Imedi /  06 მაისი 2021, 12:39 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიაზე: პირიქით რომ ყოფილიყო ჩანაწერი და გვეთქვა, თანახმა არის თუ არ არის თანახმა, მაინც ვრცელდება ამნისტია, აი მერე გეკითხათ

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ნიკა მელია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ბრალდებული, უფლება აქვს, აირჩიოს ან გაჰყვეს იმ გზას, რასაც ამნისტირება ჰქვია, რომელიც არ ნიშნავს არც გამართლებას და არც გამტყუნებას, ან განაგრძოს დავა და მიიღოს გამართლება და ამ თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც განმარტა, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის შესახებ კანონში ჩანაწერი, რომ ამნისტიის აქტი შეეხება ყველას, ვინც ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ იტყვის, შეთანხმების პირობებს ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონში ეს ჩანაწერი არ სთხოვს ბრალდებულს, რომ გამოხატოს თანხმობა ან მოითხოვს შეწყალება, არამედ ამ შემთხვევაში მოეთხოვება აქტიური უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება ამნისტიის გავრცელებასთან დაკავშირებით.

„ჩანაწერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფლება აქვს პირს, ამ შემთხვევაში ნიკა მელია იქნება თუ ნებისმიერ სხვა განსასჯელი ან ბრალდებული, აირჩიოს, ან გაჰყვეს იმ გზას, რასაც ამნისტირება ჰქვია, რომელიც არ ნიშნავს არც გამართლებას და არც გამტყუნებას, მაგრამ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, რომ განაგრძოს დავა და მიიღოს გამართლება და ამ თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს, არავის არასდროს შეუზღუდავს ეს. თავდაპირველად, ადრე, სისხლის სამართლის კოდექსში ამაზე კონკრეტული ჩანაწერიც არსებობდა.

კანონში ეწერა, რომ თუ წინააღმდეგი ხარ, მხოლოდ ეს თქვი, ამაზეა საუბარი. პირიქით რომ გაკეთებულიყო და ჩვენ გვეთქვა, თანახმა არის, თუ არ არის თანახმა, მაინც ვრცელდება ამნისტია, აი მერე გეკითხათ, როგორ ირღვევა უფლება, იტყოდა: მე მინდა, რომ გავმართლდე და რა უფლებით მართმევთ ამ შესაძლებლობასო და ამას იტყოდა საფუძვლიანად და სამართლიანად. ასე არ შეიძლება, რომ ცალმხრივად გააშუქოს ოპოზიციამ, რისი მცდელობაც აქვს, რომ საითაც არ უნდა წახვიდე, გაკრიტიკოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება საკითხს, ვის შეეხება ამნისტიის შესახებ კანონი სარჯველაძემ განაცხადა, რომ ის არ შეიძლება იყოს პერსონიფიცირებული.

„ნახეთ რა წერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომ ამნისტია, განსხვავებით შეწყალებისგან, არის შეწყალების აქტი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად არაპერსონიფიცირებული. ამიტომ, რა წამს ეს კონკრეტდება და ფოტოსურათებამდე დადის საქმე, ის არის უკანონო ამნისტია, ეს არ ვარგა.

ჩვენ რომ პირიქით შეგვეთავაზებინა და გვეთქვა, მხოლოდ ამ მუხლებზე ვრცელდება ამნისტიაო, იცით რა ამბავი ატყდებოდა ამაზე?! ოღონდ პირიქით, ვექტორი სხვაგან გადაინაცვლებდა - ახლა თქვენ გინდათ, რომ მელიას ახალი მუხლით აღუძრათ, თქვენ გინდათ, რომ სხვა პოლიტიკური ლიდერები დააპატიმროთ, - ხომ იქნებოდა ამაზე საუბარი?“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:53

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ეს ქალაქი ყველასია, ყველას უნდა მივხედოთ და ყველამ ვიზრუნოთ ამ ქალაქზე

„ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როდესაც თითოეული ეს ადამიანი უშუალოდ ჩართულია ამ სამუშაოებში, დავასრულებთ პროექტს, ყველას მოგვწონს და 1 კვირის, 1 თვის თავზე ვხედავთ, რომ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ამ ყველაფერს აზიანებს. მინდა ასეთ ადამიანებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი გასაკეთებელი - ეს ქალაქი ყველასია, ყველამ უნდა მივხედოთ და ვიზრუნოთ ამ ქალაქზე“ - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:42

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცა 2023 წლისთვის სრულად დასრულდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანია განახლებული ძეგლი შეემატება ჩვენს ქალაქს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა

4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე 65-მდე სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 00:35

საზოგადოება

რა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩატარდა დედაქალაქში

უმშვენიერესი რეაბილიტირებული ლოკაციები შეემატა ჩვენს ქალაქს და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, გარდა ინფრასტრქუტურული მიმართულებისა, არის გამწვანების მიმართულება, რომ რაც შეიძლება მწვანე გახდეს ქალაქი. ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში უწევდეს ყველა ადამიანს ცხოვრება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:21

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: გზაგამტარებისა და ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებითაც დიდი სამუშაოები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

სრულიად ახალი, ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობას ვიწყებთ უახლოეს პერიოდში. ხელშეკრულება გაფორმებულია. ამ პროექტის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარია. დაწყებიდან ორ წელიწადში სრულად დამთავრდება სამუშაოები. ეს ხიდი იქნება სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. ეს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხიდი, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ჩვენი ვარაუდით, მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზას 4 თვეში გავხსნით

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. ვინაიდან, პრაქტიკულად ახალი გზა შენდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

17 ივნისი 2021, 00:03

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:59

საზოგადოება

როდის იგეგმება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობის აღდგენა. ირაკლი ბენდელიანის განცხადება

გეგმა გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით ორ თვეში, ორ თვენახევარში მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღვადგინოთ. ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება, რომ აღდგეს საავტომობილო მოძრაობა, თუმცა პირველი ფაქტორია, რომ ის იყოს გადაადგილებისთვის უსაფრთხო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:52

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მინდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ასეთი გვერდში დგომისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო

მას შემდეგ რაც ჩვენ მერიაში შევუდექით მუშაობას, ბატონი კახას დავალება იყო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფასადურად. უნდა მომხდარიყო კაპიტალურად. პირობითად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ქვეშ სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწის ზედა კომუნიკაციები. უსახური ელექტროსადენები ჩადის მიწისქვეშ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა

ზოგადად დედაქალაქისთვის, მერიისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება ეს სანიაღვრე ქსელის, წყალარინების სისტემის გაუმართაობა, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის 1 თვეში ან 1 წელიწადში გადაწყვეტა შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: წინა წლებს თუ შევადარებთ, ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა

5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქ არსებულ სირთულეებს ითვალისწინებენ.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:23

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომისა და მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია

დედაენისა და 9 მარტის პარკებს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა. მოეწყო ამ 2 პარკს შორის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ორივე პარკისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

16 ივნისი 2021, 23:18

კულტურა

გიორგი კალანდია: სკანდალი ვერ შედგა უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას

სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.

16 ივნისი 2021, 23:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:24

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არ ვფიქრობ, რომ პუტინს ამერიკასთან ცივი ომი სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახალი ცივი ომი სურს. „არ ვფიქრობ, რომ მას ამერიკასთან ცივი ომი სურს. ეს არავის ინტერესშია. სიტუაცია, როდესაც ახალი ცივი ომი გვექნება, არავის ინტერესებს არ ემსახურება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნონა გაფრინდაშვილი

16 ივნისი 2021, 21:56

სპორტი

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრი გამოუგზავნა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმიპიადის თერთმეტგზის გამარჯვებულს ფეხბურთელმა საკუთარი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი გაფრინდაშვილს დღეს გადასცეს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

16 ივნისი 2021, 21:48

რეგიონი

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა.

მიხეილ ჩხენკელი

16 ივნისი 2021, 21:44

საზოგადოება

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

ამასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მიღწეული შედეგი მიულოცა.