imedi /  08 ივლისი 2021, 23:37 / სანდო წყარო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

ეკონომიკურმა ზრდამ დამატებითი რესურსები მოგვცა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების ძირითად პრიორიტეტებად განისაზღვრა - დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა და COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აპრილში 45 %-მდე იყო, მაისში კი 25 %-ს გადააჭარბა, საბოლოო ჯამში, 5 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11, 5 %-ია.

„არსებული დინამიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს პროგნოზები და ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო 4,3 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე, იზრდება და წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 7,7 პროცენტია. არსებობს იმის მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს ორნიშნა მაჩვენებელს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პროექტის თანახმად, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი მცირდება 6,9 პროცენტამდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი - 54,6 პროცენტამდე.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსულობები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, კანონის პროექტით: COVID19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები 446,0 მლნ ლარით იზრდება; ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები 60,0 მლნ ლარით იზრდება; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისია დამატებით 4.2 მლნ ლარით დაფინანსდება; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით; ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი; განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით; თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებით 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საკითხის თაობაზე კენჭისყრა კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2021, 10:31

მსოფლიო

ფოტოები თურქეთიდან, სადაც ტყის 100-მდე ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტყის ხანძრებმა ათობით სახლი ფერფლად აქცია. დაღუპულია 6 ადამიანი. ევაკუირებულია ასობით პირი - მათ შორის, ტურისტებიც. ხანძრის გამო, 400-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან 10 ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

01 აგვისტო 2021, 10:12

რეგიონი

იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი), უკანონოდ მოიპოვა 15 კუბური მეტრი ოდენობის კირქვის საღორღე ნედლეული.

01 აგვისტო 2021, 09:50

რეგიონი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო - დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები.

01 აგვისტო 2021, 09:46

COVID19

ფოთში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში, ცენტრალური საავადმყოფოში, „ბომონდში“, მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაციაში 5 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით - „ფაიზერით“ , „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ ტარდება.

01 აგვისტო 2021, 09:33

პოლიტიკა

​ხვალ პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პატიმრები ნებისმიერ დროს შეძლებენ ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვას

ხვალ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტს განიხილავენ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

01 აგვისტო 2021, 09:18

საზოგადოება

ილია მეორე: მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი) გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 09:08

მსოფლიო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ვიდეო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, სამი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ხანძარია, რომლიც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ ლოკაციაზე მძვინვარებს.

01 აგვისტო 2021, 08:50

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ აგვისტოს ქუთაისში +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დღე უმტესად უნალექოდ ჩაივლის. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

01 აგვისტო 2021, 08:09

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 197 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 197 790 073 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 216 479 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 976 147 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 613 135 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

01 აგვისტო 2021, 00:16

სამართალი

მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს

მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ქალის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

01 აგვისტო 2021, 00:01

მსოფლიო

reuters: გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია

გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 23:42

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ორჯერ ვაქცინირებულ პაციენტებს დაავადება ძალიან იოლად გადააქვს, არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის

როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეტაპობრივად „ფაიზერის“ ვაქცინის საკმაო რაოდენობა შემოდის. ამასთან, მან მოუწოდა მოსახლეობას, აიცრან ნებისმიერი ვაქცინით, რადგან აცრილ ადამიანებს დაავადება იოლად გადააქვთ.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 23:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე, მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს

„დღეს ჩვენ 5400 ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს. ძალიან დიდი რაოდენობაა, მაგრამ სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ 1000 მძიმე პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა დადგება რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც კლინიკური სექტორი დიდი დანაკარგების გარეშე მართვას ვეღარ უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კლინიკური სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ და სიკვდილიანობის შენარჩუნებას იმ დაბალ მაჩვენებელზე, რომელიც დღეს გვაქვს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ მასობრივი ვაქცინაცია არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

31 ივლისი 2021, 22:55

მსოფლიო

ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 10 ადამიანი

ათზე მეტი დაღუპული და 50-მდე დაშავებული - ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 22:54

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს

გასაგებია, რომ პანდემიის მართვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ადამიანები დაუჯერებენ. თუ არ დაუჯერებენ, სახელმწიფო არ არის სასწაულმოქმედი. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ კლინიკურმა სექტორმა შესაძლოა, პაციენტთა ნაკადები ასე კარგად ვეღარ მართოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ყველანი გავთამამდით და არ ვარიდებთ თავს ხალხმრავალ შეკრებებს, ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა შემთხვევების მატება

ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო. მდგომარეობა რთულია, ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, ამას აქვს თავისი წინაპირობა და მიზეზები, კერძოდ ის, რომ ყველა რეგულაცია მოხსნილია. აქტიური საკურორტო-ტურისტული სეზონია. მობილობა დიდია, მოსახლეობა დარჩენილ რეგულაციებსაც არ ასრულებს კარგად, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

31 ივლისი 2021, 22:00

რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში, ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში, ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის კაცი მდინარეში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია.

რატი იონათამიშვილი

31 ივლისი 2021, 21:58

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თოთო კახიძეს უთქვამს, ჩვენ დროს ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოო

„თოთო კახიძეს უთქვამს, ჩვენ დროს, ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოო. 2004-2011 წლებში, ანუ ადეიშვილის მოადგილე თოთო კახიძის „უსაფრთხო“ საქართველოში, წელიწადში საშუალოდ 565 ადამიანს (დღევანდელზე ორჯერ მეტს) კლავდნენ განზრახ, ქართველსა და უცხოელს, მათ შორის, კლავდა ხელისუფლება. უბრალოდ, მაშინ ოპოზიცია არ აწყობდა ფლეშმობებს თითოეულ გარდაცვლილზე. ბინძური სვავები!“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ფოთის ცენტრალური პარკი

31 ივლისი 2021, 21:45

რეგიონი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო - დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები. პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების დაცვით, ფოთის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება, ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 21:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დამტკიცებამდე მისი საყოველთაო-სახალხო განხილვა მოეწყობა

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა და მიღება საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპისა და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად გაგრძელდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მათ უკვე ინიცირებული აქვთ შესაბამისი კანონპროექტი, რომლის სამივე მოსმენით მიღებამდე, საყოველთაო განხილვა მოეწყობა.