Imedi /  09 ივნისი 2021, 12:32 / სანდო წყარო

კახა კუჭავა რუმინეთის ელჩს შეხვდა

რაზვან როტუნდუ; კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა რუმინეთის ახალ დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა დინამიკურ საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ დღეს, პარლამენტი ძლიერი და პლურალისტურია და იგი ოპოზიციისთვის ბევრ შესაძლებლობას, მნიშვნელოვან ბერკეტებს უზრუნველყოფს.

ხაზი გაესვა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესს და განაცხადს, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ელჩის თქმით, რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

კახა კუჭავამ რაზვან როტუნდუს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 470 თბილისში, 69 იმერეთში, 53 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 ივნისი 2021, 10:53

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4569 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 216 742 აცრა გაკეთდა.

16 ივნისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 179 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 775, გარდაიცვალა 5096 პაციენტი.

16 ივნისი 2021, 10:52

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

16 ივნისი 2021, 10:43

ეკონომიკა

თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

„2020 გამოწვევით სავსე წელი იყო, როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და არ შეგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. მეამაყება, რომ დღეს მდგრადი განვითარების რეპორტს წარვადგენთ. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ, არამედ მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. გარემოზე პოზიტიური გავლენა და დაბალი ემისიის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ნიკოლას უილიამსი

16 ივნისი 2021, 10:29

პოლიტიკა

ნიკოლას უილიამსი: როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მშვიდობა გარანტირებული ვერ იქნება, მაგრამ აშშ ეძებს სფეროებს, სადაც თანამშრომლობას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა

ევროპელ ლიდერთა ქსელის ექსპერტი, ერაყსა და ავღანეთში ოპერაციების ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლას უილიამსი აცხადებს, რომ მშვიდობა გარანტირებული ვერ იქნება, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, მაგრამ აშშ ეძებს სფეროებს, როგორც ეს ბაიდენმა თქვა, სადაც თანამშრომლობას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა.

ამირან სალუქვაძე

16 ივნისი 2021, 10:29

ეკონომიკა

ამირან სალუქვაძე: აჩვენეთ ფსევდოოპოზიციას. სისულელეებზე ძიძგილაობას სჯობს ხალხს უკეთესი პროგრამები შესთავაზონ, თუ ამის შნო აქვთ

„კიდევ ერთი პატარა „ბუდკა“. 154-ე პოსტი. ქვეშეთი-კობის 23 კმ-ანი ახალი გზის მშენებლობა. ძალიან რთული პროექტია, 9 კმ-ანი სიგრძის გვირაბით, ხიდებით მთიან რელიეფში. ნახეთ ვიდეო, სულ 110 წამია. აჩვენეთ ფსევდოოპოზიციას. სისულელეებზე ძიძგილაობას სჯობს ხალხს უკეთესი პროგრამები შესთავაზონ, თუ ამის შნო აქვთ. იაფფასიანი კლოუნადები აღარაა საინტერესო. სანამ ხალხს უკეთესი არჩევანის შესაძლებლობას არ მისცემთ, იქნებით ოპოზიციაში. დანარჩენ „ბუდკებს", უფრო სწორად, ასობით საწარმოს, იხილავთ აქ“, - წერს სალუქვაძე.

პაატა იმნაძე

16 ივნისი 2021, 10:29

COVID19

პაატა იმნაძე: თუ ადამიანი ვაქცინირებულია, მაგრამ აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს

„როდესაც მე აცრილი ვარ, შეიძლება კორონა მაინც მქონდეს (ძალიან ნაკლებია ამის ალბათობა). მართალია აცრილი ნაკლებად გადამდებია, მაგრამ მაინც არის ალბათობა, რომ მან დააავადოს სხვა. ამიტომაც, თუ შენ ხარ აცრილების გარემოცვაში პრობლემა არ იქნება პირბადის მოხსნა, მაგრამ თუ არ ხარ აცრილების გარემოცვაში პირბადე უნდა გეკეთოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

16 ივნისი 2021, 10:23

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ახალი პროგრამები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ჯეფრი გოვეიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

Spice GIrls

16 ივნისი 2021, 10:17

კულტურა

ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად Spice Girls-ი ახალ სიმღერას გამოუშვებს

საუბარი 2007 წელს ჩაწერილ სიმღერაზეა, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გამოცემულა. კომპოზიცია Feed Your Love ჯგუფის წევრებმა Wannabe-ს თანაავტორებთან - რიჩარდ სტენარდთან და მეტ როვთან ერთად დაწერეს. სიმღერა ჯგუფის 2007 წლის ალბომისთვის Greates Hits ჩაიწერა, თუმცა საბოლოოდ მისი ტრეკ-ლისტიდან ამოღება გადაწყდა.

ბენ ჰოჯესი

16 ივნისი 2021, 10:16

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ბაიდენმა პუტინს უნდა უთხრას, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ,უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეწყვიტონ ჩვენს შიდა საქმეებში და განსაკუთრებით არჩევნებში ჩარევა, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2021, 10:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნატოს სამიტზე: საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა აქტიურად დგას ნატოს დღის წესრიგში

ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა. საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა აქტიურად დგას ნატოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 ივნისი 2021, 10:09

საზოგადოება

როგორ ეხმარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საპენსიო ასაკის პირებს

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, პენსიონერებს უფინანსდებათ: გეგმური ქირურგიული მომსახურება ანუ კარდიოქირურგია, ონკოქირურგია და სხვა სახის ქირურგიული ჩარევა. თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარია და ამ ღირებულების ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსება 90%-ს ანაზღაურებს.

16 ივნისი 2021, 10:04

რეგიონი

ლევან დავითაშვილი: ტყის ეროვნული აღრიცხვით მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კიკეთის ტყეში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

16 ივნისი 2021, 09:51

რეგიონი

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმზე კომპანიებმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინეს

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბათუმში, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გამართეს, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

16 ივნისი 2021, 09:40

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ და ტაიფუნებმა ჩრდილოეთ კორეაში საკვებთან დაკავშირებით დაძაბული მდგომარეობა შექმნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და ტაიფუნების გამო ქვეყანაში საკვებთან დაკავშირებით „დაძაბული მდგომარეობაა“. ამის ​შესახებ Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 09:17

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

16 ივნისი 2021, 08:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

16 ივნისი 2021, 08:38

მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა. ამის შესახებ Reuters ინფორმაციას ისრაელის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო იერიში პალესტინის მიერ ცეცხლოვანი ბურთების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.

16 ივნისი 2021, 08:27

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.