23 ივნისი 2021, 10:28 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილმა გარემოსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროკომისიისა და პორტუგალიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ინიციატივით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ცალკეული ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ის გზები განიხილეს, რაც მწვანე ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ყველა იმ რეფორმასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა, რაც საქართველომ განახორციელა და რაც ხელს უწყობს ქვეყანაში თვისობრივად ახალი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას.

,,საქართველოს მთავრობამ, უკვე დაამტკიცა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი, ასევე, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის, სათბური აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, ეროვნულ დონეზე, 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შემცირდება. ამასთან, საერთაშორისო მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა სათბური აირების ემისიების შემცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო გავზარდოთ. აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დამკვიდრებაზე ნარჩენების მართვის, გადამუშავების, ხელახალი გამოყენების და ენერგიათა უკეთესი მართვის პრინციპების განვითარებით. საქართველო წინ მიიწევს წყლის დაგეგმილი რეფორმის შესასრულების მიმართულებითაც. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ახალი, ამბიციური და ეფექტიანი გეგმის განხორციელებისთვის. ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დამკვიდრების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა განხორციელდა. გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქმედებები სრულად თანხვედრაშია ევროპის მწვანე შეთანხმებასთან და ყველა განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ონლაინ ფორმატში გამართულ მინისტერიალში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარემოსდაცვითი მიმართულების მინისტრები მონაწილეობდნენ.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2021, 18:03

COVID19

უკრაინაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვისაც დაუშვეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვები, რომელთა ასაკიც 12 წელს აღემატება, „ფაიზერით“ აცრას შეძლებენ. აცრის საშუალება ექნებათ არასრულწლოვნებს, რომელთაც რომელიმე მძიმე დაავადება აქვთ, მიემგზავრებიან ქვეყანაში, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია ან, სხვა სახელმწიფოში, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნაზე

31 ივლისი 2021, 17:42

COVID19

რამდენ ადამიანს მოემსახურება სამედიცინო უნივერსიტეტის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი და როგორ უნდა ისარგებლოთ შეთავაზებული სერვისით

სამედიცინო უნივერსიტეტში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და დახმარებას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

31 ივლისი 2021, 17:26

მსოფლიო

ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსას 600-მდე ტუნისელი მიგრანტი მიადგა

2021 წლის დასაწყისიდან, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, იზრდება იმ ტუნისელთა რაოდენობა, რომლებიც იტალიის სანაპირომდე მიღწევას ცდილობენ. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსამდე 600-მდე მიგრანტმა მიაღწია.

31 ივლისი 2021, 17:04

COVID19

„ასტრაზენეკას“ მოქმედება კიდევ ერთი კვლევით შეისწავლეს. რა დაადგინეს მეცნიერებმა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად, კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. „AZD1222-ის ვაქცინის უსაფრთხოება და რეაქტოგენურობა საუდის არაბეთში“ - ასე ჰქვია კვლევას, რომლის ფარგლებშიც, შემთხვევითი შერჩევით, 1 592 აცრილი პირი გამოიკვლიეს.

31 ივლისი 2021, 16:46

მსოფლიო

თურქეთში ერთი ოჯახის 7 წევრი მოკლეს

ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში, შეიარაღებულა პირებმა ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლეს. ოჯახის ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებით, მკვლელობა ეთნიკური ნიშნით იყო მოტივირებული, რადგან ისინი ქურთები იყვენენ. ამას უარყოფს პროკურატურა.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 16:45

სპორტი

ანტონ პლესნოიმ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 16:09

მსოფლიო

თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

სამხრეთ თურქეთში, სადაც 40-მდე სხვადასხვა ადგილას, ტყის ხანძრებს ებრძვიან, უკვე 6 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა დღეს, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორი დაშავებული კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დასახლებაში, ხანძრის გამო, უკვე 275 ადამიანი დაშავდა.

31 ივლისი 2021, 15:57

მსოფლიო

ერაყში, დაკრძალვის პროცესიაზე თავდასხმას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ერაყში, სალადინის პროვინციაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები პროცესიას დაესხენ თავს. შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერაყის უშიშროების სამსახურის ცნობით, მოკლულია 13 პირი, დაშავდა 45. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები დაჯგუჯება „დაეშის“ წევრები არიან.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 15:45

სპორტი

ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ოლიმპიურ თამაშებზე ატაცში მესამეა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ატაცში მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 15:37

საზოგადოება

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

31 ივლისი 2021, 15:13

სამართალი

რას ჰყვებიან თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები

მეორე დღეა, თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს -შანაი ბრუკს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

31 ივლისი 2021, 15:02

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების Twitter-ის გვერდი ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

31 ივლისი 2021, 14:51

COVID19

ივანე ჩხაიძე: ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს

„ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

31 ივლისი 2021, 14:34

COVID19

პედაგოგების რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტში ცალკე სივრცე მოეწყობა

„მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე, მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

31 ივლისი 2021, 14:20

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს - შეგვიძლია, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, შესაბამისად ვაკონტროლოთ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გივი მიქანაძე

31 ივლისი 2021, 14:17

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს, რაოდენ ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანი

31 ივლისი 2021, 14:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

ილონ მასკი

31 ივლისი 2021, 14:02

მსოფლიო

ილონ მასკი: არაფრის დირექტორობა აღარ მინდა

„Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორზე ახალი წიგნი გამოდის. ერთ-ერთი ისტორია 2016 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება - როდესაც Tesla-ს პრობლემები შეექმნა, მასკი დაუკავშირდა Apple-ის წარმომადგენელს, ტიმ კუკს, რომელსაც, მისი აზრით, კომპანიის ყიდვა შეეძლო“.

31 ივლისი 2021, 13:53

რეგიონი

თელავში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ შოთა ნარეკლიშვილთან ერთად ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.