07 მაისი 2021, 16:14 / სანდო წყარო

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ემყარება.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბოლო დროს რუსეთის სამხედრო გააქტიურებაზე საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა.

მხარეებმა იმსჯელეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი კოლეგა, მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.

ყველა სიახლე

23 ივნისი 2021, 08:21

კულტურა

გელათში არსებულ მდგომარეობას, დღეიდან იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის

გელათში არსებულ მდგომარეობას, დღეიდან იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის. ისინი ერთი კვირის განმავლობაში გელათის ძირითად ტაძარზე, 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული სამუშაოების ხარვეზებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.

ნინო ლომჯარია

23 ივნისი 2021, 08:10

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დღეს პარლამენტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

დავით ზალკალიანი

23 ივნისი 2021, 08:01

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა.

23 ივნისი 2021, 00:50

მსოფლიო

კომპანია Bumble-ი თანამშრომლების სტრესის დონის შესამცირებლად მუშაობას ერთი კვირით წყვეტს

კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Twitter-ზე დაწერა, რომ Bumble-ის დამფუძნებელმა, უიტნი ვულფ ჰერდმა სწორად შეაფასა თანამშრომლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და „ჩვენი კოლექტიური გადაწვა“.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 ივნისი 2021, 00:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ისეთი დანაშაულია ჩადენილი, რომ მე აბსოლუტურად ტოლობას ვსვამ პუტინსა და სააკაშვილს შორის

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციაში ასეთი რამ ჩაწერა, კი ჩვენ დავიწყეთ ომი, მაგრამ სამაგიეროდ ამის შედეგად მოხდა იმის აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ცუდია და ა.შ. ანუ რამხელა საქმე გაგვიკეთებია, ომი დაგვიწყია იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის გვეცნობებინა რუსეთის ცუდი სახე. ეს ხომ ყველაზე ცუდი ტუტუცობაა, რაც შეიძლება მოვისმინოთ, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ბექა დავითულიანი

23 ივნისი 2021, 00:39

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, იმიტომ რომ ომის მოსურნე რუსეთს არაფრით გაუწიეს წინააღმდეგობა და შეჰყვა პროვოკაციაში

„მესამე ფაქტი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, იმიტომ რომ ომის მოსურნე რუსეთს არაფრით გაუწია წინააღმდეგობა და შეჰყვა ამ პროვოკაციაში იმ თვალსაზრისით, რომ ამ აგრესიულ რიტორიკას არ დაუპირისპირეს ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმები და ა.შ. ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორის ხეობას, რომელსაც (რუსეთი) წლების განმავლობაში ვერ იღებდა, შექმნეს ახალგორის გაურკვეველი ადმინისტრაცია, რომლითაც ვითომ რაღაც ილუზიის შექმნა გვინდოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი ისევ ჩვენ გვექვემდებარებოდა. ამ ყველაფრით, მათ რუსეთს პროვოკაციული შესაძლებლობა მისცეს, რომ გადმოედგათ საომარი ნაბიჯები. მათ ეს ნაბიჯები გადმოდგეს სრულიად უკანონოდ და მიუღებლად და აქედან პასუხი არ იყო ისეთი, რომელიც ამ ქვეყანას ამ ტრაგედიას ააცილებდა “, - განაცხადა დავითულიანმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 ივნისი 2021, 00:28

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ეშინოდა რუსეთის და ყოველთვის რაღაც თამაშებში იყო გარეული მათთან ერთად

ორი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმის, თუ რატომ დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის შემდეგ მიღებულ რეზოლუციას. ერთი - რუსული სცენარის ერთგულება, რაც ომის მიმდინარეობის დროსაც განახორციელეს და მეორე შიში რუსების მიმართ. ერთიც და მეორეც იყო მიზეზი, თუ რატომაც მოხდა 2008 წლის ომი, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

გიგი წერეთელი

23 ივნისი 2021, 00:26

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: მეხუთე პუნქტში საუბარი იყო არა ომის დაწყებაზე, არამედ იმაზე, რომ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ესკალაციის ახალი ეტაპი

რეზოლუციის მეხუთე პუნქტში საუბარი არ იყო ომის დაწყებაზე. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ესკალაციის ახალი ეტაპი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა.

გიგი წერეთელი

23 ივნისი 2021, 00:20

პოლიტიკა

გიგი წერეთელი PACE-ს რეზოლუციაზე: მაშინ ქართულმა დელეგაციამ ამჯობინა ეს რეზოლუცია არ ჩავარდნილიყო

„იმასაც დავეთანხმები თუ ვინმე იტყვის, რომ უკეთესი იქნებოდა ეს მეხუთე პუნქტი სხვაგვარად ყოფილიყო და არ ყოფილიყო ის ჩანაწერი, რომელზეც ახლა არის საუბარი. მაგრამ როდესაც დავაყენებთ სასწორის ერთ მხარეს ამ ჩანაწერს და მეორე მხარეს(ტერმინებს) „ეთნიკური წმენდა“, „საზღვრების დარღვევა“ პირველად „ოკუპაციის“ ხსენება, რუსეთის ვალდებულება, რომ გავიდეს და გაიყვანოს ჯარი, იმდენად ბევრი იყო მეორე მხარეს, რომ მაშინ ქართულმა დელეგაციამ ამჯობინა ეს რეზოლუცია არ ჩავარდნილიყო, - განაცხადა წერეთელმა.

დავით ქართველიშვილი

23 ივნისი 2021, 00:15

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სამწუხაროდ, სააკაშვილისა და პუტინის ხელისუფლებების პირობებში 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო

არამარტო ამ რეზოლუციის შინაარსი, არამედ ეს საინტერესო გარემოებები, რომელიც თან ახლავს ამ რეზოლუციის მიღებას, კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ, სამწუხაროდ, სააკაშვილისა და პუტინის ხელისუფლებების პირობებში 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

23 ივნისი 2021, 00:11

COVID19

AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ ეფექტურია

AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ ეფექტურია. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 ივნისი 2021, 00:07

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: გორში გაქცევის მცდელობისას წაიქცა და ფორთხავდა

„რეალურად ფორთხავდა უმაღლესი მთავარსარდალი. სამარცხვინო სურათი იყო. მე პირადად, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ვისურვებდი, რომ ეს კადრი არა თუ არ მენახა, არ არსებობდეს. ვინაიდან ეს ადამიანი იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც გორში გაქცევის მცდელობისას წაიქცა და ფორთხავდა. მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (ბერნარ) კუშნერი“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ბექა ძამაშვილი

22 ივნისი 2021, 23:46

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: არ იყო შეგროვებული არცერთი მტკიცებულება, რომელიც ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას დაადასტურებდა

საქმეში გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ ომს როცა ეხება საქმე, აუცილებელია ნივთმტკიცებები, რომლებიც დაადასტურებდა არა მხოლოდ გორის, არამედ სხვა ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას. ფაქტობრივად, საქმეში არ იყო არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას დაადასტურებდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ბექა ძამაშვილი

22 ივნისი 2021, 23:45

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილის თქმით, გორში „ისკანდერის“ გამოყენება პირდაპირი მტკიცებულება იყო, რომ რუსეთის ფედერაციამ სიცოცხლის უფლება დაარღვია

„ერთი მხრივ ეს საერთაშორისო დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულება იყო (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოსთვის, რომელიც იძიებს ამ დანაშაულებს), და მეორე მხრივ, სტრასბურგის სასამართლოში პირდაპირი მტკიცებულება იყო, რომ კონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება, პირდაპირ დაარღვია რუსეთის ფედერაციამ. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელსაც რიგითი ჯარისკაცი მიიღებდა. ეს ამხელდა მთლიანად რუსეთის ხელისუფლებას, რომ უმაღლეს დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ესროლათ. ცხადია, ეს ყველა საერთაშორისო ფორუმზე ძალიან დიდ სამართლებრივ უპირატესობას მიანიჭებდა საქართველოს“, - განაცხადა ძამაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

22 ივნისი 2021, 23:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მოღალატეებს ეძახიან სხვებს, როცა მათ ასეთი რამ აქვთ გაკეთებული

ის რაც წერია ამ რეზოლუციაში, რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რაც ნეგატიური პიარკამპანიის წყარო და მუზა იყო „ნაცმოძრაობის“. პარლამენტის დერეფნებში დასდევდნენ ადამიანებს და ეკითხებოდნენ ომი ვინ დაიწყოო. თუ ვინმეს რაიმე ისეთი წამოსცდებოდა, რისი მოჭრაც შეიძლებოდა და საზოგადოებაში ნეგატიურ პიარს აგორებდნენ „ქართული ოცნების“ მიმართ. მე იმაზე კია რ ვლაპარაკობ ვინ რა თქვა, მე ვლაპარაკობ იმაზე, ვინ რა ქნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის ფაქტორის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ივნისი 2021, 23:29

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყეს და დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც არის ტყუილი

„3 წელია მე პირადად ამაზე ვლაპარაკობ და დღეს რატომ აუტყდათ ეს სრული ისტერია? გამოვიდნენ და გვლანძღავენ, მიუძღვნეს სიუჟეტები, ამით გადაცემები გახსნეს და მთელი ამბავი იყო. რატომ მოხდა? იმიტომ რომ მათ ეთერში ვილაპარაკე მე ეს გუშინ, მათ მომხრეებს ვუთხარი მეტწილად. რა თქმა უნდა, ყველა უყურებდა და აღარ მინდა უკვე დაყოფა საზოგადოების“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

22 ივნისი 2021, 23:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა სინამდვილეში რუსულ საქმეს ემსახურება

ჩვენი მომხრეებისთვისაც კი ცოტა რთული იყო იმის დაჯერება, რომ ეს ხალხი რუსულ საქმეს აკეთებს, მაგრამ თუ გვერდზე გადავდებთ საერთოდ ჩვენს და მათ განცხადებებს და მხოლოდ ფაქტებს შევხედავთ - „ნაცმოძრაობის“ მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა სინამდვილეში რუსულ საქმეს ემსახურება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

22 ივნისი 2021, 23:17

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სავარძლისთვის არ იბრძოლებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სავარძლისთვის არ იბრძოლებს.

გივი მიქანაძე

22 ივნისი 2021, 23:03

COVID19

გივი მიქანაძე: მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას პანდემიასთან ბრძოლაში დამატებითი პროგრესის მისაღწევად

მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას პანდემიასთან ბრძოლაში დამატებითი პროგრესის მისაღწევად, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიასა და ბავშვთა უფლებებზე გაიმართა მსჯელობა.

მეუფე ანდრია

22 ივნისი 2021, 22:31

საზოგადოება

მეუფე ანდრია: ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს

ზაზა გახელაძის ოჯახს წმინდა სინოდის წევრები შეხვდნენ. სამთავისისა და კასპის მეუფე დამიანეს და ათენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას შეხვედრა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან ორ საათს გაგრძელდა.