imedi /  10 ივნისი 2021, 20:27 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: ყველაზე დიდი უზნეობაა, როდესაც პოლიტიკოსი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს სოციალურ თემატიკას და საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა მხოლოდ ტრიბუნაზე ახსენდება

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

„პანდემიის პერიოდში, როცა მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება მოქალაქეებს მოუწოდებდა დაეცვათ ფიზიკური დისტანცირება, თქვენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდით ქუჩაში გამოსულიყვნენ თქვენი პოლიტიკური მიზნების მხარდასაჭერად, ასეთია ,,თქვენი ჩვეული მეთოდები“ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, საკუთარ პოლიტიკურ სარგებელს ანაცვალეთ მოქალაქეების ეპიდუსაფრთხოება“ - ასე მიმართა ოპოზიციას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ყველაზე დიდი უზნეობაა, როდესაც პოლიტიკოსი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს სოციალურ თემატიკას და საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა მხოლოდ ტრიბუნაზე ახსენდება.

„ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მას არ მოუსმენია მმართველი გუნდის მხრიდან არც ერთი განცხადება. რა თქმა უნდა ვერ მოისმენდა იმიტომ, რომ ის დარბაზში არ იყო და დღესაც ვერ მოისმენს პასუხს, რადგან ის უკვე დარბაზში აღარ არის. ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სხვადასხვა კომიტეტების მხრიდან. განცხადებები გაკეთდა მაშინ, როდესაც ამისათვის განკუთვნილი დრო იყო პარლამენტში, ანუ სამი დღის წინ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტს სტუმრობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, შეხვედრა გაიმართა ,,იუნისეფის, ,,ვორდ ვიჟენის“ წარმომადგენლებთან. ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შეიკრიბება ხვალ და განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას. ასეთი შეხვედრების შედეგია, რომ დღეს ბავშვთა უფლებები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საფრთხის ქვეშ არ დგას. რა თქმა უნდა სახელმწიფო თავის პოლიტიკას გააგრძელებს, რომ მოხდეს დეინსტიტუციონალიზაცია და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვების გადაყვანა ოჯახურ გარემოში“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, პასუხები ვერ მოისმინა ვერც დავით კირკიტაძემ, რომელმაც კითხვა დააგდო და დარბაზიდან გავიდა.

„დავით კირკიტაძემ განაცხადა, თითქოს ბავშვთა ჯანმრთელობა უყურადღებოდაა დატოვებული, მაგრამ ისიც ვერ მოესწრო პასუხს იმიტომ, რომ დააგდო კითხვა, დატოვა პოზიცია და გავიდა დარბაზიდან. ასევე თქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ადამიანზე ორიენტირებული არც ერთი კანონპროექტი არ ყოფილა მიღებული. ის ვერ დაინახავდა, იმიტომ რომ არც ამ დროს არ იმყოფებოდა სხდომაზე“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აქვე მან სამი დღის წინ მიღებული კანონები ჩამოთვალა. ესენია - სოციალური დახმარების შესახებ კანონი; სახელმწიფო კომპენსაციების და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონი; სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი, რომელიც ეხება 3 600 ოჯახს და მათ ათავისუფლებს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან.

„არც სამი დღის წინ და არც გუშინ, როცა მისი მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი, ის სხდომებს არ დასწრებია. რომ დასწრებოდა, მინიმუმ ეცოდინებოდა მაინც, რომ აქ არ განიხილება მხოლოდ ამნისტიის შესახებ კანონი და არ განიხილება მხოლოდ ის კანონი, რომელიც ეხება პარტიების დაფინანსებას. მე ძალიან მიკვირს, თუმცა მიხარია თუ ეს გულწრფელია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს ჯანდაცვის საკითხებზე საუბრობენ, მაგრამ მე არ მჯერა მათი გულწრფელობის რადგან მახსოვს, როდესაც ადამიანები ქუჩაში იღუპებოდნენ, იმის გამო, რომ მათ ფული არ ჰქონდათ, ვერ მიდიოდნენ კლინიკებში სამკურნალოდ და საკუთარ ქონებას ყიდიდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო დავით სერგეენკო, ვის მიმართაც იყო სრულიად უსამართლოდ გაშვერილი თითი, ვისი უშუალო ჩართულობითაც მართველმა გუნდმა შეიმუშავა საყოველთაო პროგრამა, დღეს ადამიანი უფულობის გამო ქუჩაში არ იღუპება“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა ჯანმრთელობას, ხუნდაძე ოპოზიციას შეახსენებს, რომ იმ დროს, როცა ისინი ,,იმდაგვარად“ ზრუნავდნენ ბავშვების ჯანმრთელობაზე, ფინანსდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველი, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაფინანსება ეძლევა ყველა 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვს, მიუხედავად ოჯახის სოციალური მდგომარეობისა. თუმცა არსებობს სხვა პროგრამებიც, ეს არის რეფერალური პროგრამა, როცა არ არის საკმარისი თანხა და სახელმწიფომ შეიძლება კიდევ მიიღოს მნიშვნელოვანი მონაწილეობა მოქალაქის, ამ შემთხვევაში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვაში და დამატებით დააფინანსოს.

ასევე არსებობს მუნიციპალური პროგრამები, არსებობს სოლიდარობის ფონდი, რომელიც 0-დან 21 წლამდე, ძირითადად ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს და ახალგაზრდებს აფინანსებს. არ ვიცი, რა კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობდა დავით კირკიტაძე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის საჭირო დაფინანსებასაც სახელმწიფო პროგრამა ვერ ფარავს და თუ პროგრამები არ არის საკმარისი, საზოგადოებაც უნდა იყოს აქტიურად ჩართული“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, რომელზეც ხუნდაძის თქმით, ანა წითლიძე და სალომე სამადაშვილი იყვნენ გამორჩეულად აქტიურები და ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობას აფასებდნენ, როგორც კატასტროფულს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მათ სიღარიბის ის მაჩვენებელი შეახსენა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში იყო.

„რა თქმა უნდა სიღარიბე და მით უმეტეს, ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველია, ეს პრობლემაა, 2019 წელთან შედარებით 1.8 %-ით გაიზარდა სიღარიბე, რაც განპირობებულია ეკონომიკური კრიზისით და პანდემიით. არა ერთმა ქვეყანამ განიცადა ეკონომიკური ვარდნა და ეს აისახებოდა ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების შემოსავალზე. მაგრამ მინდა შევახსენო მათ, სიღარიბის რა მაჩვენებელი იყო მათ დროს და რა გვაქვს დღეს. თუ თქვენი მხრიდან, დღევანდელი მდგომარეობა, ფასდება კატასტროფულად, მაშინ რა შესატყვისი სიტყვა მოეძებნება იმ ვითარებას რა სიღარიბის მაჩვენებლებიც, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ? მაგალითად: 0-18 წლამდე ბავშვთა სიღარიბის აბსოლუტური ზღვარს ქვევით მყოფთა წილი. 2011 წელს - 37% -ზე მეტი, 2019 წელს - 25% -ზე ნაკლები უკიდურესი სიღარიბე2011წ. -9 % მეტი 2017წ. -- 7% ნაკლები, ზოგადი სიღარიბე 2011წ. --- 40 % ზე მეტი 2017წ. -28 % ზე ნაკლები. რამ განაპირობა ეს პოზიტიური დინამიკა? კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყანაში შიმშილით ბავშვები საბედნიეროდ არ იღუპებიან, მაგრამ არასრულფასოვანი კვების პრობლემა ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ის რომ კლებადია ზოგადად ბავშვთა სიღარიბე, ამას ადასტურებს, საქსტატი, უნისეფი, მსოფლიო ბანკის მონაცემები“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის 67%ზე მეტი ამა თუ იმ სოციალურ დახმარებას იღებს, რაც მანამდე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო. 2012 წელს სხვადასხვა პროგრამით სარგებლობდა 124.000 ბავშვი. დღეს სარგებლობს 194.000 ბავშვი.

აქვე დიმიტრი ხუნდაძემ ის პროგრამები ჩამოთვალა, რაც 2012 წლამდე არ არსებობდა:

1.ყოველი მე-3 და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა (8115);

2.არ მოქმედებდა მთის კანონი, რომლის მიხედვითაც ბავშვზე ფულადი დახმარება გაიცემა (4671);

3.არ არსებობდა მრავალშვილიანი ოჯახების ელექტრო ენერგიით სუბსიდირების პროგრამა. 2000 მდე ოჯახი;

4.არ არსებობდა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

5.არ არსებობდა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვე.პროგრამა;

6.2021 წელს დაემატა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა;

7.2012 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების სამედიცინო დაზღვევას დაემატა 0-5 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება;

8.6-23 თვის ბავშვები იღებენ მიკროელემენტების შემცვლელ საკვებ დანამატს, ბიუჯეტი შეადგენს 250,000 ლარს, რაც მანამდე არ არსებობდა;

9.სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას დაემატა ბავშვის დანამატი 10 – 50 -100 ლ. 2015 წლამდე არ არსებობდა. უფრო მეტიც ამ დახმარების ზრდას პრემიერის გადაწყვეტილებით არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ოჯახის ბავშვები მიიღებენ, არამედ 120 ათას სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებიც;

10.შ.შ.მ ბავშვების დახმარება 2012 წლის შემდეგ 70ლ . დან 250 ლარამდე გაიზარდა, 42$ დან à 79$ - მდე.

11.ომში დაღუპულთა ოჯახები იღებენ 1000 ლარიან დახმარებას, რაც ოჯახებში მყოფ ბავშვებსაც ხმარდება, 27.000-მდე ოჯახი იღებს. მანამდე არ არსებობდა;

12. საბავშვო ბაღები გახდა ხელმისაწვდომი და ბავშვთა კვებაზე იხარჯება 100.000.000 ზე მეტი;

ყველა სიახლე

17 ივნისი 2021, 12:08

საზოგადოება

18 ივნისის, ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

18 ივნისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ 24-საათიან რეჟიმში, ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორსა და საკვანძო ჭაზე.

თავდაცვა

17 ივნისი 2021, 12:07

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანელ კოლეგას შეხვდა

„შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ყურადღება ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დასრულებასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესზე გაამახვილეს და ამ კუთხით ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კალანდია

17 ივნისი 2021, 12:07

კულტურა

გიორგი კალანდია: როგორ შეიძლება ისე გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მისი ნგრევა გენატრებოდეს ან გელანდებოდეს

საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდია ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაციას ეხმაურება.

17 ივნისი 2021, 11:50

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ გაერთიანებული სამეფოს ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო. ბრიტანელმა დიპლომატმა ლაშა დარსალიას დაწინაურება მიულოცა და ახალი საკურაციო მიმართულებით წარმატებები უსურვა.

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2021, 11:42

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საზოგადოებას დასკვნას ივლისში წარუდგენს

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია ყველა მიმართულებით მუშაობს იმისთვის, რომ სრული სურათი გამოკვეთოს, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და რაც მთავარია, ეს პროცესი მიმდინარეობს სრული საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით.

17 ივნისი 2021, 11:39

საზოგადოება

ავჭალა 2-ში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.

17 ივნისი 2021, 11:36

საზოგადოება

თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საქართველოსა და რეგიონში პირველებმა მიიღეს ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია. დღეისთვის რეგიონში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით.

დროებითი საგამოძიებო კომისია

17 ივნისი 2021, 11:30

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, შერჩეული საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და ოლქების თავმჯდომარეებთან გასაუბრებას აგრძელებს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილი აქვს გურჯაანის მე-3 და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და ამავე ოლქების თავმჯდომარეებთან შეხვედრა და მათგან კონკრეტულ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მიღება.

17 ივნისი 2021, 11:29

ეკონომიკა

სებ-მა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ამჯერად მეორე, Fintech & RegTech კონკურსშიც გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ჯილდო მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წელს ეს ეროვნული ბანკისთვის Central Banking Awards-ის რიგით უკვე მესამე ჯილდოა, ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკისა და საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდოების შემდგომ.

ანდრია ჯაღმაიძე

17 ივნისი 2021, 11:27

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ცოტა ხანში ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი

დღეს არის შეხვედრა ომბუდსმენთან. არის პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში. მეუფე იაკობმა უკვე მოასწრო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მცირე ხანში, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

17 ივნისი 2021, 11:24

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: სახალხო დამცველის შესვლა ნინოწმინდის პანსიონში არა თუ საჭიროა, ეს მისი ვალდებულებაა

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და (პანსიონის) ახალ ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს. ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი. შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა. გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.

მეუფე იაკობი

17 ივნისი 2021, 11:13

საზოგადოება

მეუფე იაკობი სახალხო დამცველს ხვდება

ამ წუთებში მეუფე იაკობი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდება. შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში მიმდინარეობს. შეხვედრის ინიციატორი მეუფე იაკობია და საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენებია.

17 ივნისი 2021, 11:09

COVID19

ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

17 ივნისი 2021, 11:05

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 302-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 221 156 აცრა გაკეთდა.

17 ივნისი 2021, 11:03

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 414 თბილისში, 82 იმერეთში, 50 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ივნისი 2021, 11:01

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.36%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.

17 ივნისი 2021, 10:58

სამართალი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრავე კანდიდატს მხარი დაუჭირა

უზენაესს სასამართლოში დასანიშნ ცხრა კანდიდატს შორის არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი.

17 ივნისი 2021, 10:58

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

17 ივნისი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.

17 ივნისი 2021, 10:56

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ს.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული 20 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 რუსული რუბლის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.