Imedi /  09 ივნისი 2021, 18:50 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი: ყველა დავიღალეთ დიდი ხნის რაღაც სჯა-ბაასითა და შვიდთვიანი ამ ქვეყნის ამაო ნჯღრევით, მივიღოთ ამნისტია

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

ყველა დავიღალეთ ამ დიდი ხნის რაღაც სჯა-ბაასითა და შვიდთვიანი ამ ქვეყნის ამაო ნჯღრევით. მივიღოთ ის ამნისტია, რასაც ვფიქრობთ, რომ მისაღებია, ჩვენ ჩვენი მხრივ ვალდებულება შევასრულოთ და თვითონ რაც უნდა, ის უქნიათ. თავში ქვა უხლიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

დავითულიანის თქმით, ფაქტებს სწორი სახელები თუ არ დაარქვეს, ქვეყანას განვითარების არანაირი პერსპექტივა არ ექნება.

„უახლეს ისტორიაში არ მომხდარა სწორი შეფასება ყველაფრის, რაც გადავიტანეთ. ძალიან ბევრი მძიმე ამბავი გადავიტანეთ, მათ შორის იმ ხელისუფლების სახით, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. არც მანამდელის შეფასება გაგვიკეთებია ბოლომდე და სამწუხაროდ, არც ამ ნაწილს დარქმევია ისტორიაში სწორი სახელები. ამიტომ, უნდა ვისაუბროთ ფაქტებით, რომ საზოგადოებას ორიენტირები ჰქონდეს გასწორებული და არ აგვერიოს მომავალში, ისევ ის შეცდომები არ დავუშვათ. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და თავისი სახელი უნდა დავარქვათ ფაქტებით. ფაქტი კი არის ნამდვილად ის და დავიწყოთ ჩვენი ფაქტების აღიარებით, რომ გავრილოვის შემოსვლა და იმ სავარძელში, ავადსახსენებელში ჩაჯდომა, იყო ჩვენი პოლიტიკური შეცდომა. მაგრამ ასევე ფაქტია, რომ მომიტინგეები გავიდნენ გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებიდან და ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდნენ, პარლამენტში შემოჭრას. ეს კი უკვე დანაშაულია და არა შეცდომა, რასაც პასუხისგება სჭირდება“, – აღნიშნა დავითულიანმა.

დეპუტატის თქმით, ფაქტია და ყველა პირდაპირ ეთერში უყურებდა, რომ მომიტინგეებს პარლამენტში შეჭრისკენ ნიკა მელია მოუწოდებდა.

„ეს ასევე არის დანაშაულებრივი ქმედება, თუ დაუდასტურდა სასამართლოთი და შესაბამისად, ნიკა მელია პოლიტპატიმარი უბრალოდ ვერ იქნებოდა, რადგან ყველამ ვიხილეთ ამისი ფაქტი. ფაქტია ის, რომ ნიკა მელიას თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა, თორემ გირაოთი ნებისმიერ წამს შეეძლო გარეთ გამოსვლა. ფაქტია, რომ ევროკავშირმა, ევროკავშირთან აფილირებულმა ორგანიზაციამ, როდესაც გადაუხადა მელიას გირაოს თანხა, ევროკავშირის ელჩმა სრულიად გასაგები განცხადება გააკეთა, რომ ევროკავშირი პოლიტპატიმრებში არ იხდის გირაოს თანხას და ესეც ასე უნდა იყოს გაგებული, როგორც ხდებოდა. ფაქტია, რომ ეს ხალხი, რომლებიც ახლა აქ სხედან, შვიდი თვე ქვეყნის ინტერესების ღალატს ეძახდნენ პარლამენტში შემოსვლას და დღეს ზუსტად ამ ღალატის პროცესში იმყოფებიან, თავისივე შეფასებით. ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი მიზეზით, რის გამოც ამ ამნისტიას ბლოკავს, არადა ვერ ბლოკავს, მაგრამ ცდილობს რომ გააშავოს, არის ის, რომ ნიკა მელია არ ჩადგეს უხერხულ მდგომარეობაში და მას პოლიტიკურად არ მოუწიოს უარყოფა ამ ამნისტიის მასზე გავრცელების. ეს არის ფაქტი.

ფაქტია ისიც, რომ ამას პირდაპირ ვერ გვეუბნებიან და წინ აფარება უნდა ისევ ის საცოდავი ხალხის, დაზარალებულების, რომლებიც 20 ივნისს ისედაც დააზარალეს თავისი მოწოდებებით. აი, ეს არის ფაქტი და კიდევ ერთი რამეა ფაქტი, რომ ამ ხალხს, თუ ძალიან სწორად, ყველაფერზე მკაფიო პასუხი არ გავეცით და ასე რბილად და შემოვლით ველაპარაკეთ, ბევრი რამე დავუთმეთ, ესენი გადაწერენ საბოლოო ჯამში ისტორიასა და ჩვენ ისევ მოგვიწევს ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრება, ჩვენ ისევ მოგვიწევს არშემდგარ საზოგადოებაში ცხოვრება და დემოკრატია ასე ვერ იმუშავებს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას, უნდა ერქვას მკაფიოდ და მერე უნდა ვისაუბროთ შეთანხმებებზე.

ფაქტია, რომ მიშელის შეთანხმებას, ადრე თუ გვიან, ესენი როცა ამას პოლიტიკურად ფასი აღარ ექნება, ხელს მოაწერენ, რომ მერე იკეკლუცონ. ამიტომ მივიღოთ, ყველა დავიღალეთ ამ დიდი ხნის რაღაც სჯა-ბაასითა და შვიდთვიანი ამაო ნჯღრევით ამ ქვეყნის, მივიღოთ ის ამნისტია, რასაც ვფიქრობთ, რომ მისაღებია, ჩვენ ჩვენი მხრივ ვალდებულება შევასრულოთ და თვითონ რაც უნდა, ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი

17 ივნისი 2021, 12:33

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ეს დაძაბულობა

ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ეს დაძაბულობა. ის აღარც არის დაძაბული, თუ ჟურნალისტები აღარ დაძაბავთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ლომჯარია

17 ივნისი 2021, 12:32

საზოგადოება

ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ: ბევრ საკითხზე ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა

ეს იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბარი, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო ლომჯარია

17 ივნისი 2021, 12:28

საზოგადოება

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის იქნება საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. ვაპირებთ რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

17 ივნისი 2021, 12:08

საზოგადოება

18 ივნისის, ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

18 ივნისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ 24-საათიან რეჟიმში, ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორსა და საკვანძო ჭაზე.

გიორგი კალანდია

17 ივნისი 2021, 12:07

კულტურა

გიორგი კალანდია: როგორ შეიძლება ისე გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მისი ნგრევა გენატრებოდეს ან გელანდებოდეს

საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდია ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაციას ეხმაურება.

თავდაცვა

17 ივნისი 2021, 12:07

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანელ კოლეგას შეხვდა

„შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ყურადღება ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დასრულებასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესზე გაამახვილეს და ამ კუთხით ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ივნისი 2021, 11:50

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ გაერთიანებული სამეფოს ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო. ბრიტანელმა დიპლომატმა ლაშა დარსალიას დაწინაურება მიულოცა და ახალი საკურაციო მიმართულებით წარმატებები უსურვა.

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2021, 11:42

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საზოგადოებას დასკვნას ივლისში წარუდგენს

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია ყველა მიმართულებით მუშაობს იმისთვის, რომ სრული სურათი გამოკვეთოს, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და რაც მთავარია, ეს პროცესი მიმდინარეობს სრული საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით.

17 ივნისი 2021, 11:39

საზოგადოება

ავჭალა 2-ში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.

17 ივნისი 2021, 11:36

საზოგადოება

თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საქართველოსა და რეგიონში პირველებმა მიიღეს ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია. დღეისთვის რეგიონში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით.

დროებითი საგამოძიებო კომისია

17 ივნისი 2021, 11:30

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, შერჩეული საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და ოლქების თავმჯდომარეებთან გასაუბრებას აგრძელებს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილი აქვს გურჯაანის მე-3 და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და ამავე ოლქების თავმჯდომარეებთან შეხვედრა და მათგან კონკრეტულ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მიღება.

17 ივნისი 2021, 11:29

ეკონომიკა

სებ-მა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ამჯერად მეორე, Fintech & RegTech კონკურსშიც გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ჯილდო მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წელს ეს ეროვნული ბანკისთვის Central Banking Awards-ის რიგით უკვე მესამე ჯილდოა, ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკისა და საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდოების შემდგომ.

ანდრია ჯაღმაიძე

17 ივნისი 2021, 11:27

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ცოტა ხანში ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი

დღეს არის შეხვედრა ომბუდსმენთან. არის პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში. მეუფე იაკობმა უკვე მოასწრო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მცირე ხანში, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

17 ივნისი 2021, 11:24

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: სახალხო დამცველის შესვლა ნინოწმინდის პანსიონში არა თუ საჭიროა, ეს მისი ვალდებულებაა

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და (პანსიონის) ახალ ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს. ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი. შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა. გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.

მეუფე იაკობი

17 ივნისი 2021, 11:13

საზოგადოება

მეუფე იაკობი სახალხო დამცველს ხვდება

ამ წუთებში მეუფე იაკობი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდება. შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში მიმდინარეობს. შეხვედრის ინიციატორი მეუფე იაკობია და საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენებია.

17 ივნისი 2021, 11:09

COVID19

ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

17 ივნისი 2021, 11:05

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 302-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 221 156 აცრა გაკეთდა.

17 ივნისი 2021, 11:03

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 414 თბილისში, 82 იმერეთში, 50 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ივნისი 2021, 11:01

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.36%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.

17 ივნისი 2021, 10:58

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.