imedi /  02 ივნისი 2021, 15:39 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

„მარეკ შჩიგელმა მაკა ბოჭორიშვილს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისიის მანდატის, აქტივობებისა და პრიორიტეტების შესახებ, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე ჰუმანიტარული კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, კიბერ თავდასხმებსა და დეზინფორმაციის კამპანიებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობების მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე ვითარების სტაბილურობის შენარჩუნებაში და მადლობა გადაუხადა მისიას გაწეული ძალისხმევისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

იოსებ არჩვაძე

21 ივნისი 2021, 16:57

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: ექსპორტის ასეთი დინამიკა მიღწეულია ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების რეალიზაციით

არჩვაძის განმარტებით, ეს მაჩვენებლები საქართველოს ეკონომიკის მდგრად და დინამიურ განვითარებაზე მიუთითებს და მაგალითად მოჰყავს 2021 წლის მაისის თვის ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად გაუტოლდა 2019 წლის დონეს.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 16:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სომხეთს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

„სომხეთსა და მის მოსახლეობას წარმატებული არჩევნების ჩატარებას ვულოცავ. დარწმუნებული ვარ, რომ კავშირები საქართველოსა და სომხეთს შორის უფრო გაძლიერდება. მოუთმენლად ველი ახლო თანამშრომლობას“, - წერს ზალკალიანი.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 16:44

პოლიტიკა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ცესკო-ს თავმჯდომარისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულებიდან 7.5 საათის შემდეგ შედეგების გამოცხადება ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2021, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს შესაძლოა ადამიანი დაბულინგდეს იმისთვის, რომ მისი გვარი თანამდებობის პირის გვარს ემთხვევა, ან ნათესავი ჰყავს, ან სკოლაში ერთად უვლიათ ... რა ვქნათ ამ 3,5 მილიონიან ქვეყანაში?

ჩვენ ბევრ ეთერში გვინახავს სენსაციური, წყალი რომ არ გაუვა, რომელიც შემდგომში აღმოჩნდება ხოლმე სრული ფალსიფიკაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიას შს მინისტრის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტზე განუცხადა, სადაც ვახტანგ გომელაურს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.

დავით სონღულაშვილი

21 ივნისი 2021, 16:40

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ახალ თემატურ მოკვლევებს იწყებს

„საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მნიშვნელოვანია გარკვევა, როგორ შეიძლება ამის კაპიტალიზაცია მოახდინოს ქვეყანამ და შესაბამისად როგორ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომ ამით შექმნას კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან მიმართებით“, - განცხადა დავით სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 ივნისი 2021, 16:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ქეთი კოვზიაშვილი

21 ივნისი 2021, 16:37

პოლიტიკა

ქეთი კოვზიაშვილი: ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის „ფეიკ ნიუსის“ კლასიკური მაგალითი და სრული სიცრუე

„სამწუხაროა, რომ არარსებულ ამბავზე, აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე, სრულ ტყუილზე გიწევს იმის თქმა რომ ტყუილია, რომ ფაქტი არ მომხდარა. როგორც ჩანს შაბათის ეთერში გასული ამბავი იმდენად არარეზონანსული და დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ხელოვნურად ცდილობენ ამ თემის ხელახალ წამოწევას“, - წერს კოვზიაშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

21 ივნისი 2021, 16:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რომ არა შეზღუდვები, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა

„რომ არა შეზღუდვები, 300 ათასის მაგივრად, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს მილიონი ავადმყოფი ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა. ისინი ვერ ივლიდნენ სამსახურში, ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „დღის კურიერში“ სტუმრობისას.

სერგეი ლავროვი

21 ივნისი 2021, 16:29

მსოფლიო

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთთან უკრაინის ნატოში ჩათრევის საკითხს განიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთთან უკრაინის ნატოში ჩათრევის საკითხს განიხილავს.

ირაკლი ზარქუა

21 ივნისი 2021, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ბატონი ვაშაძის ინიციატივა რეალობას აცდენილია და პოპულიზმით არის გაჟღენთილი

თუ პოპულიზმი არ არის, ბატონმა ვაშაძემ წარმოადგინოს ერთი ბანკი მაინც, სადაც თანახმა არიან, 15% -ში პენსიონერს 2 000 ლარამდე მისცენ, დღესვე მასთან ერთად ხელს ჩავკიდებ, წავალ, ხელშეკრულებას გავწყვეტ და იქ მივიტან, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის ინიციატივის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პენსიონერს საშუალება უნდა მიეცეს, თანხის სხვა ბანკში ჩარიცხვა მოითხოვოს. მისი თქმით, ვაშაძის ინიციატივა საერთოდ აცდენილია რეალობას და პოპულიზმით არის გაჟღენთილი.

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:23

საზოგადოება

ნათია თურნავა: „რიონის ხეობის მცველებთან“ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება

მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება, - ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

21 ივნისი 2021, 16:21

პოლიტიკა

„გირჩის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფად დარეგისტრირების შესახებ დამატებით კონსულტაციები გაიმართება

„პარლამენტში განსხვავებული პოლიტიკური ფორმატია, გვინდა საპარლამენტო ოპოზიციას ჰქონდეს მაქსიმალურად საპარლამენტო ბერკეტების ათვისების საშუალება. ისიც, რომ ოთხის ნაცვლად ორ და მეტ წევრს შეუძლია საპარლამენტო ჯგუფის შექმნა, ნიშნავს, რომ ჩვენი ნება იყო „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ მისცემოდათ ამის უფლება,ამ შემთხვევაში შეიძლება ვერ მოერგოს ზურა გირჩი ჯაფარიძის შემთხვევას, ამიტომ მეც იმის მომხრე ვარ, რომ თუ რამე ტექნიკური ხარვეზია, ამაზე ვიმუშაოთ“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

21 ივნისი 2021, 16:18

საზოგადოება

საკანონმდებლო ცვლილებით, სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი დგინდება

აქამდე არსებული კანონმდებლობით შეუძლებელი იყო მშენებლობის შემდეგ, დასრულებული შენობის ექსპლოატაციაში მიღება, თუ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას გამოვლინდებოდა გარკვეული დარღვევები.

პაატა მანჯგალაძე

21 ივნისი 2021, 16:11

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

რობერტ ქოჩარიანი

21 ივნისი 2021, 16:09

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაგე აკოპიანმა განაცხადა.

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, იანვარ-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო

„ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით კვირაში 100 – 105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამირან გამყრელიძე

21 ივნისი 2021, 16:04

COVID19

ამირან გამყრელიძე: რთულია, ზაფხულია, მაგრამ ჯერჯერობით უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა. „რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ, დანარჩენზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას და იქნება მსჯელობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

21 ივნისი 2021, 16:02

პოლიტიკა

პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 8-ის ნაცვლად 12 წევრი იქნება

„ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შედეგად, პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 8-ის ნაცვლად 12 წევრი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში იმსჯელეს.

21 ივნისი 2021, 15:50

საზოგადოება

პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის და UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია ჩატარდა

გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პროკურატურის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა და UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი, ია ჩხეიძე უძღვებოდნენ.

21 ივნისი 2021, 15:45

საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. უახლოესი დღეების პროგნოზი

21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი. 24 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს.