imedi /  20 აპრილი 2021, 12:26 / სანდო წყარო

სალომე სამადაშვილი: მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით, დაველოდები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას

სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, გადამწყვეტი ფაქტორი, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს.

არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან - ანუ, შემოთავაზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა. ამ პროცესში, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ მაქსიმუმს - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც, შესაძლოა, არაა იდეალური, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი.

მიმაჩნდა რა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩემი თხოვნით, ენმ-მა მოიწვია პოლიტიკური საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შემდგომი-მიუხედავად შეთანხმების შინაარსისა, ენმ-მა ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სანამ მელიას არ გაათავისუფლებენ. პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვამდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარნტიორები-ევროკავშირი და აშშ.

იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც. არგუმენტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებელი, მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის. გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ის უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც 'დესტრუქციულ' ძალას.

რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ.

იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავტოვე ენმ? ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს - ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დანარჩენს კი, საღამოს ეთერებში გაგიზიარებთ, უფრო დეტალურად“, - წერს სალომე სამადაშვილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სალომე სამადაშავილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. „ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები“, - დაწერა პოლიტიკოსმა.

ყველა სიახლე

08 მაისი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ამსტერდამთან „ეროტიკული ცენტრი“ აშენდება

ნიდერლანდებში, ამსტერდამის ხელისუფლებამ „წითელი ფარნების კვარტალის“ ალტერნატივის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალმსმა სათანადო პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ქალაქთან ახლოს ხუთსართულიანი „ეროტიკული ცენტრი“ აშენდება.

08 მაისი 2021, 00:40

მსოფლიო

ევროკავშირი აშშ-სა და ვაქცინების მწარმოებელ წამყვან ქვეყნებს ვაქცინების ექსპორტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აშშ-სა და ვაქცინების მწარმოებელ წამყვან ქვეყნებს ვაქცინების ექსპორტისკენ მოუწოდებს.

ედენ აზარი

08 მაისი 2021, 00:23

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ ედენ აზარის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა მადრიდის „რეალმა“ ედენ აზარის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო, ამის შესახებ ABC.es წერს. გამოცემის წყაროს ცნობით, საფეხბურთო კლუბი მზადაა მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველთან გამართოს. ესპანური კლუბი თანახმაა სატრანსფერო თანხამ 50 მილიონი ევრო შეადგინოს, რაც 2019 წელს გადახდილ თანხაზე ორჯერ მცირეა.

ნათია თურნავა

08 მაისი 2021, 00:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და რაც შეიძლება მეტი დასაქმება

პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში ვაზილ ჰუდაკს გავაცანით ჩვენი პროგრამები, განსაკუთრებით „აწარმოე საქართველოში“ და ის პოლიტიკა და სტრატეგია, რაც გაგვაჩნია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ.

ბიძინა კულუმბეგოვი

07 მაისი 2021, 23:55

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: Pfizer და Moderna ყველა მსურველისთვის ახლო მომავალში ვერ იქნება, ამიტომ ხალხი კარგად მოიქცა, რომ დარეგისტრირდა „სინოფარმზე“

არ ველოდი „სინოფარმზე“ ასეთ აქტიურობას, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს ეთერში საუბრის დროს განაცხადა. ამასთან, როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, „ფაიზერი“ და „მოდერნა“ ყველა მსურველისთვის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

07 მაისი 2021, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 19 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 227 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

07 მაისი 2021, 23:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში „სინოფარმის“ 500 ათასი დამატებითი დოზა ივნისში შემოვა

უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

07 მაისი 2021, 23:28

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 20 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 278 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

დავით მათიკაშვილი

07 მაისი 2021, 23:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს კანონი ნამდვილად არ იმსახურებს ვეტოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი „რუსთავი2“-ის ეთერში გამოეხმაურა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

ალეკო ელისაშვილი

07 მაისი 2021, 23:11

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ჩვენი პარტიიდან მერობის კანდიდატი თუ გვეყოლება, ეს მე ვიქნები

პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ს ეთერში აცხადებს, რომ შესაძლოა მერობის კანდიდატი იყოს. „თუ მერობის კანდიდატს გადავწყვეტთ, დისკუსია გვაქვს და შეიძლება ვიყო მერობის კანდიდატი, შეიძლება არა. ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ, ყველამ ნახა, რომ ჩვენ არ ვცანცარებთ.ჩვენი პარტიიდან მერობის კანდიდატი თუ გვეყოლება, ეს მე ვიქნები. პოლიტიკური მომავლისთვის, ქვეყნისთვის და საქმისთვის როგორც იქნება უკეთესი, ისე ვიზამთ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

07 მაისი 2021, 23:04

მსოფლიო

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

07 მაისი 2021, 22:55

COVID19

ბრიტანეთის ხელისუფლება 12 ქვეყანაში მოგზაურობაზე შეზღუდვას ხსნის

ბრიტანეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს თანდათან ხსნის. ამის შესახებ Sky News წერს. ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლის გრანტ შაპსის განცხადებით, ბრიტანეთის ხელისუფლება სამდონიან სისტემას დანერგავს, რომლის თანახმადაც ქვეყნები „მწვანე“, „ყვითელ“ და „წითელ“ ზონებად დაიყოფა.

07 მაისი 2021, 22:38

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 839 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 839 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 289 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

07 მაისი 2021, 22:29

მსოფლიო

უკრაინაში პენიტენციური დაწესებულებები იყიდება

უკრაინის მთავრობას პენიტენციური დაწესებულებები გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ლვოვში მდებარე № 48 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც 123 ჰექტარზე მდებარეობს $4,8 მილიონად იყიდება. ოდესაში მდებარე № 51 დაწესებულების გასაყიდი ფასი ამ დროისთვის უცნობია.

ვაზილ ჰუდაკი

07 მაისი 2021, 21:56

ეკონომიკა

ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობებია

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

07 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

07 მაისი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 66 ადამიანი გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე

07 მაისი 2021, 21:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯანმო-ს ავტორიზაციით „სინოფარმის“ უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება

ავტორიზაციის შემდეგ „სინოფარმი“ მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

07 მაისი 2021, 21:08

სამართალი

პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა.

07 მაისი 2021, 21:05

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ლელა ქებურიას სიცრუეში ადანაშაულებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცი​ა ვეხმაურება პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტისთვის 2000 ლარის დახარჯვას აპირებდა.