IMEDI /  14 ივნისი 2021, 20:50 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტს, რომელზეც მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით.

„იმედინიუსი“ სამინისტროს განცახადებას უცვლელად გთავაზობთ.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა “პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის“.

მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან.

საქართველო განსაკუთრებით აფასებს, წევრი ქვეყნების მტკიცე, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. წევრი ქვეყნების მხრიდან ადეკვატურად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციის მცდელობა „ძალადობრივი“ მეთოდებით მოახდინოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან და ხაზი გაესვა ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, მათი უკანონო დაკავების და შევიწროების გახშირებულ შემთხვევებს. მისასალმებელია ალიანსის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველო ასევე მიესალმება წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოსთვის, როგორც ალიანსის მომავალი წევრისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ნატო-ს გაძლიერებისკენ და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან უკეთ გამკლავებისაკენ მიმართული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ბრიუსელის სამიტზე.

საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. ახალი კონცეფცია უკეთესად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას მისი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ და განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო განვითარების მიმართულებებს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადეკვატურად იქნება ასახული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ „NATO 2030-United for a New Era” დოკუმენტში გაფართოების საკითხთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გაიზიარებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი.

მოკავშირეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ რუსეთი, მისი უკანონო ქმედებებით, ხელს უშლის აღნიშნული წესრიგის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ამ ქვეპუნქტშიც განიხილეს.

მისასალმებელია ალიანსის გადაწყვეტილებები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ნატო-მ 2014 წლიდან დაიწყო მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება შეიარაღებული ძალების მზაობის გაზრდითა და მის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო განლაგებებით. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება ნატო-ს აქტიური ძალისხმევები შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ გააუმჯობესონ ალიანსის მზაობა, რეაგირება და თავდაცვა. ქართული მხარე მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ნატო-ს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და კიდევ უფრო განამტკიცებს უსაფრთხოებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

წევრი ქვეყნების მიერ ყურადღება გამახვილდა მედეგობის გაძლიერების საკითხზეც, რაც უმნიშვნელოვანესია ალიანსის სამი ძირითადი ამოცანის - კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვის და თანამშრომლობითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დესტრუქციული აქტორები ხშირად იყენებენ კონვენციური და ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, საქართველო მიესალმება ამ მიმართულებით ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას და არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ტრანსატლანტიკური ერთობის პრინციპი და მისი განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2021 წლის სამიტის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცახადებაში.

ყველა სიახლე

საპნის დოზატორი

04 აგვისტო 2021, 00:17

ტექნოლოგიები

Amazon-მა საპნის ჭკვიანი დოზატორი გამოუშვა, რომელიც ანეკდოტებს ჰყვება

მოწყობილობა LED-ეკრანით არის აღჭურვილი, რომელიც ხელების დაბანის დაწყებიდან 20 წამს ითვლის - ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, სწორედ ამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს პროცესი, რაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

04 აგვისტო 2021, 00:02

ტაბლოიდი

გერმანელ პენსიონერს, რომელიც ვილაზე ტანკსა და ქვემეხს ინახავდა, პირობითი პატიმრობა მიესაჯა

გერმანიის ქალაქ კილის სასამართლომ 14-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა პენსიონერს, რომელიც ვილაზე, ავტოფარეხში „პანტერას“ ტიპის ტანკს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საზენიტო ქვემეხს და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

03 აგვისტო 2021, 23:36

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

რობერტ სტურუა

03 აგვისტო 2021, 23:14

საზოგადოება

რობერტ სტურუა: კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ

ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა რობერტ სტურუამ განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 23:13

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის სრულ მზაობას გამოვხატავ

ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის სრულ მზაობას გამოვხატავ, რაც პროცესების გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 23:07

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: სიახლეების ფარგლებში ჩვენ, საარჩევნო კომისია, ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რომ ამ რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უნდა უზრუნველყოთ

„საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც რიგ შემთხვევაზე აზღვევს ბევრ იმ რისკს, რომლის შესახებაც გასულ არჩევნებთან დაკავშირებით არა თუ დარღვევები, კითხვის ნიშნები იყო. ამ სიახლეების ფარგლებში ჩვენ, საარჩევნო კომისია, ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რომ ამ რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უნდა უზრუნველყოთ. ეს არის ის მექანიზმები, რომლებსაც სისტემა დაჰყავს იქამდე, რომ ყველა მანიპულაციის რისკი იქნება დაყვანილი მინიმუმზე, რაც არ მისცემს არცერთ მხარეს შესაძლებლობას, რომ კენჭის ყრის დღესთან ან ზოგადად საარჩევნო პროცესთან მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 22:59

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვემდგომი კომისიების წევრთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს

ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვემდგომი კომისიებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლებების განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: რა იყო ისეთი, რაც დემოკრატიულ პროცესს სჭირდებოდა და ჩვენი მხრიდან არ შესრულდა?!

თვითმმართველობის არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში დასრულდება ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობები და ქვეყანა შემდეგი სამი წლით მშვიდ საქმიან რეჟიმში გადავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ დანარჩენ რეფორმებზე საუბრისთვის „ქართული ოცნება“ მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ნორმალურ პოლიტიკაში დაბრუნდება. თუკი ეს არ მოხდება, თვითმმართველობის არჩევნებიდან ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობები ზუსტად ერთ თვეში დასრულდება.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: IRI-ის კვლევების მიმართ ჩვენ რაიმე დამოკიდებულება კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს გამოცდილება

საპარლამენტო არჩევნებზე მივიღეთ 48%. რა მოხდა იმის შემდეგ? „ქართული ოცნება“ არის უფრო ძლიერ პოზიციაზე, ვინაიდან ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და მერე შემოვიდა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება დააანონსეს და ვერც კი დაიწყეს, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება სურდათ და ვერ გააკეთეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა სურდათ და ბოლოს თავადაც მოხსნეს ეს საკითხი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ რაც არ უნდა წინასწარ იძახოს, რომ ეს არის ცუდი არჩევნები, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად

„მათ სურთ სახე შეინარჩუნონ ამგვარად, რომ შემდეგ თავის ამომრჩეველს უთხრან: „კიდევ ერთხელ წავაგეთ იმიტომ, რომ ბატონმა კალანდარიშვილმა წაგვართვა არჩევნები. თუმცა მერე ამის შემოწმებაც არ მოუნდებათ, იმ ყუთებსაც არ გახსნიან, იმ შედეგებსაც არ გადათვლიან და აი ასე იქნებიან საკუთარ ქვეყანასთან ცივი ომის რეჟიმში. რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისე განვაახლეთ თამაშის წესები, რომ ნებისმიერ ერთ ადამიანზე, თუნდაც ეს ცესკოს თავმჯდომარე იყოს, ვერ იქნება იმდენად პროცესი დამოკიდებული, რამდენადაც ეს იქნება ინსტიტუტზე, რომელიც მას აბარია და კანონზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ასევე, ჩამოვლენ დამკვირვებლები. გარწმუნებთ, რომ ოპოზიციამ რაც არ უნდა წინასწარ იძახოს, რომ ეს არის ცუდი არჩევნები (ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ამბობენ, რომ ცუდი არჩევნებია), არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როდესაც აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ საჭიროა მრავალპარტიული მხარდაჭერით მიღებული რეფორმები, პირდაპირ შეგვიძლია ვნახოთ, ვინ უჭერს მხარს რეფორმებს და ვინ არა

„ქართული ოცნება“ 100 დღის განმავლობაში ასრულებდა მიშელის შეთანხმების პირობებს, მეორე მხარე კი არ იყო არცერთ კენჭისყრაზე, მეტიც, რვა ოპოზიციური პარტიიდან ოთხმა პარტიამ საერთოდ არ მოაწერა ხელი მიშელის შეთანხმებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 22:37

მსოფლიო

Associated Press: პენტაგონის მახლობლად მომხდარ ინციდენტს პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა

პენტაგონის მახლობლად მომხდარ ინციდენტს პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაბალი ბარიერის მიმართ ზოგადად სიმპათია გვაქვს, ჩვენი სურვილია, რომ იყოს მრავალფეროვნება და რამდენიმე ძლიერი პარტია

„ჩვენ დაბალი ბარიერის მიმართ ზოგადად სიმპათია გვაქვს. ეს იქნება 2, 3, 1, 4 პროცენტი - სწორედ ამაზე არის მსჯელობა. ამაზე არგუმენტები არსებობს, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი გამოცდილებაც გვაქვს 1%-თან დაკავშირებით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით. ჩვენი სურვილია, რომ იყოს მრავალფეროვნება და რამდენიმე ძლიერი პარტია. ამას სჭირდება გარკვეული დრო. იმედი გვქონდა, რომ ამ 1%-იან ბარიერს, ამ პარლამენტს გამოიყენებდნენ ჩვენი ოპონენტები იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაემკვიდრებინათ პოლიტიკაში (ვგულისხმობ ახალ, პატარა პარტიებს). თითქმის 1 წელიწადი ჭიდილის ფორმატში გავიდა, დარჩენილია 3 წელიწადი. დიდი ალბათობით, პატარა პარტიები ვერ შეძლებენ დიდი ბარიერი გადალახონ, რაც კონსტიტუციური წესით არის გათვალისწინებული. ასე რომ ჩვენ ამ კუთხით ღია ვართ მსჯელობისთვის და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კომპრომისის მიღწევას ჩვენს ოპონენტებთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია?!

რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია და რატომ უნდა წავიდეთ ისეთ კომპრომისებზე, რომელიც მოქალაქეებს ააცილებს თვითმმართველობის არჩევნების ძირითად მიზანს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა და დაასახელა ის არგუმენტებზე, თუ რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმებიდან.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე შეთანხმების ანულირებაზე: ოპონენტებს სურდათ, პოლიტიკური მეკობრეებივით მოქცეულიყვნენ

ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან. ორჯერ ერთსა და იმავე კომპრომისზე წასვლა მასთან, ვინც ომის დასრულებას ხელი არ მოაწერა, ალბათ იქნებოდა შეცდომა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 22:20

მსოფლიო

ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონაში“ მძლავრი აფეთქება მოხდა

ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონაში“ მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, „მწვანე ზონაში“, სადაც სამთავრობო უწყებები და საელჩოებია განთავსებული, მძლავრი აფეთქების შემდეგ სროლას ჰქონდა ადგილი.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:16

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომ მოქალაქეებს აერჩიათ ის ადამიანები და პროგრამები, რომლებიც მათ საცხოვრებელ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლიან

„დღეს იწყება ის საარჩევნო კამპანია, რომელიც უშუალოდ თვითმმართველობაზე, ჩვენი მოქალაქეების მომავალზე იქნება კონცენტრირებული. ხოლო პარტიებს ექნებათ საშუალება უკვე ამ არჩევნების შემდეგ, მეათე მოწვევის პარლამენტში გააგრძელონ დებატები და დაუმტკიცონ მოქალაქეებს თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება უფრო კონკურენტული და რომელი აიღებს პასუხისმგებლობას უკვე 2024 წელს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, მას ინსტრუმენტად იყენებდნენ პოლარიზაციისთვის

თავის დროზე მას ჰქონდა ორი ძირითადი მიზანი: საბოტაჟის დასრულება და დეპოლარიზაცია. პირველი მიზანი შესრულდა, პარტიები შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა რამდენიმე დეპუტატი მაინც დარჩა გარეთ. რაც შეეხება დეპოლარიზაციის ნაწილს, ეს მიზანი არათუ ვერ შესრულდა, არამედ ბოლო პერიოდში ის პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამ შეთანხმებას ინსტრუმენტად იყენებდნენ სწორედ პოლარიზაციისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ვლადიმერ ხინჩიგაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:07

საზოგადოება

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩიგაშვილი სპორტული კარიერის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის.

ენდრიუ კუომო

03 აგვისტო 2021, 21:55

მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს. „არასდროს არავის შევხებივარ შეუსაბამოდ. ეს არ არის ის, ვინც მე ვარ და არც ის, ვინც ოდესმე ვყოფილვარ“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.