imedi /  16 ივნისი 2021, 18:31 / სანდო წყარო

ევროკავშირი: ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას

ევროკომისიამ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

„ევროკავშირი კვლავ ატარებს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსიისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიმართ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკავშირის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი პირდაპირ სამხედრო და ჰიბრიდულ მოქმედებებს ახორციელებს გადაუჭრელი კონფლიქტების მიმართ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, სირიასა და ლიბიაში.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მუდმივი დარღვევების საკითხის წამოწევას, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორებთან ინიციატივების გზით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერების მორიგ სამიტზე განიხილავენ.

ყველა სიახლე

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 14:25

პოლიტიკა

რა გამოცდილება აქვს გიორგი კალანდარიშვილს, რომელიც დღეიდან, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ცესკოს უხელმძღვანელებს

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ დრომდე ის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტ ხელმძღვანელობდა. ის არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი.

მიხეილ ყაველაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: გადახედეთ უახლეს ისტორიას და მიხვდებით, რომ IRI ყოველთვის არასწორ კვლევებს დებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი გუშინ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა. ყაველაშვილის თქმით, IRI - ის კვლევა მიკერძოებულია და ამის დასადასტურებლად გასული წლის მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი.

03 აგვისტო 2021, 14:17

რეგიონი

დაბა ასპინძისა და მიმდებარე სოფლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება

​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: იდუმალას, ოშორას და ოთას წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბა ასპინძაში არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დიდია წყლის დანაკარგი.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 14:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი არის ანულირებული და ეს არის მყარი გადაწყვეტილება

„რაც შეეხება იმ რეფორმების გაგრძელებას, რომელზეც არის საუბარი მიშელის დოკუმენტში, იგივე სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, გაგრძელდება ყველაფერზე მსჯელობა, ყველაფრის განხილვა, მაგრამ რაც შეეხება დოკუმენტზე მიბრუნებას, ეს არის რა თქმა უნდა, გამორიცხული, ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი არის ანულირებული და ეს არის მყარი გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არათუ ამ დოკუმენტს არ მივუბრუნდებით, არამედ მომავალშიც გამოვრიცხავთ მსგავსი ტიპის დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც თუნდაც დროებით ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას“, – განაცხადა კობახიძემ.

03 აგვისტო 2021, 14:14

კულტურა

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ ფილმს აჩვენებენ

4 აგვისტოს შვეიცარიაში საზეიმოდ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. ის ერთ-ერთი გამორჩეული, A-კლასის კინოფესტივალია, რომელიც, წლიდან წლამდე, საავტორო კინოს ათობით ნამუშევარს სთავაზობს აუდიტორიას.

03 აგვისტო 2021, 14:06

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 900 00 000 ლარი.

03 აგვისტო 2021, 14:05

საზოგადოება

უცხოურ ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოაქცეყნა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ამ ბმულზე და შესაბამის ველში პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი მიუთითოს.

03 აგვისტო 2021, 14:00

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 22 500 000 ლარი.

ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 13:48

საზოგადოება

ილია მეორე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ჩამობრძანებული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს

„მოგეხსენებათ, საქართველოში, ღვთის განგებით, ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - „პირი ღვთისად" წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ჩვენ, დიდი ხანია, ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე“.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 13:37

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, რათა არ დადგეს მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 აგვისტო 2021, 13:36

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპირებული ყირიმი არასდროს გახდება რუსეთის ტერიტორია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპირებული ყირიმი არასდროს გახდება რუსეთის ტერიტორია, ხოლო ყირიმის დაბრუნება დროის საკითხია.

03 აგვისტო 2021, 13:31

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს საქართველოში, ჩანგ დაესოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოსა და კორეას შორის 30-წლიანი ურთიერთობის იუბილესთან დაკავშირებით, 2022 წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრეს და კულტურის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროში სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ბექა დავითულიანი

03 აგვისტო 2021, 13:29

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ეს კვლევები ყოველთვის არის მიკერძოებული და არასდროს არ ასახავს იმ სურათს, რა რეალობასაც ამომრჩეველი აძლევს ხმას

ჩვენ პრაქტიკულად ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ რეალობას, რომლის შემოსაღებად მსგავს კვლევებს უნდა და ყოველი არჩევნების შემდეგ ვხედავთ განსხვავებულ სურათს ამ კვლევების, ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ იქნება იგივე, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 13:21

სამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით, შსს-ს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ., დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

03 აგვისტო 2021, 13:20

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის ვაკე- საბურთალოს სერვისცენტრი მოქალაქეთა მომსახურებას განაახლებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 4 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს კვლავ მოემსახურება ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

03 აგვისტო 2021, 13:11

თავდაცვა

სამხედრო პოლიციის წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მიმდინარეობს

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეული სამხედრო წვრთნებში აქტიურადაა ჩართული. წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი კონვოის, პატრულირების, ცეცხლზე რეაგირებისა და უსაფრთხოების სავარჯიშოებს ასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 13:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველამ ვიცით, რომ IRI-ს კვლევას უტარებს ორგანიზაცია IPM-ი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მორაობის“ პროექტია.

ნიკოლოზ გაგუა

03 აგვისტო 2021, 12:57

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილს ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ გაგუა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

03 აგვისტო 2021, 12:57

ეკონომიკა

საქართველოში ორი ავიაკომპანია ბრუნდება. რომელი მიმართულებებით შესრულდება რეისები

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ორი ავიაკომპანია განაახლებს. ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet-ი და ესტონური ავიაკომპანია Smartlynx-ი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ვილნიუსი - ბათუმი -ვილნიუსისა და ტალინი - ბათუმი - ტალინის მიმართულებებით შეასრულებენ.

ვიტალი შიშოვი

03 აგვისტო 2021, 12:51

მსოფლიო

გაუჩინარებული ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ვიტალი შიშოვი კიევის ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს

გაუჩინარებული ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ვიტალი შიშოვი კიევის ერთ-ერთ პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პოლიცია ავრცელებს.