www.imedi.ge /  05 მაისი 2021, 11:33 / სანდო წყარო

ზურაბ პატარიძემ განმარტა, რა საკითხები განიხილება პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში

ზურაბ პატარიძე

ზურაბ პატარიძე

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარიძემ განმარტა, რა საკითხები განიხილება ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბაქოში.

„დაგეგმილი არის შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ბატონ ილჰამ ალიევთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან. განხილული იქნება მთელი სპექტრი საკითხების, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი შესძენს დამატებით იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ამავდროულად განიხილება საკითხები, რომელიც ეხება ეკონომიკურ ჭრილს - სავაჭრო-ეკონომიკური კომისიისა და ასევე სხვა აქტივობების, ბიზნესფორუმების ჩატარების თვალსაზრისით, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა ელჩმა.

პატარიძემ ასევე დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობაზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება უშუალოდ დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს, უახლოეს პერიოდში გაიმართება კომისიის, მორიგი სხდომა, რომელზეც ქვეყნები და მხარეები ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას“, - აღნიშნა პატარიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის ერთდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს დასრულდება.

ყველა სიახლე

10 მაისი 2021, 11:44

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში, თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ბარათაშვილი.

რატი იონათამიშვილი

10 მაისი 2021, 11:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს

ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

10 მაისი 2021, 11:35

მსოფლიო

ჩინეთში დაკიდებული შუშის ხიდი ნაწილობრივ დაინგრა მაშინ, როცა მასზე ტურისტები გადადიოდნენ

კაცმა ხიდის დაუზიანებელ მონაკვეთზე დაახლოებით ერთი საათი გაატარა, სანამ მაშველები უსაფრთხო ადგილას გადასვლაში არ დაეხმარნენ. ტურისტი ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

10 მაისი 2021, 11:25

სპორტი

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 2 მედალი მოიპოვა

ვერცხლის პრიზიორი გახდა იაგო გორგოძეც, რომელიც 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს და 190 კილოგრამი დააფიქსირა. ტაილანდში გამართული მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს პარალიმპური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირი იყო.

10 მაისი 2021, 11:22

COVID19

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გახსნეს

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. ციხესიმაგრეში მისულ ადამიანებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან, რის შემდეგაც ისინი ვაქცინაციის სპეციალურ დიპლომს მიიღებენ, თუმცა ციხე-სიმაგრის უფასოდ დათვალიერების უფლება მათ არ მიეცემათ.

10 მაისი 2021, 11:17

საზოგადოება

თემქაზე ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ 4 მანქანა დააზიანა

თემქაზე, ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და 4 მანქანა მოიყოლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ, ასევე, ძლიერმა ქარმა სახლის სახურავები ახადა. შემთხვევის ადგილი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილემ მოინახულა.

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2021, 11:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: კარგია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო

კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც იყო უშედეგო მცდელობა მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების, ამით დასრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

10 მაისი 2021, 11:11

მსოფლიო

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 მაისი 2021, 11:07

თემა

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება

ფეხმძიმე ქალები მიეკუთვნებიან რისკჯგუფს, რომელსაც ახალი კორონავირუსი შეიძლება მძიმე ფორმით განუვითარდეს. სწორედ ამიტომ ორსულების აცრა ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ბელგიაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არა მარტო ზიანს არ აყენებს ფეხმძიმე ქალებს, არამედ პირიქით, ის აუცილებელია. თუმცა გერმანიას (STIKO- Standing Committee on Vaccination- რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია) ორსულებისა და მეძუძური დედების აცრის ზოგადი რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია. რა კითხვები ისმის ამ მიმართულებით და როგორია მათზე პასუხები, ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.

ნიკა მელია

10 მაისი 2021, 11:05

სამართალი

სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

კორონავირუსი

10 მაისი 2021, 11:05

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული 924 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 197 იმყოფება

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

10 მაისი 2021, 11:04

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 78 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

10 მაისი 2021, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 300 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან 300 თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

კორონას სტატისტიკა

10 მაისი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76 %-ია

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.03%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.48%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:53

რეგიონი

„დელტა“: 9 მაისს კახეთის რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა

9 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში, დღის მეორე ნახევარში, შემოვიდა ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან.

საქართველო ვაქცინა

10 მაისი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:46

მსოფლიო

WSJ: აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსებას განიხილავს

აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 მაისი 2021, 10:46

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:41

მსოფლიო

იტალიაში, კუნძულ ლამპედუზაზე ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე 1 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მიგრანტთა უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. მხოლოდ ერთ ნავში, რომელიც კუნძულის სანაპიროს მიადგა, 400-მდე კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. ლამპედუზას სანაპიროზე არის პორტი, რომელიც იმ მიგრანტების პირველი დანიშნულების ადგილია, რომელთაც ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლა სურთ.