03 ივლისი 2021, 14:38 / სანდო წყარო

აშშ-ის 2022 ფისკალური წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, შენარჩუნებულია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი.

აღნიშნული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული.

კანონპროექტის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ს აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს „რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-დან 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.
2022 წლის კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ აშშ დოლარისა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან ერთვის განმარტებითი ანგარიში, რომლის თანახმად, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, კომიტეტი მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას ფინანსურ დახმარებაზე, რათა უზრუნველყოს რეგიონული ჩართულობა.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსების საკითხზე განმარტებით ანგარიშში აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირეებთან ერთად მოხსენიებულია საქართველოც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი რჩება მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოების ერთგული და აგრძელებს ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის გადამწყვეტია. შესაბამისად, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს განგრძობად მხარდაჭერას ისეთი მოკავშირეების მიმართ როგორებიც არიან: ისრაელი, იორდანია, მექსიკა, კოლუმბია და ინდოეთი, ისევე როგორც რუსეთის განახლებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მყოფი, უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირელი მოკავშირეები.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, კომიტეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს მოუწოდებს დახმარების პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისად გადალაგებას, იმისათვის, რომ დაფინანსებამ უზრუნველყოს საქართველოში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზით გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის წახალისება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ის საგარეო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ამ ქვეყნების მიერ განგრძობადი ძალისხმევის ფონზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტს უნდა წარუდგინოს 2021 ფისკალური წლის განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული განახლებული ანგარიში.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

01 აგვისტო 2021, 10:45

პოლიტიკა

პარტიებს, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან აღუდგებოდა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა და დაფინანსების აღდგენა 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან განისაზღვრა.

01 აგვისტო 2021, 10:41

სამართალი

შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ“, - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 10:31

მსოფლიო

ფოტოები თურქეთიდან, სადაც ტყის 100-მდე ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტყის ხანძრებმა ათობით სახლი ფერფლად აქცია. დაღუპულია 6 ადამიანი. ევაკუირებულია ასობით პირი - მათ შორის, ტურისტებიც. ხანძრის გამო, 400-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან 10 ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

01 აგვისტო 2021, 10:12

რეგიონი

იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი), უკანონოდ მოიპოვა 15 კუბური მეტრი ოდენობის კირქვის საღორღე ნედლეული.

01 აგვისტო 2021, 09:50

რეგიონი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო - დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები.

01 აგვისტო 2021, 09:46

COVID19

ფოთში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში, ცენტრალური საავადმყოფოში, „ბომონდში“, მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაციაში 5 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით - „ფაიზერით“ , „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ ტარდება.

01 აგვისტო 2021, 09:33

პოლიტიკა

​ხვალ პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პატიმრები ნებისმიერ დროს შეძლებენ ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვას

ხვალ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტს განიხილავენ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

01 აგვისტო 2021, 09:18

საზოგადოება

ილია მეორე: მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი) გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 09:08

მსოფლიო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ვიდეო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, სამი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ხანძარია, რომლიც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ ლოკაციაზე მძვინვარებს.

01 აგვისტო 2021, 08:50

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ აგვისტოს ქუთაისში +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დღე უმტესად უნალექოდ ჩაივლის. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

01 აგვისტო 2021, 08:09

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 197 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 197 790 073 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 216 479 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 976 147 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 613 135 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

01 აგვისტო 2021, 00:16

სამართალი

მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს

მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

01 აგვისტო 2021, 00:01

მსოფლიო

reuters: გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია

გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 23:42

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ორჯერ ვაქცინირებულ პაციენტებს დაავადება ძალიან იოლად გადააქვს, არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის

როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეტაპობრივად „ფაიზერის“ ვაქცინის საკმაო რაოდენობა შემოდის. ამასთან, მან მოუწოდა მოსახლეობას, აიცრან ნებისმიერი ვაქცინით, რადგან აცრილ ადამიანებს დაავადება იოლად გადააქვთ.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 23:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე, მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს

„დღეს ჩვენ 5400 ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს. ძალიან დიდი რაოდენობაა, მაგრამ სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ 1000 მძიმე პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა დადგება რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც კლინიკური სექტორი დიდი დანაკარგების გარეშე მართვას ვეღარ უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კლინიკური სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ და სიკვდილიანობის შენარჩუნებას იმ დაბალ მაჩვენებელზე, რომელიც დღეს გვაქვს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ მასობრივი ვაქცინაცია არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

31 ივლისი 2021, 22:55

მსოფლიო

ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 10 ადამიანი

ათზე მეტი დაღუპული და 50-მდე დაშავებული - ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 22:54

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს

გასაგებია, რომ პანდემიის მართვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ადამიანები დაუჯერებენ. თუ არ დაუჯერებენ, სახელმწიფო არ არის სასწაულმოქმედი. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ყველანი გავთამამდით და არ ვარიდებთ თავს ხალხმრავალ შეკრებებს, ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა შემთხვევების მატება

ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო. მდგომარეობა რთულია, ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, ამას აქვს თავისი წინაპირობა და მიზეზები, კერძოდ ის, რომ ყველა რეგულაცია მოხსნილია. აქტიური საკურორტო-ტურისტული სეზონია. მობილობა დიდია, მოსახლეობა დარჩენილ რეგულაციებსაც არ ასრულებს კარგად, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

31 ივლისი 2021, 22:00

რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში, ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში, ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის კაცი მდინარეში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია.