imedi /  10 ივნისი 2021, 15:39 / სანდო წყარო

The Heritage Foundation: დროა, ბოლო მოეღოს რუსეთის ვეტოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე

საქართველო ნატოში ვერ წევრიანდება, რადგან კრემლს საქართველოს ალიანსის მიღმა დატოვება უფრო სურს, ვიდრე ალიანსს საქართველოს მიღება, - ამის შესახებ ნათქვამია ლუკ კოფისა და ჯეიმს კარაფანოს სტატიაში სათაურით „დროა, ბოლო მოეღოს რუსეთის ვეტოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე“.

„რუსეთმა გააუმჯობესა თავისი მეზობლების ევროატლანტიკური მისწრაფებების დაბლოკვის ფორმულა: შეჭრა და ნაწილობრივი ოკუპაცია. მოსკოვმა ეს ფორმულა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს გამოიყენა. მოლდოვა დნესტრისპირეთში ანალოგიურ სიტუაციაშია. რუსეთის მავნე ქმედებებმა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უუნარობამ მოსკოვს დე ფაქტო ვეტოს უფლება მისცა. მარტივად რომ ვთქვათ, სრულყო. ნატოსა და ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ან შემოქმედებითად შექმნან რეალისტური და გონივრული გზა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, ან შეუძლიათ შემდგომშიც რუსეთს ნება დართონ, ნატოს გაფართოებას ვეტო დაადოს“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ-მა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლის დროებითი შეცვლით, წევრობის სამოქმედო გეგმის მიმდინარე პროცესის გეოპოლიტიკური გეოპოლიტიკური გარემოებების შესაფერისით ჩანაცვლებით და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მოკავშირეებთან ამგვარი ნაბიჯების მხარდაჭერის კოალიციის შესაქმნელად მჭიდრო თანამშრომლობით.

„ნატოს ზოგიერთი წევრი შეშფოთებულია, რომ საქართველოს ალიანსში შესვლა რუსეთთან ომს გამოიწვევს, რადგან მოსკოვმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია მოახდინა. ეს შეშფოთება ეფუძნება 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლს, რომელიც მისი წევრების უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში, ნატო ვალდებული იქნება დაეხმაროს თავის ახალ წევრ საქართველოს ტერიტორიის გათავისუფლებაში. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს ასე მოხდეს. ქართველი ოფიციალური პირები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ისინი სიამოვნებით მიიღებენ ნატოში გაწევრიანების შეთანხმებას ან კომპრომისს, რომელიც ორ ოკუპირებულ რეგიონს ნატოს მე-5 მუხლის უსაფრთხოების გარანტიიდან გამორიცხავს, სანამ საკითხი მშვიდობიანად არ გადაწყდება. ამ სცენარის თანახმად, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი, შეიძლება მიწვეულ იქნას ნატოში გაწევრიანების მიზნით. ამასთან, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ოკუპირებული რეგიონის გარეთ მდებარე ტერიტორია მიიღებს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიას. აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ნატო შეცვლის 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-6 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს, თუ სად გამოიყენება მე-5 მუხლი. მე-6 მუხლის ამ გზით შესწორება მხოლოდ დროებითი ზომა იქნება, რომელიც ამოიწურება მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგება“, - ნათქვამიაბ სტატიაში.

სტატიის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნატომ უნდა განიხილოს, წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) ეხება.

„MAP-ის პროცესმა კარგად იმუშავა 15-20 წლის წინ, როდესაც ნატოს გაფართოების საკითხი ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ეხებოდა. ამასთან, დროა MAP-ის გადახედვა მოხდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც უნიკალური გეოპოლიტიკური გარემოებები აქვთ, მაგალითად, საქართველო. ბუქარესტის სამიტიდან 13 წლის შემდეგ აშკარაა, რომ MAP-ი ხელს არ უწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალისტური, გონივრული და საპასუხისმგებლო გზის შექმნას“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორები წერენ, რომ ნატოს წევრები, რომლებიც საქართველოს ალიანსში მიღებაზე ყოყმანობენ, MAP-ის საკითხს იყენებენ, როგორც საქართველოს პროგრესის დაბლოკვის საშუალებას. შესაბამისად, მხოლოდ რუსები სარგებლობენ ამ იმედგაცრუებით, რომელიც MAP-ზე დისკუსიის შედეგად შეიქმნა. ნატოს ყოველი სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ს არ იღებს, რუსეთის პროპაგანდისტული გამარჯვებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ნატოს შემდგომ გაფართოებას „პროვოკაცია“ უწოდა, არცერთ მესამე მხარეს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება. უფრო მეტიც, ალიანსის შემადგენლობაში შედიან დემოკრატიული ქვეყნები, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ ახალი წევრების მიღება. ალიანსის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მოითხოვს ერთსულოვნებას, მათ შორის გაფართოებასთან დაკავშირებით. ნატოში საქართველოს გაწევრიანება მეტ სტაბილურობას მოუტანს სამხრეთ კავკასიასა და ტრანსატლანტიკურ რეგიონს“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2021, 12:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 522 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 276 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. რეგიონების მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 45, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 25, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

13 ივნისი 2021, 12:01

COVID19

საქართველოში 688 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 688 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

13 ივნისი 2021, 12:00

რეგიონი

ქუთაისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან სტადიონი მოეწყო

ქუთაისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან მინი-სტადიონი მოეწყო. შესრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 11:58

რეგიონი

ქუთაისში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება​

ქალაქ ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 14 ივნისს, შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გაიმართება.

13 ივნისი 2021, 11:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 522 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 074 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

13 ივნისი 2021, 11:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

თეა წულუკიანი

13 ივნისი 2021, 11:41

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 13 ივნისი არის ტრაგიკული დღე, რომელმაც, ამავდროულად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შექმნა

13 ივნისი არის ტრაგიკული დღე, რომელმაც, ამავდროულად, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის საოცარი პრეცედენტი შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

ან ლინდე

13 ივნისი 2021, 11:31

პოლიტიკა

ეუთოს თავმჯდომარე სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების სივრცის შექმნას - ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-თან და ევროკავშირთან მუშაობით

„მივესალმებით 15 დაკავებულის სომხეთში დაბრუნებასა და აზერბაიჯანისთვის იმ ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას შეუწყობს ხელს. ნდობის აღდგენის ეს ზომა ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების სივრცის შექმნას, მინსკის თანათავმჯდომარეების ეგიდით. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან მუშაობით“, - წერს ან ლინდე.

13 ივნისი 2021, 11:30

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 299 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე მხარგრძელი

13 ივნისი 2021, 11:19

საზოგადოება

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას განმარტავს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკის რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან ორ პაციენტთან, მათ შორის არასრულწლოვანთან ოპერაციული ჩარევა დღეს იგეგმება. მისი თქმით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არც ერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

13 ივნისი 2021, 11:04

სამართალი

შს სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. ქუთაისში დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 11:00

საზოგადოება

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 6 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

13 ივნისი 2021, 10:52

სამართალი

პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.რ., ქურდობის ბრალდებით, შიდა ქართლში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:42

რეგიონი

კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, სოფელ კისისხევის ტყეში და სოფელ ოზაანის მიმდებარედ, მოქალაქეები, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილასა და თელას სახეობის, I და II ხარისხის - ჯამში - 3 მ3-მდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

ნათია თურნავა

13 ივნისი 2021, 10:38

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა

ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს „იმერს“, რომელიც 90 წლის არის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა. პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი“ წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, უშუალოდ საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის“ საწარმოო პროცესს გაეცნო.

13 ივნისი 2021, 10:23

საზოგადოება

საქართველოს კულტურის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვა გრძელდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არქიტექტორ-რესტავრატორებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია 50-მდე პრაქტიკოს ოსტატს გაესაუბრა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

13 ივნისი 2021, 10:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

„ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობაა გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან, იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, შესაბამისად აისახოს ნატოს დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზაკლალიანი.

13 ივნისი 2021, 10:17

რეგიონი

შიდა ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ახალი სამაცივრე მეურნეობა მზადაა პროდუქციის მისაღებად, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 10:10

COVID19

ერთ დღეში, თურქეთში კოვიდვაქცინით 450 ათასამდე ადამიანი აიცრა

12 ივნისს თურქეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 449 684 ადამიანი აიცრა. ეს იმ ადამიანთა 99.485%-ია, რომელთაც ამ დღეს ვაქცინაცია ჰქონდათ ჩანიშნული, - ამის შესახებ Anadolu ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. „ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ნორმალურ ცხოვრებას“, - აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

13 ივნისი 2021, 10:09

თავდაცვა

საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა

ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომა შეასრულეს და ჰაერში საქართველოს სახელმწიფო და ბოლნისის ჯვრის დროშები გაშალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.