Imedi /  05 მაისი 2021, 15:41 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: გირაოს მიღება ან გირაოს არ მიღება, ამნისტიაზე დათანხმება ან მასზე უარი - ნებისმიერი არჩევანი მათთვის მძიმეა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

გირაოს მიღება ან გირაოს არ მიღება, ამნისტიაზე დათანხმება ან მასზე უარი, ანუ ნებისმიერი არჩევანი მათთვის მძიმეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უჭირს. შესაბამისად, პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის.

„ამ თვეების განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების მიღწევის ყველა შესაძლებლობას და ახლა ვუყურებთ, როგორ ებრძვიან შეთანხმების შესრულებას. ამის ნაწილია ყველაფერი ის, რასაც ვაკვირდებით გირაოსთან დაკავშირებით.

მათი პოზიცია უკვე სერიოზულობის ყველანაირ ზღვარს გასცდა. ჯერ განაცხადეს, რომ მელია არ იყო გირაოზე თანახმა. ახლა მათ თითქოს უნდათ გირაოს მიღება ევროკავშირიდან და ამიტომ, ის აგონიაშია ჩავარდნილი - პარტიის ბოლო პერიოდის მოძრაობები, რომლითაც ისინი ცდილობენ, ჩაშალონ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით შედგა.

ნიკა მელიას „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი გამოსავალი აღარ დარჩა. გირაოს მიღება ან გირაოს არ მიღება, ამნისტიაზე დათანხმება ან მასზე უარი, ანუ ნებისმიერი არჩევანი მათთვის მძიმეა. ვაკვირდებით იმასაც, რომ მას უჭირს გადაწყვეტილების მიღება და სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როდესაც პოლიტიკოსს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მათ შორის მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა

ზოგადად დედაქალაქისთვის, მერიისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება ეს სანიაღვრე ქსელის, წყალარინების სისტემის გაუმართაობა, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის 1 თვეში ან 1 წელიწადში გადაწყვეტა შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: წინა წლებს თუ შევადარებთ, ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა

5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქ არსებულ სირთულეებს ითვალისწინებენ.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:23

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომისა და მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია

დედაენისა და 9 მარტის პარკებს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა. მოეწყო ამ 2 პარკს შორის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ორივე პარკისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

16 ივნისი 2021, 23:18

კულტურა

გიორგი კალანდია: სკანდალი ვერ შედგა უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას

სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.

16 ივნისი 2021, 23:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:24

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არ ვფიქრობ, რომ პუტინს ამერიკასთან ცივი ომი სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახალი ცივი ომი სურს. „არ ვფიქრობ, რომ მას ამერიკასთან ცივი ომი სურს. ეს არავის ინტერესშია. სიტუაცია, როდესაც ახალი ცივი ომი გვექნება, არავის ინტერესებს არ ემსახურება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნონა გაფრინდაშვილი

16 ივნისი 2021, 21:56

სპორტი

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრი გამოუგზავნა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმიპიადის თერთმეტგზის გამარჯვებულს ფეხბურთელმა საკუთარი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი გაფრინდაშვილს დღეს გადასცეს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

16 ივნისი 2021, 21:48

რეგიონი

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა.

მიხეილ ჩხენკელი

16 ივნისი 2021, 21:44

საზოგადოება

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

ამასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მიღწეული შედეგი მიულოცა.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს

აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

16 ივნისი 2021, 21:36

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს კახა კალაძე

დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

16 ივნისი 2021, 21:25

საზოგადოება

საპენსიო თემასთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გამართა

საპენსიო თემასთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 ივნისი 2021, 21:13

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნაზე: მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს

მე მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა მერმა, ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძე

16 ივნისი 2021, 21:12

საზოგადოება

კახა კალაძე: მომდევნო წლებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი ევროპაში ყველაზე მწვანე და მოწესრიგებული ქალაქი იყოს

პირველ რიგში, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალგაზრდებს: რაც კეთდება ამ ქალაქში, ეს იქნება ინფრასტრუქტური მიმართულება, სატრანსპორტო მიმართულება, ეკოლოგია, გარემოს დაცვითი პროექტები - ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რეაბილიტირებული დედაენის ბაღის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 ივნისი 2021, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა

კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რაც ნამდვილად ევროპულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 მარტისა და დედაენის ბაღის გახსნაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისის მერმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა დედაქალაქში.

16 ივნისი 2021, 20:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის

2021 წლის 16 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კავკასიის მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან.

16 ივნისი 2021, 20:50

საზოგადოება

რეაბილიტირებული დედაენის ბაღი ოფიციალურად გაიხსნა

დედაენის ბაღი და ახლომდებარე განახლებულ სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებიან თბილისის მერი, კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები.