08 ივნისი 2021, 14:27 / სანდო წყარო

სალომე სამადაშვილი: ჩვენი ფრაქცია ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად

სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

„ჩვენი ფრაქცია ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარირება, რომ ჩვენ, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, მხარს ვუჭერთ ნატოში გაწევრიანების ამოცანას და სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ განცხადებას და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მხარი დაუჭიროს ამ განცხადებას“, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ გასულ დღეებში საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ეს არის ძალიან ნათელი დემონსტრირება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის ნატოს სამიტის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამიტზე ჩვენ სამწუხაროდ არ ვიქნებით წარმოდგენილი და მე ვერ გავიზიარებ იმ შეხედულებას, რომ აქ ჩვენ არ შეიძლება პრეტენზიები გვქონდეს ხელისუფლებასთან, იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ მოვხვდით ნატოს სამიტზე წელს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფრაქცია დღეს ხელს მოაწერს იმ დეკლარაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდასაჭერად და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ რამე ილუზია გვაქვს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ან გვქონდა ან მომავალში გვექნება რამე პროგრესი ამ მიმართულებით. ნატოში ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდება აუცილებლად, მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც დეკლარირება იმის, რომ ჩვენ, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, ზოგიერთი მათგანი დეკლარირებულად, მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანების ამოცანას და სწორედ ამიტომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ამ განცხადებას და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მხარი დაუჭიროს ამ განცხადებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2021, 13:03

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 425-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 20 6742-მა მოქალაქემ გაიარა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

13 ივნისი 2021, 12:56

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.38%-ია

12 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.38%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.61%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.29%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ - 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან

ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24-საათიანრეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან, მანამდეც მქონდა შეხვედრები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით, რაც დასრულდა კონკრეტული შედეგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:49

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: 13 ივნისი გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი

ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, მეორე მხრივ კი ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს სამიტზე ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი

ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული.

ჰელგა შმიდი

13 ივნისი 2021, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა

2021 წლის 14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 12:16

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ირაკლი ღარიბაშვილი თამარაშვილისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან, ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

13 ივნისი 2021, 12:09

რეგიონი

სამტრედიის დევნილთა დასახლებაში ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე დაათვალიერა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 12:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 522 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 276 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. რეგიონების მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 45, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 25, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

13 ივნისი 2021, 12:01

COVID19

საქართველოში 688 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 688 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

13 ივნისი 2021, 12:00

რეგიონი

ქუთაისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან სტადიონი მოეწყო

ქუთაისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან მინი-სტადიონი მოეწყო. შესრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 11:58

რეგიონი

ქუთაისში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება​

ქალაქ ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 14 ივნისს, შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გაიმართება.

13 ივნისი 2021, 11:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 522 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 074 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

13 ივნისი 2021, 11:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

თეა წულუკიანი

13 ივნისი 2021, 11:41

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 13 ივნისი არის ტრაგიკული დღე, რომელმაც, ამავდროულად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შექმნა

13 ივნისი არის ტრაგიკული დღე, რომელმაც, ამავდროულად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

ან ლინდე

13 ივნისი 2021, 11:31

პოლიტიკა

ეუთოს თავმჯდომარე სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების სივრცის შექმნას - ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-თან და ევროკავშირთან მუშაობით

„მივესალმებით 15 დაკავებულის სომხეთში დაბრუნებასა და აზერბაიჯანისთვის იმ ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას შეუწყობს ხელს. ნდობის აღდგენის ეს ზომა ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების სივრცის შექმნას, მინსკის თანათავმჯდომარეების ეგიდით. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან მუშაობით“, - წერს ან ლინდე.

13 ივნისი 2021, 11:30

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 299 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე მხარგრძელი

13 ივნისი 2021, 11:19

საზოგადოება

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას განმარტავს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკის რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება. მისი თქმით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არც ერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

13 ივნისი 2021, 11:04

სამართალი

შს სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. ქუთაისში დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 11:00

საზოგადოება

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 6 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.