www.imedi.ge /  09 ივნისი 2021, 15:54 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მათ შორის გახარიას ქმედებას

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო.

„ნებისმიერი ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკოსია, ეკონომიკაშია, ბიზნესმენია თუ ფერმერია, ყველა ადამიანის ქმედებას ექნება შესაფერისი შეფასება. გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს იგი იყო ბიზნესომბუდსმენი. შემდეგ იგი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, რომელიც კურირებდა მთელ უსაფრთხოების სისტემას. შემდეგ იყო უკვე პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, როცა ალბათ მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო და ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტებები, რომ მომატებული რისკი და საფრთხე იყო. მინდა ძალიან მარტივი შედარება გავაკეთო - ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს, როგორც ყოფილ შს მინისტრს, კარგად უნდა ახსოვდეს - ნებისმიერ ოპერაცია თან ახლავს რისკები. ჩვენი პოლიციელები მაგიტომ მიდიან ნებისმიერ რისკზე. მით უმეტეს, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა და არ იყო მოსალოდნელი. იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, იქ რომ ხელჩართული ბრძოლა ამტყდარიყო. მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი. კრიზისის დროს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუნდის ლიდერი იყო მაშინ, მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა, ჩემი შეფასებით. რამდენიმე დღეში, ჩემი ხელმძღვანელობით, ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით, ჩვენ, ჩავატარეთ ოპერაცია უპრობლემოდ. არავინ არ დაზიანებულა. როგორ ფიქრობთ, მე არ ვფიქრობდი მაშინ რისკებზე და მომატებულ საფრთხეებზე. შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა, მთავარი სიტყვა - პასუხისმგებლობა და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველა ჩვენს ქმედებაზე, გადაცდომაზე, მიღწევასა თუ წარმატებაზე.

რაც შეეხება შეფასებას ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. შესაბამისად, დამატებით ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ მე მინდა ყველა ადამიანს ვუსურვო წარმატება, იქნება ეს პოლიტიკოსი, მეწარმე თუ ეკონომიკაში დასაქმებული პირი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი ვაქცინა საქართველო

21 ივნისი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 359 141 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 345 582, გარდაიცვალა 5 175 პაციენტი.

დმიტრო კულება

21 ივნისი 2021, 10:49

მსოფლიო

დმიტრო კულება: ჩემი კითხვა ნატოს - კიდევ რამდენი რეფორმა გსურთ? მოგვეცით მკაფიო სია

13 წლის განმავლობაში, ნატოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გამხდარიყო, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში.

21 ივნისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 359 141 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 345 582, გარდაიცვალა 5 175 პაციენტი.

კობა ალხაზაშვილი

21 ივნისი 2021, 10:46

საზოგადოება

ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა

37 წლის კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა. ჟურნალისტი სწრაფად პროგრესირებად ავთვისებიან სიმსივნეს ნახევარი წელი ებრძოდა. პოსტკოვიდურ პერიოდში, მას ბრონხის სიმსივნე განუვითარდა, რაც შემდგომ თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა. ერთი კვირის წინ, მას უკვე მეორედ მოუხდა სამკურნალოდ თურქეთში გამგზავრება. ბოლო დღეების განმავლობაში, მისი მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იყო.

21 ივნისი 2021, 10:46

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

21 ივნისი 2021, 10:36

რეგიონი

გაეროს ბავშვთა ფონდი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან აჭარაში შეხვედრას მართავს

„გაეროს ბავშვთა ფონდს აჭარის რელიგიურ ლიდერებთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს, ხოლო მათი მხარდაჭერა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

21 ივნისი 2021, 10:31

თემა

ვინ იქნება ირანის ახალი პრეზიდენტი და როგორ აისახება ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებებზე?

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე 59 მილიონზე მეტმა მოქალაქემ პრეზიდენტ ჰასან რუჰანის პოტენციურ მემკვიდრეებს შორის საკუთარ არჩევანი გააკეთა. ამ უკანასკნელს ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ კენჭისყრის უფლება აღარ ჰქონდა. საპრეზიდენტო მარათონის ერთპიროვნული ლიდერია ულტრაკონსერვატორი იურისტი და მქადაგებელი იბრაჰიმ რაისი, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მიმდინარე კამპანიის დროს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 60 წლის რაისი, აწ უკვე პრეზიდენტის რანგში, თავისი წინამორბედის ზომიერი კურსის გაგრძელებაზე უარს იტყვის. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ყურადღებას ეკონომიკურ თემებზე ამახვილებდა და თავის ელექტორატს ჰპირდებოდა, რომ აშშ-ის სანქციების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური კრიზისიდან ქვეყანას მალე გამოიყვანდა. აღსანიშნავია, რომ ირანის ახალი პრეზიდენტი თავისი მოვალეობის შესრულებას აგვისტოში უნდა შეუდგეს.

შალვა პაპუაშვილი

21 ივნისი 2021, 10:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უაღრესად პოზიტიურია

„ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნა უაღრესად პოზიტიურია. ჩამოთვლილია ყველა ის საკითხი, რომელიც კანონპროექტში აისახა და ამ თვალსაზრისით ცვლილებები შექებულია. რამდენიმე სახის ტექნიკური ცვლილებაა, რომელზეც დღეს ვიმსჯელებთ. ის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, არის შეთანხმებული პროექტი, რომელსაც პოლიტიკურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს. რამდენიმე ტექნიკური ხასიათის საკითხია, რომელსაც კანონპროექტში ავსახავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

21 ივნისი 2021, 10:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რასაც ოპოზიცია აწარმოებდა არჩევნების გაყალბების თაობაზე

მნიშვნელოვანია, ცესკო-ს თავმჯდომარის მოსმენა იმისათვის, რომ კომისიამ გაიგოს, როგორია მისი შეფასება არჩევნებსა და ასევე იმ ხარვეზებზე, რომელიც არჩევნებს ახლდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა არჩევნების გაყალბების თაობაზე.

ალუდა ღუდუშაური

21 ივნისი 2021, 10:24

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: არჩევნების შემსწავლელი კომისიის წევრებს თამარ ჟვანიასთან არაერთი კითხვა გვაქვს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარესთან, რომელსაც დღეს კომისიის წევრები მოუსმენენ, არაერთი კითხვა აქვთ.

 Paraceratherium linxiaense

21 ივნისი 2021, 10:19

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პლანეტაზე მცხოვრები უმსხვილესი ძუძუმწოვრის ნამარხი აღმოაჩინეს

მარტორქის ნეშტებს სპეციალისტებმა განსუს პროვინციაში იპოვეს. მათ დაადგინეს, რომ ცხოველი 24 ტონას იწონიდა, რაც 6 სპილოს წონას უდრის. მარტორქის სიმაღლე 7, სხეულის სიგრძე კი თითქმის 8 მეტრი იყო. პალეონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა გიგანტური მარტორქის პორტრეტიც შექმნეს, რომელიც პალეონტოლოგიისა და პალეოანტროპოლოგიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

გივი მიქანაძე

21 ივნისი 2021, 10:13

პოლიტიკა

გივი მიქანაძე არჩევნების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე: როგორც ყოველთვის, შეხვედრა ღია იქნება საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა, ისევე, როგორც ყველა წინა, იქნება სრულად ღია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი მიმდინარეობისთვის თვალის მიდევნება.

21 ივნისი 2021, 10:13

რეგიონი

სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი მოცვის საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონას აღწევს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეო საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა.

21 ივნისი 2021, 09:58

საზოგადოება

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი-2021“ იწყება

პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

21 ივნისი 2021, 09:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: თითოეული ახალი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ადამიანების დასაქმება და საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის დახმარებით, ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ შპს ,,ნეოსტარმა“ 2019 წელს თბილისში ახალი საწარმოს აშენება და უახლესი ევროპული მაღალ-ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა შეძლო.

21 ივნისი 2021, 09:48

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ივნისს ქუთაისში წვიმა და +36 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +35 გრადუსი იქნება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 09:16

მსოფლიო

სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მოიპოვა., „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 53.92 % მიიღო.

21 ივნისი 2021, 08:56

პოლიტიკა

პარლამენტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს

პარტიების დაფინანსების საკითხი კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით გავა. ცვლილება იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და არ ეწევიან საკანონმდებლო საქმიანობას.

21 ივნისი 2021, 08:41

საზოგადოება

დღეიდან სკოლის ატესტატების გაცემა იწყება

აბიტურიენტები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

21 ივნისი 2021, 08:15

პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვა დღეს გაგრძელდება

ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაუმჯობესებულ გარემოში ჩატარებას გულისხმობს. საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უკვე ცნობილია, რომლის გათვალისწინებითაც უახლოეს დღეებში საარჩევნო რეფორმის საკითხი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავა.