imedi /  21 ივნისი 2021, 19:03 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა, რადგან არცერთი უკანონოდ დაკავებული ქართველის დაოქმებული ინფორმაცია ციხიდან არ ქრება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, - განთავისუფლების წინა პირობას წარმოადგენს ე.წ. „სახელმწიფო“ საზღვრის გადაკვეთის აღიარება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი, ,,მთავარი არხის’’ ეთერში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

,,თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რა ფორმით, რა რაკურსით და დღემდე რამდენჯერ იქნებოდა გაშუქებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი ციხის ისტორიაში, ორი ყველაზე VİP და TOP პიროვნების - საქართველოს შსს-ს მოქმედი მინისტრის და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის მოადგილის, საკანში თუნდაც ხანმოკლე მოთავსების უნიკალური ამბავი. ცხინვალს ციხის არქივებიდან შეიძლება გაქრეს კვაისას ან ჯავას მკვიდრთა საქმეები, მაგრამ არც ერთი უკანონოდ დაკავებული ქართველის შესახებ დაოქმებული ინფორმაცია იქიდან არ ქრება. ერთი მარტივი მიზეზის გამო - ქართველების ციხიდან განთავისუფლების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს ოქმზე ხელის მოწერა, სადაც დაფიქსირებულია მათი ე.წ. „სახელმწიფო“ საზღვრის გადაკვეთის აღიარება. ქართველების ამ ოქმებს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი მათი ე.წ. სახელმწიფოებრიობის ირიბ აღიარებად აღიქვამს და „სამხრეთ ოსეთის ისტორიის მუზეუმში“ განთავსებისთვის ამზადებს. წარმოიდგინეთ ამ მუზეუმის რა საპატიო ადგილას იქნებოდა მოთავსებული გომელაურისა და ხადურის ცხინვალის ციხეში გატარებული დღეების ამსახველი მასალები. ბოლო ბოლო, ამ ამბის ცოცხალი მოწმე მოიძებნებოდა მაინც, ვისაც დღეს ვერ გააჩერებდი, რომ ამის შესახებ ექსკლუზიური სენსაცია არ გაევრცელებინა. ფსკერს იქეთ - ავი სულები და ფეიკმეიკერები ბინადრობენო. ისე როგორ უნდა გაგიჭირდეს, რომ ცილისმწამებლურ აბსურდის მწვერვალს ებღაუჭებოდე და საკუთარ უბედურ "მრევლს" კვებავდე“- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ში.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:59

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში

„ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად მესახება განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. რას ვთავაზობთ. ჩვენ, პირდაპირ უნდა ითქვას, უნდა შევთავაზოთ გაცილებით მომხიბვლელი ალტერნატივა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. პირდაპირ, ღიად ვთქვათ, დღეს ამ ალტერნატივას, გარდა ერთგვარი ინიციატივებისა თუ წამახალისებელი და მომხიბვლელი მექანიზმებისა, ჩვენ ვერ ვთავაზობთ. ვთქვათ პირდაპირ, წარმოიდგინეთ რეალობა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მე გადავალ ცოტა პოლიტიკურ ნაწილში და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ერთგვარი შეფასება გავაკეთოთ, რამდენიმე თვის წინ არჩევანი გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი დაუჭირეს 9 პოლიტიკურ პარტიას, რომელთაგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში მონაწილეობაზე. რომელ ჭკუათმყოფელ და გონიერ ადამიანს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?! მე არ მინდა პესიმისტური შეფასებები გავაკეთო, ეს არის რეალობა, მეგობრებო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ",- განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები

„ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის და იმის გათვალისწინებით, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართული მოსახლეობა ეთნიკური დისკრიმინაციის გამო განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, საწყის ეტაპზე შეიქმნება ამ ორი რაიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:47

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, დაიწყო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა

ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, დეოკუპაციის ძალისხმევასთან ერთად, ჩვენ ახალი ინიციატივებითა და ქმედითი ნაბიჯებით კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:45

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ორიენტირებული, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული, დეპოლიტიზირებული დიალოგი მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობას გააუმჯობესებს

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სატელევიზიო არხების და პარტიების უმეტესობას სურთ, მთელი საზოგადოება დააზომბირონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ

„არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს, ვგულისხმობ სატელევიზიო არხებისა და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მათ სურთ, მთელი საზოგადოება, ამ სიტყვას ვიტყვი - დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟითა და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, მე ამ რეალობაზე მსურს გესაუბროთ დღეს თქვენ და ჩვენს მოსახლეობას. ოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს, რა მესიჯებს იღებენ ჩვენგან. ისინი ხედავენ, რომ ჯერ ჩვენ შიგნით, პირდაპირ ვთქვათ, ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის მთავარი, პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, როგორიც არის მაგალითად ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული რეალური, ეფექტური, ხელშესახები ნაბიჯები, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ნატოსთან მიმართებით ინტეგრაცია, ბაზრების გახსნა, ეკონომიკის რეალური ზრდა და ა.შ. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზების და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:40

COVID19

თეა ახვლედიანი: რწმენას გამოვთქვამ, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში

„რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობის როლს, საქართველოს პრეზიდენტის, ჩვენი პატრიარქის და საერთაშორისო პარტნიორების ერთიან ძალისხმევას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:37

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები დაგროვდა

„გამოწვევებთან ერთად, ეს იყო მნიშვნელოვანი შედეგების წელიც, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელთაც მივაღწიეთ დიალოგით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობითა და მხარდაჭერით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

03 აგვისტო 2021, 14:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სულ რაღაც ცხრა თვეზე ნაკლებ პერიოდში უაღრესად ეფექტური ვაქცინა მივიღე - იმედია, ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაცია შეაქო უაღრესად ეფექტური ვაქცინისთვის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკა გააკრიტიკა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:26

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება ძალიან ბევრჯერ მოვუწოდოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები, ერთობა ჩვენს საზოგადოებაში

„ჩვენ დავისახეთ მიზნად, ეტაპობრივად, თანმიმდევრული, პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით ეს საკითხები გადაიჭრას. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება კონკრეტული შედეგების ჩვენება და დემონსტრირება. მხოლოდ საუბარი, დამეთანხმებით, საკმარისი არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ძალიან ბევრჯერ მოვუწოდოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს, როგორც ტრადიციულად ვიმეორებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ ჯერ შიგნით, კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენს საზოგადოებაში ვაჩვენოთ ერთობა. ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს არის ერთობა და მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ ერთობა ყოველთვის იყო გამოწვევა ქართველებისთვის, მაშინ, როდესაც ვიყავით ერთიანი და ძლიერი, ყოველთვის წარმატებული იყო ჩვენი საქართველო“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 14:25

პოლიტიკა

რა გამოცდილება აქვს გიორგი კალანდარიშვილს, რომელიც დღეიდან, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ცესკოს უხელმძღვანელებს

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ დრომდე ის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტ ხელმძღვანელობდა. ის არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ, პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას - თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული

ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ჯერ 90-იანი წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა. დროებით დავკარგეთ ტერიტორიები. შემდეგ გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ აღიარების პოლიტიკა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: გადახედეთ უახლეს ისტორიას და მიხვდებით, რომ IRI ყოველთვის არასწორ კვლევებს დებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი გუშინ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა. ყაველაშვილის თქმით, IRI-ს კვლევა მიკერძოებულია და ამის დასადასტურებლად გასული წლის მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი.

03 აგვისტო 2021, 14:17

რეგიონი

დაბა ასპინძისა და მიმდებარე სოფლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება

​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: იდუმალას, ოშორას და ოთას წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბა ასპინძაში არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დიდია წყლის დანაკარგი.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 14:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი არის ანულირებული და ეს არის მყარი გადაწყვეტილება

„რაც შეეხება იმ რეფორმების გაგრძელებას, რომელზეც არის საუბარი მიშელის დოკუმენტში, იგივე სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, გაგრძელდება ყველაფერზე მსჯელობა, ყველაფრის განხილვა, მაგრამ რაც შეეხება დოკუმენტზე მიბრუნებას, ეს არის რა თქმა უნდა, გამორიცხული, ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი არის ანულირებული და ეს არის მყარი გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არათუ ამ დოკუმენტს არ მივუბრუნდებით, არამედ მომავალშიც გამოვრიცხავთ მსგავსი ტიპის დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც თუნდაც დროებით ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას“, – განაცხადა კობახიძემ.

03 აგვისტო 2021, 14:14

კულტურა

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ ფილმს აჩვენებენ

4 აგვისტოს შვეიცარიაში საზეიმოდ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. ის ერთ-ერთი გამორჩეული, A-კლასის კინოფესტივალია, რომელიც, წლიდან წლამდე, საავტორო კინოს ათობით ნამუშევარს სთავაზობს აუდიტორიას.

03 აგვისტო 2021, 14:06

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 900 00 000 ლარი.

03 აგვისტო 2021, 14:05

საზოგადოება

უცხოურ ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოაქცეყნა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ამ ბმულზე და შესაბამის ველში პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი მიუთითოს.

03 აგვისტო 2021, 14:00

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 22 500 000 ლარი.

ილია მეორე და ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 13:48

საზოგადოება

ილია მეორე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ჩამობრძანებული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს

„მოგეხსენებათ, საქართველოში, ღვთის განგებით, ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - „პირი ღვთისად" წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ჩვენ, დიდი ხანია, ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე“.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 13:37

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, რათა არ დადგეს მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.