდა ღუდუშაური

17 მაისი 2021, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი ღუდუშაური: დამაკნინებელია, როცა ნიკა მელია კიევში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დირექტივების მოსასმენად ჩადის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ვიზიტს გამოეხმაურა.

17 მაისი 2021, 17:54

საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების წევრებსა და ელჩებს შეხვდნენ

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ დოკუმენტზე რომელსაც პოლიტიკური პარტიები აწერენ ხელს და რომელიც ლგბტქ თემის მხარდაჭერასა და უფლებების დაცვას ითვალისწინებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანასწორობაზე და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე.

არჩილ თალაკვაძე

17 მაისი 2021, 17:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას ჩასვლა სააკაშვილთან იმას ემსახურება, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში

ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, რა მოილაპარაკეს და რა კომენტარს გააკეთებენ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნომერ პირველი საკითხი პანდემიის მართვა და ეკონომიკური ზიანის შემცირებაა.

17 მაისი 2021, 17:44

პოლიტიკა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

მმართველმა გუნდმა ჯგუფის წევრებს საარჩევნო რეფორმის პროექტი უკვე წარუდგინა, თუმცა მხარეები დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ კონკრეტულ პუნქტებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.

17 მაისი 2021, 17:43

მსოფლიო

WP: ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს 735 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს 735 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

ხათუნა სამნიძე

17 მაისი 2021, 17:41

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ვფიქრობ, შექმნილი ვითარების კარგად გაანალიზების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება

„მე არ ვიცი რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ვიზიტის შემდეგ, მაგრამ ზოგადად, ჩემი დაკვირვებით ვფიქრობ, რომ პარტია რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს შექმნილი ვითარების კარგად გაანალიზების შემდეგ და საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გურამ გურამიშვილი

17 მაისი 2021, 17:37

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: ავტორიტეტული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-ი ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზისა და ბიზნეს მოდელის განახლებას განახორციელებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-თან (Maritime & Transport Business Solutions B.V.) კონტრაქტი გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. კონტრაქტის შესაბამისად, კომპანია უმოკლეს პერიოდში (8-9 კვირა) განაახლებს ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს, ასევე, მოხდება ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა.

კარლ ჰარცელი

17 მაისი 2021, 17:32

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედია პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ

„შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ იმედია პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და მონაწილეობდა იმ უამრავ დისკუსიაში, რომელშიც ჩვენ ჯერ ფასილიტატორის, შემდეგ კი მედიატორის როლს ვასრულებდით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეთანხმებას რომ მივცეთ ძალა და დავრწმუნდეთ, რომ ის მართლაც ხსნის კრიზისიდან გამოსვლის ახალ თავს. ქუჩამ პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჰარცელმა.