www.imedi.ge /  14 ივნისი 2021, 17:43 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს სახეზეა სისტემური და ღირებულებითი კონკურენცია, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას - სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა და დემოკრატიული ქვეყნები მისი მიმღების როლში აღმოჩდნენ, თან ხშირად დაუცველნი და მოწყვლადი არიან. ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალიანსი საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით.

„ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საუბრისას, ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და მდგრადობის საკითხებს, რადგან ალიანსს აქვს ადაპტაციის უნარი და საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

„მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ”, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს.

„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება. ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2021, 18:03

COVID19

უკრაინაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვისაც დაუშვეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვები, რომელთა ასაკიც 12 წელს აღემატება, „ფაიზერით“ აცრას შეძლებენ. აცრის საშუალება ექნებათ არასრულწლოვნებს, რომელთაც რომელიმე მძიმე დაავადება აქვთ, მიემგზავრებიან ქვეყანაში, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია ან, სხვა სახელმწიფოში, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნაზე

31 ივლისი 2021, 17:42

COVID19

რამდენ ადამიანს მოემსახურება სამედიცინო უნივერსიტეტის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი და როგორ უნდა ისარგებლოთ შეთავაზებული სერვისით

სამედიცინო უნივერსიტეტში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და დახმარებას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

31 ივლისი 2021, 17:26

მსოფლიო

ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსას 600-მდე ტუნისელი მიგრანტი მიადგა

2021 წლის დასაწყისიდან, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, იზრდება იმ ტუნისელთა რაოდენობა, რომლებიც იტალიის სანაპირომდე მიღწევას ცდილობენ. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსამდე 600-მდე მიგრანტმა მიაღწია.

31 ივლისი 2021, 17:04

COVID19

„ასტრაზენეკას“ მოქმედება კიდევ ერთი კვლევით შეისწავლეს. რა დაადგინეს მეცნიერებმა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად, კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. „AZD1222-ის ვაქცინის უსაფრთხოება და რეაქტოგენურობა საუდის არაბეთში“ - ასე ჰქვია კვლევას, რომლის ფარგლებშიც, შემთხვევითი შერჩევით, 1 592 აცრილი პირი გამოიკვლიეს.

31 ივლისი 2021, 16:46

მსოფლიო

თურქეთში ერთი ოჯახის 7 წევრი მოკლეს

ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში, შეიარაღებულა პირებმა ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლეს. ოჯახის ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებით, მკვლელობა ეთნიკური ნიშნით იყო მოტივირებული, რადგან ისინი ქურთები იყვენენ. ამას უარყოფს პროკურატურა.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 16:45

სპორტი

ანტონ პლესნოიმ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 16:09

მსოფლიო

თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

სამხრეთ თურქეთში, სადაც 40-მდე სხვადასხვა ადგილას, ტყის ხანძრებს ებრძვიან, უკვე 6 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა დღეს, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორი დაშავებული კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დასახლებაში, ხანძრის გამო, უკვე 275 ადამიანი დაშავდა.

31 ივლისი 2021, 15:57

მსოფლიო

ერაყში, დაკრძალვის პროცესიაზე თავდასხმას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ერაყში, სალადინის პროვინციაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები პროცესიას დაესხენ თავს. შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერაყის უშიშროების სამსახურის ცნობით, მოკლულია 13 პირი, დაშავდა 45. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები დაჯგუჯება „დაეშის“ წევრები არიან.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 15:45

სპორტი

ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ოლიმპიურ თამაშებზე ატაცში მესამეა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ატაცში მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 15:37

საზოგადოება

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

31 ივლისი 2021, 15:13

სამართალი

რას ჰყვებიან თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები

მეორე დღეა, თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს -შანაი ბრუკს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

31 ივლისი 2021, 15:02

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების Twitter-ის გვერდი ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

31 ივლისი 2021, 14:51

COVID19

ივანე ჩხაიძე: ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს

„ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

31 ივლისი 2021, 14:34

COVID19

პედაგოგების რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტში ცალკე სივრცე მოეწყობა

„მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე, მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

31 ივლისი 2021, 14:20

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს - შეგვიძლია, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, შესაბამისად ვაკონტროლოთ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გივი მიქანაძე

31 ივლისი 2021, 14:17

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს, რაოდენ ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანი

31 ივლისი 2021, 14:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

ილონ მასკი

31 ივლისი 2021, 14:02

მსოფლიო

ილონ მასკი: არაფრის დირექტორობა აღარ მინდა

„Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორზე ახალი წიგნი გამოდის. ერთ-ერთი ისტორია 2016 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება - როდესაც Tesla-ს პრობლემები შეექმნა, მასკი დაუკავშირდა Apple-ის წარმომადგენელს, ტიმ კუკს, რომელსაც, მისი აზრით, კომპანიის ყიდვა შეეძლო“.

31 ივლისი 2021, 13:53

რეგიონი

თელავში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ შოთა ნარეკლიშვილთან ერთად ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.