imedi /  12 მაისი 2021, 00:31 / სანდო წყარო

გურამ ნიკოლაშვილი: არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან

გურამ ნიკოლაშვილი

გურამ ნიკოლაშვილი

არიან ადამიანები, რომლებიც ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან, - ამის შესახებ „იმედის“ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ქვეყნისა და დასავლეთის წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ისეთი იდეალური სისტემის მოფიქრება, რომ ვინმეს რამე კითხვა არ გაუჩნდეს, ან შემდეგ ამან რაღაც სპეკულაციები არ გამოიწვიოს, მაგრამ მთავარი აქ ნდობის ფაქტორია. მთავარია, საკუთრივ შეთანხმების აქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრის, პოზიციის მქონე პოლიტიკური სუბიექტები მაინც თანხმდებიან ერთ დიდ სურათზე. ეს შეიძლება შევადაროთ კონსტიტუციის მიღების პროცესს. მიუხედავად სხვადასხვა მოსაზრებისა, ჩვენ რაღაც ჩარჩოზე უნდა შევთანხმდეთ და ეს ჩარჩო არის თამაშის წესები, რომ შენ წარმოადგენ იმ პროპორციას ხმებისა, რაც რეალურად მიიღე და ვერ იქნები იმაზე უფრო მსუყედ წარმოდგენილი, ვიდრე სინამდვილეში ხარ. სწორედ ფუნდამენტური საკითხები დადგა გამოწვევის წინაშე 31 ოქტომბრის არჩევნებზე და შემდეგ ჩვენ ვნახეთ 6 თვიანი პროცესი, როგორ ხდებოდა თანდათან ამ პოლარიზების დაძლევა. პარტიების ნაწილმა ამ კრიზისის ფონზე გააცნობიერა, რომ ასე არ შეიძლება. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იყო დასავლეთის პოზიცია და ჩვენ ვნახეთ სამი მნიშვნელოვანი რაუნდი. პირველი იყო ფასილიტაცია, როდესაც უბრალოდ მხარეები შეკრიბეს ერთად და ბუნებრივია, შედეგი არ დადგა, რადგან ხელოვნურად შექმნილ კრიზისს ვუყურებდით. ჩვენ ახლაც ვხედავთ ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკურ კამპანიას, რაც უსაფუძვლო ბრალდებებს ეყრდნობა. შემდეგ იყო მოდერაცია, მცდელობა იმის, რომ იქნებ მხარეები შეთანხმდნენ და ეს არ მოხდა. მაშინ, როდესაც დასავლეთმა დააფიქსირა კონკრეტული პოზიცია, აწონ-დაწონა და დადო ის დოკუმენტი, რაც მისი აზრით, კონსენსუსის საფუძველი იქნებოდა, ვნახეთ, რომ ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ქვეყნისა და დასავლეთის წინაშე, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ეს მართლა გახდა ფუძემდებლური დოკუმენტი, იმიტომ რომ აქ გაიყო პოლიტიკური ვითარება და სპექტრი. არიან ადამიანები, რომლებიც დადგნენ ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარების მხარეს და ადამიანები, რომლებიც ერთგვარად საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ყველა სიახლე

დავით ზილფიმიანი

21 ივნისი 2021, 20:17

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: არჩევნების არგაყალბებასთან დაკავშირებით აღარ მაქვს უფლება, რომ რაიმე სახის სკეპტიციზმი ჩამოვაყალიბო

რაც არ უნდა მოინდომოს ცესკომ, შეუძლებელია, რომ მას შემდეგ, რაც ოქმები არსებობს, ატვირთულია და ასლი ყველა პარტიას აქვს, ვინმემ, თუნდაც ჟვანიამ, თავის გემოზე შეცვალოს მონაცემები, ჩემთვის ეს დახურული თემაა, - ამის შესახებ „ევროპელი-სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 20:15

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: დღემდე არავის წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გადადგომის საფუძველი გახდებოდა

„იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, არსებითი და კრიტიკული კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა პირველ რიგში საუბნო საარჩევნო კომისიების კომპეტენციას, ჩატარებულ ტრენინგებს, იმ შეცდომებს და გარკვეულ ხარვეზებს, რომლებიც ოქმებში იყო დაფიქსირებული. კითხვები უკავშირდებოდა დავების პროცესს და ოქმის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხებს“.

გივი მიქანაძე

21 ივნისი 2021, 20:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თამარ ჟვანიასგან აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი, კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ

„დროებით საგამოძიებო კომისიას არ დაუტოვებია არცერთი კითხვა, რაზეც 7 თვის განმავლობაში ოპონენტები სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვითომდა ეს არჩევნები გაყალბდა და შედეგები რეალობას არ ასახავდა. სამსაათნახევრის განმავლობაში უწყვეტად გვქონდა საუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ მისგან“.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 19:51

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: წასვლას არ ვაპირებ

„როგორც ხედავთ, მე აქ ვარ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

21 ივნისი 2021, 19:45

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.

21 ივნისი 2021, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

გია აბაშიძე

21 ივნისი 2021, 19:12

საზოგადოება

გია აბაშიძე: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობას იწყებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობის დაწყების პროცესს ეხმიანება და კოდექსის ძირითად ასპექტებს მიმოიხილავს.

21 ივნისი 2021, 19:04

პოლიტიკა

რაფაელ ჟოზანი: საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური სტრატეგია სოციალური დაცვის სისტემის განვითარების კუთხით

საქართველოში სოციალური კოდექსი პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორის, რაფაელ ჟოზანის განცხადებით, ამ გზით, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებს დაუალოვდება.

დავით ქართველიშვილი

21 ივნისი 2021, 19:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა

დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა, რადგან არცერთი უკანონოდ დაკავებული ქართველის დაოქმებული ინფორმაცია ციხიდან არ ქრება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, - განთავისუფლების წინა პირობას წარმოადგენს ე.წ. „სახელმწიფო“ საზღვრის გადაკვეთის აღიარება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი, ,,მთავარი არხის’’ ეთერში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 18:49

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული ძალის „სამოქალაქო შეთანხმების“ შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

21 ივნისი 2021, 18:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: არანაირი ფაქტი, მოწმე, დოკუმენტაცია უბრალოდ სადღაც ვიღაცამ თქვა და საზოგადოებას რეალობად ასაღებენ. „მანიები“ ხომ არსებობს, მაგრამ ესენი „მეგალომანიაკები“ არიან

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ მიერ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

21 ივნისი 2021, 18:36

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

22 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი: 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

კახა კუჭავა

21 ივნისი 2021, 18:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

კახა კუჭავას განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის საერთო სურვილს და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ნატოში გაწევრიანების პროცესში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და გამ

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 18:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება სათანადო შედეგი

ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე, ამის მიუხედავად ხმების 57%-ს ვერ მიიღებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

21 ივნისი 2021, 18:31

მსოფლიო

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-მა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია სასანქციო სიაში შეიყვანა

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია სასანქციო სიაში შეიყვანა.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ არხებზე: ეჯიბრებიან ამაზრზენი ტყუილების, „ფეიკებისა“ და დეზინფორმაციის გავრცელებაში

„ახლა ნელ ნელა ვრწმუნდები, ამათ ისეთი ფსიქოლოგიური აშლილობა აქვთ და გარკვეული თუ გაურკვეველი რაღაც-რაღაცების დაუკმაყოფილებლობა, რომ თუ ვინმე უშველის კარგი ფსიქოლოგი, არა ძალიან მაღალ კვალიფიციური ფსიქოლოგი. ესენი ისეთ რამებს იგონებენ და აბრეხვებენ ხოლმე, მხოლოდ კარგი ფსიქოლოგი ვერ უშველის, შეიძლება სხვა რამემ უშველოს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ში.

21 ივნისი 2021, 18:21

მსოფლიო

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

იაგო ხვიჩია

21 ივნისი 2021, 18:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩვენ არც მერობის კანდიდატებს ვაყენებთ და არც - მაჟორიტარობის

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით ისინი არც მერობისა და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს არ აყენებენ და მათგან ოპოზიციას გზა ხსნილი აქვს. მისი თქმით, ოპოზიციას უნდა უნდოდეს გაერთიანება და ეს გაერთიანება იწყება საკუთარი ხელმოწერილი სიტყვის პატივისცემით.

მამუკა ხაზარაძე

21 ივნისი 2021, 18:10

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე თვითმმართველობის არჩევნებზე: პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ

„თქვენ იცით ჩვენი წინადადება - ზეპარტიული მერის კანდიდატი შეთანხმებული ასევე ოპოზიციასთან. ასე, რომ პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ. მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ აიღოს 43 პროცენტი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

შარლ მიშელი

21 ივნისი 2021, 18:07

მსოფლიო

შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.