imedi /  04 ივლისი 2021, 17:19 / სანდო წყარო

რატი ბრეგაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.

მისი თქმით, ეს დღე ძვირფასია ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატიის პრინციპები.

„ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ძვირფასია ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს იმ სამაგალითო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან აქვს. საქართველოსა და ამერიკას საერთო ღირებულებები აერთიანებს.
ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ წვლილს, რომელიც მას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მიუძღვის. ვუსურვებ ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას! - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 245-ედ აღნიშნავს. 1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა, ბენჟამენ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

ყველა სიახლე

29 ივლისი 2021, 10:23

საზოგადოება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროცესის სრულყოფის მიზნით, საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით, ქართველი სპეციალისტებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა

ტრენინგი ადგილობრივ სპეციალისტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების მიმართულებით ცოდნის გაუმჯობესებასა და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (UNDP-GRF) ქვეპროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში ხორციელდება.

ვიოლა ფონ კრამონი

29 ივლისი 2021, 10:12

COVID19

ვიოლა ფონ კრამონი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებაზე ხელმოწერის ანულირება გაუმარტივა

„მართალია. სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არც მოუწერია. მათ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის ანულირება გაუმარტივეს. უფრო მეტი სიმართლე კი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოსახლეობა დაიტანჯება“, - წერს ფონ კრამონი.

29 ივლისი 2021, 10:11

ეკონომიკა

ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილ კორპორაცია „ტოიოტა თსუშოს“ წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის „ტოიოტა თსუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას შეხვდა. აღნიშნული კორპორაცია, რომელიც „ტოიოტა ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

29 ივლისი 2021, 10:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არაფორმალურ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა და მიშელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

დასტი ჰილი

29 ივლისი 2021, 09:12

კულტურა

ჯგუფ ZZ Top-ის ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა

ZZ Top-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზერნ-როკ ჯგუფია ისტორიაში. მხოლოდ აშშ-ში მათ თავიანთი ალბომების 25 მილიონ ასლზე მეტი გაყიდეს.

ლაშა ბექაური

29 ივლისი 2021, 09:00

სპორტი

ლაშა ბექაური: ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, ეს ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში

„მე ვიტყოდი, რომ უფრო ხასიათით, ქართლი მებრძოლი სულით. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ეს დღეც მოვიდა და იქ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი“, - განაცხადა ძიუდოისტმა.

ჯომართ ახმედოვი

29 ივლისი 2021, 08:42

რეგიონი

საგარეჯოს რაიონში დაკარგულ მწყემსს ეძებენ

დაკარგულის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ ქრონიკას აცნობეს. შსს-ში განმარტავენ რომ გამოძიება 143-ე მიხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, სამძებრო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს.

ვიოლა ფონ კრამონი

29 ივლისი 2021, 08:33

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დღეს თბილისში კონსულტაციების გამართავს

ევროპელი დეპუტატი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა და აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. მანამდე ის Twitter-ზე საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეაფასა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის ქმედებები.

ვარლამ ლიპარტელიანი

29 ივლისი 2021, 08:14

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ამინდი წვიმა

29 ივლისი 2021, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა მოსალოდნელი.

29 ივლისი 2021, 01:02

COVID19

ენტონი ბლინკენმა ჯანმოს დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი

29 ივლისი 2021, 00:53

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 2030 წლისთვის საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ივლისი 2021, 00:26

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. 23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

29 ივლისი 2021, 00:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში ყველა შესაძლო „ტყვია“ გასროლილი აქვს და არ იცის რას მიედ-მოედოს

„ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი „ოცნების“ გარშემო უნდა გააერთიანოს. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით, ოპოზიცია დაბნეულია, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან, „მიკროფონების რევოლუციაც“ ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი.

28 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

შარლ მიშელის მრჩეველი: შარლ მიშელი საქართველოში მხარეებთან კონსულტაციებს გადის - ამ ეტაპზე ის სიტუაციის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი „ქართულმა ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

პედრო კასტილიო

28 ივლისი 2021, 23:41

მსოფლიო

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 23:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - მის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 23:18

კულტურა

თეა წულუკიანი: სახელმწიფომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა ქართული კინოს განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ კინოს აქვს ინდუსტრიასა და ეკონომიკაში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არის გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, სამინისტრომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვასა და გაციფრებაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ამ მიმართულებით სამინისტრო აპირებს 40 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

ზურაბ ქადაგიძე

28 ივლისი 2021, 22:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიაზე: „მედია-ტერორისტი“ „ჯიჰადს“ აანონსებს

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც დააანონსა, რომ მისი ტელეკომპანია - გამოდის სპეციალური მუშაობის რეჟიმიდან და უბრუნდებიან მწვავე კრიტიკული გაშუქების სტანდარტებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:52

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსი წარმატების ისტორია იქნება

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.