Imedi /  19 აპრილი 2021, 18:33 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში და ეს მათ უნდა მივულოცოთ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

რა მოიტანა ხელოვნურმა კრიზისმა? - კიდევ უფრო მჭიდრო გახდა ჩვენი ურთიერთობა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბრიუსელში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძალინ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა.

„ოპოზიციაში და განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციაში, დაშლის პროცესი წარიმართა. „ქართული ოცნება“ არის სრულად კონსოლიდირებული. ესაა საბოლოო შედეგები იმ ხელოვნური კრიზისის, რომელიც შეიქმნა. ძალიან კარგია, რომ პროცესი სრულდება შეთანხმებით. ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში, იმ ნაწილს, რომელიც გამიჯნული იქნება რადიკალური ნაწილისგან და ეს მათ უნდა მივულოცოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი საბოლოოდ ახერხებენ და დაეხსნებიან ოპოზიციის რადიკალურ ფრთასა და მათ შეუძლიათ უკვე კონსტრუქციულ პროცესებში ჩაერთონ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად წინ წაიწიოს და სხვა დღის წესრიგზე უნდა გადავერთოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი „გირჩმა“ მოაწერა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს „ლელოც“ მოაწერს. შეთანხმების ხელმოწერის შესახებ „ქართულ ოცნებაშიც“ განაცხადეს. ევროპელი მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ ჯაფარიძეც მოაწერს.

ყველა სიახლე

18 მაისი 2021, 14:25

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან, - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძე

18 მაისი 2021, 14:19

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არჩევნების საკითხი კომისიის მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი და გამოძიებული

სამოქმედო გეგმა, რომელზეც დღეს ჩვენ გვექნება მსჯელობა და რომელსაც იმედია, რომ დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, - ამის შესახებ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი

18 მაისი 2021, 14:16

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა.

დავით ზილფიმიანი

18 მაისი 2021, 14:15

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: საარჩევნო კომისიისგან ოთხი ათასივე ოქმი უნდა გამოვითხოვოთ

„4 ათასი ოქმი ეს არის დასტა, ამაში ისეთი არაფერია, ეს არის ერთგვერდიანი ოქმები და აქვე ვთხოვოთ იმ სამუშაო ჯგუფს, რომ ამ ოქმებზე მოხდეს შესწორებული და შეუსწორებელი ოქმების გაყოფა. ჩვენ მოვახდენთ ანონსირებას პოლიტიკური პარტიებისა და დაინტერესებული პირების, რომ ვისაც აქვს რაიმე საპრეტენზიო ოქმი, მოგვაწოდოს და ჩვენ იმ ოქმს შევადარებთ საარჩევნო კომისიიდან მოსულ ოქმებს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 14:13

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისიას არანაირი შინაარსი არ აქვს. არც მაშინ ჰქონდა, როცა ის შექმნეს. ორი თვეა, კომისია არსებობს და ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, როცა კომისიას შინაარსი ჰქონდა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

18 მაისი 2021, 14:05

პოლიტიკა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება

პარლამენტში, ამ წუთებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. გაიწერა ერთი თვის სამუშაო გეგმა. ოპოზიცია კი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას არ აპირებს და კომისიის მუშაობაში არ ერთვება.

18 მაისი 2021, 13:59

კულტურა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. კულტურის სამინისტრო ამ დღეს ორი მთავარი სიახლით აღნიშნავს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 მაისი 2021, 13:53

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველაფერს აკეთებს ყირიმის დასაბრუნებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლი დაიბრუნოს.

18 მაისი 2021, 13:44

საზოგადოება

მსჯავრდებულები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების მიერ გადამზადდებიან

კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის. №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის.

18 მაისი 2021, 13:42

კულტურა

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი სიცოცხლე - საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობა გრძელდება

ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ.

უფლისციხე

18 მაისი 2021, 13:41

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ​აღინიშნა

USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან, შიდა ქართლის გუბერნატორთან მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ასევე ადგილზე მოინახულეს უკვე განხორციელებული პროექტები.

18 მაისი 2021, 13:36

COVID19

თამარ გაბუნიამ განმარტა, საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის მესამე დოზა

„ფაიზერიც“, „სინოფარმიც“ და სხვა მწარმოებლებიც უკვე აქტიურად საუბრობენ ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელ დოზაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 13:34

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია რომ უარს ამბობს იმ ბრალდებების გამოძიებაზე, რაც მათ ჰქონდათ, ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო

დღეს ოპოზიცია რომ უარს ამბობს იმ ბრალდებების შეფასებასა და გამოძიებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2021, 13:29

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს.

18 მაისი 2021, 13:14

COVID19

თამარ გაბუნია: პირველი დოზით აცრილი მოქალაქისთვის, მეორე დარეზერვებულია

კითხვები და ნერვიულობა უსაფუძვლოა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ მეორე დოზა იქნება თუ არა გარანტირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

მალხაზ თორია

18 მაისი 2021, 13:11

COVID19

სამეგრელოს გუბერნატორი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

„იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალაქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას - ავიცრათ, ამით გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს და გარშემომყოფებს“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

თამარ გაბუნია

18 მაისი 2021, 13:01

COVID19

თამარ გაბუნია: სამივე ვაქცინა, რომელიც გამოვიყენეთ, ავტორიზებულია ჯანმოს მიერ და ხარისხის მოთხოვნა, ვაქცინებთან მიმართებით შესრულებულია

„ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ „ასტრაზენეკას“ და ზოგადად ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა დაგვებრუნებინა. ვფიქრობ, „ფაიზერის“ ვაქცინამ რაღაცნაირად გადაარჩინა ეს პროცესი, რადგან აქ ნდობა დახვდა „ფაიზერს“, რაც ისრაელის მაგალითით იყო განპირობებული და მაღალი აქტივობა გვქონდა. საწყისი 29 000 დოზა ორად გაიყო, გადანაწილდა და 14 500 მოქალაქე აიცრა. ძირითადად ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები და სხვა ჯგუფები, კერძოდ, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ვისთვისაც რეკომენდებული იყო „ფაიზერით“ აცრა“, - განაცხადა გაბუნიამ.

18 მაისი 2021, 12:59

საზოგადოება

Social Impact Award 2021 საკონკურსო ნაწილი იწყება

პროგრამის შემდეგ ეტაპზე, შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 10 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის.

18 მაისი 2021, 12:58

მსოფლიო

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ესკალაციიდან დღემდე, ღაზის სექტორში 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს

ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ გაბუნია

18 მაისი 2021, 12:57

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - დღეს საქართველოში 80 ათასამდე აცრილი ადამიანია

„ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ მის იმედად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა. თუმცა იმან, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც იმედისმომცემია, ასევე, იმან რომ ზაფხულია და მოსახლეობაც მზად არის გარეთ სივრცეში გაატაროს მეტი დრო, არის იმის შესაძლებლობა რომ დარჩენილი პერიოდი უსაფრთხოდ გავატაროთ. ზამთარში რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია, ჩვენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას ვერ გადავწევდით.