IMEDI /  14 ივნისი 2021, 17:47 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში, მზად ვართ, უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ნატოსთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი. „ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ და კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა. ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება.

ყველა სიახლე

მეხის დაცემა

04 აგვისტო 2021, 14:35

მსოფლიო

ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ქორწილში 16 სტუმარი დაიღუპა

შემთხვევა ქალაქ შინბგანჯში მოხდა. სტუმრები და ნეფე სანაპიროზე თავშესაფარს ეძებდნენ, როცა იქ რამდენიმე მეხი დაეცა. პატარძალი ჯგუფთან ერთად არ იმყოფებოდა. შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ნეფე კი დაშავდა.

04 აგვისტო 2021, 14:34

მსოფლიო

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

04 აგვისტო 2021, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: არ მგონია, ვითარება სწორად იყო წარმოჩენილი

ითქვა თითქოს, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და ის კონსტრუქციულად მუშაობდა და რომ, ისევ მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გაკეთებულ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ბარაკ ობამა

04 აგვისტო 2021, 14:13

მსოფლიო

„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ბარაკ ობამამ 60 წლის იუბილეზე დაპატიჟებული სტუმრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 60 წლის იუბილეზე დაპატიჟებული სტუმრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ ბარაკ ობამას ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

04 აგვისტო 2021, 14:13

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ

„ზოგადად არ ვართ სანქციების დაწესების მომხრე არ ვართ და საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ შეიძლება ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე და აქედან პარტნიორები საერთოდ წავიდნენ. ამას ჯობია ყველაფერი. ამას ჯობია, რომ „ქართლი ოცნების“ ყველა წევრს დაუწესონ სანქციები“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ზაალ უდუმაშვილი

04 აგვისტო 2021, 14:09

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 14:05

საზოგადოება

,,ციფრული იუსტიციის სახლი“ - სერვისების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი

მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის გამოყენებით, დისტანციურად შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 14:04

სამართალი

საქართველოში პირველად, ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება

რატი ბრეგაძის თქმით, საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.

04 აგვისტო 2021, 13:52

სამართალი

მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ,,ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს“

04 აგვისტო 2021, 13:52

სამართალი

რატი ბრეგაძე: დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მნიშვნელობაზე დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

Probbox

04 აგვისტო 2021, 13:51

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს

„პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი, მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ამავდროულად დაზოგავს ადამიანურ რესურსს“, - დასძინა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:48

სამართალი

რატი ბრეგაძე: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:47

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: საქართველოში 2 700 სოფელი სრულად დამისამართდება, რითაც ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ადამიანს ზუსტი მისამართი ექნება

10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში არსებული სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ყველა დასახლებული პუნქტის მისამართების სრულყოფილი ბაზა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:45

საზოგადოება

„მობილური იუსტიციის სახლი“ აგვისტოდან ამოქმედდება

„პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება და 6 რეგიონის ათეულობით სოფელს მოიცავს, საბოლოოდ კი, პროექტი სრულად დაფარავს საქართველოს ყველა იმ სოფელს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია“, - განაცხადა მინისტრმა.

04 აგვისტო 2021, 13:44

საზოგადოება

იუსტიციის სახლში პრემიუმ მომსახურების სივრცეები შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სახლი ,,პრემიუმ მომსახურების სივრცეების“ პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი იუსტიციის სახლში ბიზნეს სექტორის მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცეები შექმნას გულისხმობს.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:38

საზოგადოება

ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის

ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე; ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების 8 მილიონამდე გვერდია გაციფრული.

04 აგვისტო 2021, 13:38

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება

რატი ბრეგაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების ერთი მესამედი რეგისტრაციას საჭიროებს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება მოცემულ პერიოდში იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება".

04 აგვისტო 2021, 13:37

საზოგადოება

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მეწყერი წყნეთში

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

კახა კალაძე წყნეთის მეწყერზე: სწრაფად დავიწყოთ სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს და საავტომობილო გზა აღდგეს

„ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: 2030 წლისთვის იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.