imedi /  07 ივნისი 2021, 14:06 / სანდო წყარო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

ყველა სიახლე

დავით სონღულაშვილი

21 ივნისი 2021, 16:40

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ახალ თემატურ მოკვლევებს იწყებს

„საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მნიშვნელოვანია გარკვევა, როგორ შეიძლება ამის კაპიტალიზაცია მოახდინოს ქვეყანამ და შესაბამისად როგორ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომ ამით შექმნას კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან მიმართებით“, - განცხადა დავით სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 ივნისი 2021, 16:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ქეთი კოვზიაშვილი

21 ივნისი 2021, 16:37

პოლიტიკა

ქეთი კოვზიაშვილი: ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის „ფეიკ ნიუსის“ კლასიკური მაგალითი და სრული სიცრუე

„სამწუხაროა, რომ არარსებულ ამბავზე, აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე, სრულ ტყუილზე გიწევს იმის თქმა რომ ტყუილია, რომ ფაქტი არ მომხდარა. როგორც ჩანს შაბათის ეთერში გასული ამბავი იმდენად არარეზონანსული და დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ხელოვნურად ცდილობენ ამ თემის ხელახალ წამოწევას“, - წერს კოვზიაშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

21 ივნისი 2021, 16:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რომ არა შეზღუდვები, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა

„რომ არა შეზღუდვები, 300 ათასის მაგივრად, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა და ეს მილიონი ავადმყოფი ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა. ისინი ვერ ივლიდნენ სამსახურში, ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „დღის კურიერში“ სტუმრობისას.

სერგეი ლავროვი

21 ივნისი 2021, 16:29

მსოფლიო

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთთან უკრაინის ნატოში ჩათრევის საკითხს განიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთთან უკრაინის ნატოში ჩათრევის საკითხს განიხილავს.

ირაკლი ზარქუა

21 ივნისი 2021, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ბატონი ვაშაძის ინიციატივა რეალობას აცდენილია და პოპულიზმით არის გაჟღენთილი

თუ პოპულიზმი არ არის, ბატონმა ვაშაძემ წარმოადგინოს ერთი ბანკი მაინც, სადაც თანახმა არიან, 15% -ში პენსიონერს 2 000 ლარამდე მისცენ, დღესვე მასთან ერთად ხელს ჩავკიდებ, წავალ, ხელშეკრულებას გავწყვეტ და იქ მივიტან, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის ინიციატივის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პენსიონერს საშუალება უნდა მიეცეს, თანხის სხვა ბანკში ჩარიცხვა მოითხოვოს. მისი თქმით, ვაშაძის ინიციატივა საერთოდ აცდენილია რეალობას და პოპულიზმით არის გაჟღენთილი.

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:23

საზოგადოება

ნათია თურნავა: „რიონის ხეობის მცველებთან“ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება

მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება, - ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

21 ივნისი 2021, 16:18

საზოგადოება

საკანონმდებლო ცვლილებით, სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი დგინდება

აქამდე არსებული კანონმდებლობით შეუძლებელი იყო მშენებლობის შემდეგ, დასრულებული შენობის ექსპლოატაციაში მიღება, თუ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას გამოვლინდებოდა გარკვეული დარღვევები.

პაატა მანჯგალაძე

21 ივნისი 2021, 16:11

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პაატა მანჯგალაძე აირჩიეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის კვოტით პაატა მანჯგალაძე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე ოპოზიციის მხრიდან ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

რობერტ ქოჩარიანი

21 ივნისი 2021, 16:09

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაგე აკოპიანმა განაცხადა.

ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, იანვარ-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო

„ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით კვირაში 100 – 105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამირან გამყრელიძე

21 ივნისი 2021, 16:04

COVID19

ამირან გამყრელიძე: რთულია, ზაფხულია, მაგრამ ჯერჯერობით უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა. „რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ, დანარჩენზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას და იქნება მსჯელობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

21 ივნისი 2021, 16:02

პოლიტიკა

პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 8-ის ნაცვლად 12 წევრი იქნება

„ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შედეგად, პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 8-ის ნაცვლად 12 წევრი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში იმსჯელეს.

21 ივნისი 2021, 15:50

საზოგადოება

პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის და UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია ჩატარდა

გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პროკურატურის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა და UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ბავშვთა უფლებების შესახებ კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი, ია ჩხეიძე უძღვებოდნენ.

21 ივნისი 2021, 15:45

საზოგადოება

მოსალოდნელია თუ არა ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. უახლოესი დღეების პროგნოზი

21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი. 24 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს.

21 ივნისი 2021, 15:37

რეგიონი

შირაქის ველზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში, შირაქის ველზე რამდენიმე საათის წინ გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ამ დროისთვის, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ქერისა და ხორბლის აღებულ ტერიტორიაზე, ადგილის გასასუფთავებლად, ცეცხლს თავად მეპატრონეები აჩენენ, ზოგ შემთხვევაში კი, ხანძარი მაღალი ტემპერატურის გამო ჩნდება.

ირაკლი ზარქუა

21 ივნისი 2021, 15:33

ეკონომიკა

ირაკლი ზარქუა: სწორი დაზღვევის მექანიზმებით გრძელვადიანი რესურსი უნდა შევქმნათ, ამისთვის არის საპენსიო ფონდი

„აქ პოპულიზმი გამორიცხულია. მახსოვს წინა მოწვევის პარლამენტში ვუსმენდი ხოლმე, ერთ-ერთი პარტიის ინიციატივა იყო, რომ დასჭირდებოდა ფული ამბობდნენ: „აი ხომ გაქვთ „საპენსიო ფონდი“, წამოიღეთ იქიდან“. ბოკერიას პარტიაზე გეუბნებით. საერთოდ გაკოტრდა, საერთოდ გაქრა. ამიტომ პოპულიზმი სხვებსაც არ დაემართოთ. არასწორი მიდგომაა და ამას ხალხი ისმენს. დღეს შენ შეგიძლია მონიტორინგი აწარმოო, რამდენი გაქვს და როგორ ემატება (თანხა). ის, რომ 600 ლარი ცოტაა, ამ 600 ლარს ემატება არსებული სახელმწიფოს დახმარებები, 300-ია მაგრამ შეიძლება გაიზარდოს და გაიზრდება ბუნებრივია. ასე რომ კიდევ ერთხელ წინგადადგმული ნაბიჯია, იმისთვის რომ დავაზღვიოთ ის გამოცდილება. ექსპერტები გვჭირდება“, - განაცხადა ზარქუამ.

21 ივნისი 2021, 15:33

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პანდემიით გამოწვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიღების შემთხვევაშიც, პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება. კანონპროექტის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პედრო სანჩესი

21 ივნისი 2021, 15:30

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსების შეწყალების წინადადებით გამოდის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსების შეწყალების წინადადებით გამოდის.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 15:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია გაბრაზებულია, რადგან ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო

„ოპოზიცია არის გაბრაზებული, რადგან ვახტანგ გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, ოპოზიციისგან თავდასხმები გასაკვირი არაა, რადგან ვახტანგ გომელაურიც და ირაკლი ღარიბაშვილიც გუნდის გამორჩეულად ძლიერი წევრები არიან.