www.imedi.ge /  04 მაისი 2021, 18:32 / სანდო წყარო

„ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

ფაქტ-მეტრი“ (Factcheck.ge) „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ რეპუტაციის შელახვის მცდელობის მიღმა, არაერთ უზუსტობას შეიცავს.

ფაქტ-მეტრის“ (Factcheck.ge) რედაქციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დეპუტატ შალვა პაპუაშვილის მხრიდან „ფაქტ-მეტრის“, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) მიუკერძოებელი და საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი მედია-პროექტის, დისკრედიტაციის მცდელობა. დეპუტატის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, (ბმული: https://bit.ly/3gWvHt7) „ფაქტ-მეტრის“ რეპუტაციის შელახვის მცდელობის მიღმა, არაერთ უზუსტობას შეიცავს. კერძოდ:

„ევროპული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების თხოვნით დეპუტატმა საჯარო პოსტისა და პირადი შეტყობინების გამოყენებით, შესაბამისად 3 და 4 მარტს მოგვმართა. „ფაქტ-მეტრმა“ (Factcheck.ge) აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება გაცილებით ადრე დაიწყო, რასაც ადასტურებს 4 თებერვლით დათარიღებული წერილი, რომლითაც Factcheck.ge-მ, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ცესკოს მიმართა. შესაბამისად, ბ-ნი პაპუაშვილის მტკიცება, რომ „ფაქტ-მეტრი“ "არ იმჩნევდა" აღნიშნულ ინფორმაციას, მცდარია.

ცესკომ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ერთი თვის შემდეგ - 4 მარტს, მოგვაწოდა პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ცესკო ცხრილში მოცემულ მონაცემებს არ ითვლიდა. ერთ-ერთი მომდევნო კომუნიკაციის დროს შალვა პაპუაშვილს დამატებით მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცესკომ მოთხოვნილი მონაცემები არ მოგვაწოდა და, ამასთან, დეპუტატს აქვე განვუმარტეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში მოცემული ინფორმაციის ნაწილი (გაკონტროლებული ხმები) არ იყო გადამოწმებადი, ხოლო ნაწილს (ცარიელი კონვერტები და დისბალანსი) რედაქცია ხელით გადათვლიდა. დეპუტატს „ევროპულ საქართველოსთან“ ინფორმაციის გადამოწმების შემოთავაზების პასუხად ვაცნობეთ ისიც, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას „ფაქტ-მეტრი“ ვერ ჩათვლიდა საკმარის დასაბუთებად.

უბნების ხელით გადათვლა კი გულისხმობს 3500-ზე მეტი უბნის, შესაბამისად, ორჯერ მეტი ოქმისა და შესწორების ოქმების ანალიზს. ამდენად, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ცდება „ფაქტ-მეტრის“ სტანდარტული სტატიის გამოქვეყნების ჩვეულ ვადებს და რედაქციის მხრიდან გაცილებით დიდ რესურსს მოითხოვს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უამრავი განცხადება გაკეთდა, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. არჩევნების კონტექსტში, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საჯარო დისკუსია მიმდინარეობდა, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებსა და ცესკოს შედეგებს შორის არსებულ ცდომილებას უკავშირდებოდა. „ფაქტ-მეტრმა“ ამ საკითხს არაერთი სტატია მიუძღვნა. პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტების შესახებ ISFED-მა განცხადება 11 დეკემბერს გამოაქვეყნა (იხილეთ ბმული: https://bit.ly/2QVbpWr). განცხადებაში აღნიშნულია: „გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.“ ამ განცხადების საფუძველზე, „ფაქტ-მეტრმა“, როგორც პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ, ცვლილება შეიტანა სტატიებში, რომლებიც ამ დასკვნას ეყრდნობოდა და სპეციალური განცხადებაც მიუძღვნა აღნიშნულ საკითხს (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3xKB58E). ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის მანდატების განაწილებაზე შესაძლო გავლენის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადება „ფაქტ-მეტრის“ მიერ შეფასდა ვერდიქტით - სიმართლე (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3gRVdjk).

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფაქტ-მეტრის“ მხრიდან სტატიების მომზადების ვადების შესახებ მკითხველის კრიტიკა ლეგიტიმურიც რომ იყოს, უსაფუძვლოა ამ მიზეზით მოცემული საკითხის პოლიტიზირება და ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა, თითქოს მან მიზანმიმართულად გააჭიანურა სტატიის გამოქვეყნების პროცესი. ამასთან, არჩევნების პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა უთანხმოებამ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რომლის სწრაფად მოგვარება უპრეცედენტო საერთაშორისო ჩართულობამაც ვერ შეძლო. ამის ფონზე, „ფაქტ-მეტრის“ (რომელიც არჩევნების დამკვირვებელ ორგანიზაციას არ წარმოადგენს) დადანაშაულება, რატომ ვერ მოხერხდა დროის მცირე მონაკვეთში არჩევნების პროცესსა და შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის მიერ გამოქვეყნებული მასალის გადამოწმება, მინიმუმ, არარაციონალურია.

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ 2012 წელს დაფუძნდა, მათ შორის სერგი კაპანაძისა და ელენე ხოშტარიას მიერ. მათ გარდა, დამფუძნებელთა კრებაში შედიოდა 9 ადამიანი. ჩვენს ვებგვერდზე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, როგორც მისი დამფუძნებლების, ასევე ამჟამინდელი გუნდის შესახებ, სრულად ხელმისაწვდომი და საჯაროა. სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია 2016 წელს, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ჩამოშორდნენ ორგანიზაციას და ისინი აღარ მონაწილეობენ მის საქმიანობაში. ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები იურიდიულად რჩებიან დამფუძნებლებად, მიგვაჩნია, რომ განმარტებას აღარ საჭიროებს და ელემენტარული ჭეშმარიტებაა.

შალვა პაპუაშვილი განცხადებაში ასევე წერს, რომ ვერ იპოვა ისეთი სტატია, რომელშიც სერგი კაპანაძესა და ელენე ხოშტარიას „ვამხელთ“. დეპუტატის მტკიცების უზუსტობის საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოვიყვანთ:

1. ელენე ხოშტარიამ დააფუძნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომლის საპრეზენტაციო ვიდეოში მოცემული ფაქტებიც გადავამოწმეთ. სულ გადამოწმდა 7 მტკიცება. აქედან აღმოჩნდა: 1 ტყუილი, 1 ფაქტებით მანიპულირება, 1 მეტწილად მცდარი, 1 ნახევრად სიმართლე, 3 სიმართლე (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3vyNFGj);

2. უარყოფითი ვერდიქტით შეფასებულია სერგი კაპანაძის განცხადებაც (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3xKXu5S)

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფაქტ-მეტრის“ მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკოსის ან თანამდებობის პირის „ტყუილში გამოჭერა“. „ფაქტ-მეტრი“ ამოწმებს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკოსების განცხადებებს და მათ გამონათქვამებში მცდარ ფაქტებს არ ეძებს ხელოვნური ბალანსის მისაღწევად. ბუნებრივია, საჯაროდ გაჟღერებული ყველა განცხადება და „ყველა სიტყვის სისწორე“, როგორც ამას ბატონი პაპუაშვილი აცხადებს, ვერ შემოწმდება. გადასამოწმებელი განცხადების შერჩევისას, „ფაქტ-მეტრი“ მათემატიკური სიზუსტით არ ხელმძღვანელობს. მით უმეტეს, „ფაქტ მეტრი,“ პოლიტიკოსების მიკერძოებული აღქმების გასანეიტრალებლად, ხელოვნური ბალანსის უზრუნველყოფას, არ ახდენს.

ფაქტ-მეტრის“ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და გამჭვირვალობას ადასტურებს საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ქსელის (IFCN) დასკვნები. Factcheck.ge IFCN-ის დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან ყოველწლიურად გადის აუდიტს (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3tgLB49), რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის მიუკერძოებლობის, მათ შორის - პარტიული მიუკერძოებლობის, შემოწმება ერთ-ერთი კრიტერიუმია.

სამწუხაროა და, შეიძლება ითქვას, სამარცხვინოც, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იმ ორგანიზაციის დისკრედიტირებას და დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებას ცდილობს, რომელიც 2019 წელს სწორედ საქართველოს პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ თემატური მოკვლევის პროცესის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან იკითხება, რომ ის დაინტერესებულია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციითა და მის წინააღმდეგ ბრძოლით. მოვუწოდებთ მას, გაეცნოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართ“ და დაინტერესდეს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხით. ანგარიში მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD) ფინანსური მხარდაჭერით.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ დეპუტატი, რომლის ვალდებულებაცაა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით იყენებს კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ მეთოდს, დონორი ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ის, მიერ გაწეულ მხარდაჭერას ცინიკურად მოიხსენიებს, როგორც „ნაჩუქარ ფულს,“ რომელიც პარტიული დღის წესრიგის შექმნაში იხარჯება. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც შალვა პაპუაშვილს, მისი ბიოგრაფიის თანახმად, აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება.

IFCN-ის პრინციპებისა და მედიასტანდარტების ერთგულებისა და ზედმიწევნით შესრულების საფუძველზე, „ფაქტ-მეტრი“ 2020 წლის სექტემბრიდან Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია, რაც გულისხმობს სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. „ფაქტ-მეტრმა“ ფეისბუქზე გავრცელებული მილიონობით ყალბი ამბის შემცველი, მათ შორის საარჩევნო თემატიკაზე, ბმული მონიშნა, როგორც ყალბი ამბავი და მათი გავრცელება, შესაბამისად, საზოგადოებაზე მავნე გავლენა, შემცირდა. პანდემიის პირობებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობა არსებითად გაზრდილია და „ფაქტ-მეტრიკორონავირუსთან და ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა.

და ბოლოს, „ფაქტ-მეტრი“ ტრადიციულად მზადაა, ყველა დაინტერესებულ პირს დეტალურად გააცნოს ორგანიზაციის საქმიანობა, ის პრინციპები, მეთოდოლოგია და სარედაქციო კოდექსი, რომლითაც „ფაქტ-მეტრი“ ხელმძღვანელობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მან Factcheck.ge-ს „ევროპული საქართველოს“ სიის გადამოწმების თხოვნით მიმართა. „ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, როგორ შეთამაშებულად მოქმედებდნენ პარტიები და პარტიებთან დაკავშირებული ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში“, - დაწერა დეპუტატმა Facebook-ზე.

ყველა სიახლე

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 01:09

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: აბრეშუმის მუზეუმი ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისთვის

აბრეშუმის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე მოხდა ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლა, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვგულისხმობ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 3 300 000 ლარი ჯდება.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:53

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ეს ქალაქი ყველასია, ყველას უნდა მივხედოთ და ყველამ ვიზრუნოთ ამ ქალაქზე

„ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როდესაც თითოეული ეს ადამიანი უშუალოდ ჩართულია ამ სამუშაოებში, დავასრულებთ პროექტს, ყველას მოგვწონს და 1 კვირის, 1 თვის თავზე ვხედავთ, რომ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ამ ყველაფერს აზიანებს. მინდა ასეთ ადამიანებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი გასაკეთებელი - ეს ქალაქი ყველასია, ყველამ უნდა მივხედოთ და ვიზრუნოთ ამ ქალაქზე“ - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:42

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცა 2023 წლისთვის სრულად დასრულდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანია განახლებული ძეგლი შეემატება ჩვენს ქალაქს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა

4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე 65-მდე სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 00:35

საზოგადოება

რა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩატარდა დედაქალაქში

უმშვენიერესი რეაბილიტირებული ლოკაციები შეემატა ჩვენს ქალაქს და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, გარდა ინფრასტრქუტურული მიმართულებისა, არის გამწვანების მიმართულება, რომ რაც შეიძლება მწვანე გახდეს ქალაქი. ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში უწევდეს ყველა ადამიანს ცხოვრება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:21

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: გზაგამტარებისა და ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებითაც დიდი სამუშაოები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

სრულიად ახალი, ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობას ვიწყებთ უახლოეს პერიოდში. ხელშეკრულება გაფორმებულია. ამ პროექტის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარია. დაწყებიდან ორ წელიწადში სრულად დამთავრდება სამუშაოები. ეს ხიდი იქნება სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. ეს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხიდი, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ჩვენი ვარაუდით, მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზას 4 თვეში გავხსნით

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. ვინაიდან, პრაქტიკულად ახალი გზა შენდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

17 ივნისი 2021, 00:03

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:59

საზოგადოება

როდის იგეგმება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობის აღდგენა. ირაკლი ბენდელიანის განცხადება

გეგმა გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით ორ თვეში, ორ თვენახევარში მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღვადგინოთ. ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება, რომ აღდგეს საავტომობილო მოძრაობა, თუმცა პირველი ფაქტორია, რომ ის იყოს გადაადგილებისთვის უსაფრთხო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:52

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მინდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ასეთი გვერდში დგომისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო

მას შემდეგ რაც ჩვენ მერიაში შევუდექით მუშაობას, ბატონი კახას დავალება იყო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფასადურად. უნდა მომხდარიყო კაპიტალურად. პირობითად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ქვეშ სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწის ზედა კომუნიკაციები. უსახური ელექტროსადენები ჩადის მიწისქვეშ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა

ზოგადად დედაქალაქისთვის, მერიისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება ეს სანიაღვრე ქსელის, წყალარინების სისტემის გაუმართაობა, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის 1 თვეში ან 1 წელიწადში გადაწყვეტა შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: წინა წლებს თუ შევადარებთ, ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა

5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქ არსებულ სირთულეებს ითვალისწინებენ.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:23

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომისა და მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია

დედაენისა და 9 მარტის პარკებს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა. მოეწყო ამ 2 პარკს შორის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ორივე პარკისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

16 ივნისი 2021, 23:18

კულტურა

გიორგი კალანდია: სკანდალი ვერ შედგა უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას

სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.

16 ივნისი 2021, 23:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:24

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არ ვფიქრობ, რომ პუტინს ამერიკასთან ცივი ომი სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახალი ცივი ომი სურს. „არ ვფიქრობ, რომ მას ამერიკასთან ცივი ომი სურს. ეს არავის ინტერესშია. სიტუაცია, როდესაც ახალი ცივი ომი გვექნება, არავის ინტერესებს არ ემსახურება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნონა გაფრინდაშვილი

16 ივნისი 2021, 21:56

სპორტი

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრი გამოუგზავნა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმიპიადის თერთმეტგზის გამარჯვებულს ფეხბურთელმა საკუთარი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი გაფრინდაშვილს დღეს გადასცეს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

16 ივნისი 2021, 21:48

რეგიონი

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა.