Imedi /  12 ივლისი 2021, 13:07 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას, ნუ გამოიყენებთ ამ უბედურებას

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

თქვენ შოუს დგამთ. შეიკავეთ ემოცია! პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას. შესაბამისად, დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით, - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ბრიფინგზე ერთ-ერთი ოპოზიციური მედიასაშუალების წარმომადგენელს გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეზე საუბრისას.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ლგბტ თემი გაითვალისწინებდა პრემიერის მოწოდებასა და გაიზიარებდა, თუმცა ეს „პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს“ არ სურდათ.

„დარწმუნებული ვარ, ლგბტ თემს სურდა კიდეცა ამის მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ გსურდათ თქვენ და იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომლებსაც ეს პროვოკაცია სურდათ.

პოლიციამ უზრუნველყო შეუძლებელი, მაგრამ ეს თქვენ არ მოგწონთ. თქვენ გინდათ, აკეთოთ ის, რაც არის პროვოკაცია და რეალურად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც თქვენ კარგად თანამშრომლობთ და ეს ძალიან კარგია, აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას. ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას! ახლა სიმშვიდის დროა, ახლა უნდა დავწყნარდეთ და ნუ გამოიყენებთ მორიგჯერ ამ უბედურებას, როგორიც არის ოპერატორის გარდაცვალება, ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არ სურს ოპერატორის გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი. წულუკიანმა მედიას ურჩია, ექსპერტიზის პასუხს დაელოდონ.

„თქვენ შოუს დგამთ. შეიკავეთ ემოცია! პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას. შესაბამისად, დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით. მე ერთადერთი ადამიანის გამო დღეს თავს ვიკავებ, რომ ვისაუბრო ამ უბედურ შემთხვევაზე უფრო კონკრეტულად. ეს გახლავთ ის დედა, რომელიც თავთან უზის თავის მიცვალებულ შვილს. აი, ამ ადამიანის გამო ვიკავებ თავს და უბრალოდ გკითხავთ, რადგანაც ხართ ასე „აღელვებული“: თქვენ არ იცით, რა მოხდა?!“, - დასძინა წულუკიანმა.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 10:56

COVID19

საქართველოში დღიურად კოვიდაცრების რეკორდულად მაღალი რაოდენობა გაკეთდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:53

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა „დიქსიმ“ უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა

კალიფორნიის შტატში მძვინვარე ტყის ხანძარი „დიქსი“ დიდი სიჩქარით ვრცელდება და უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

05 აგვისტო 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.76%-ია

4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.85%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.67%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:50

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

05 აგვისტო 2021, 10:44

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 200 242 092 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 256 850 ადამიანი გარდაიცვალა.

რიანა

05 აგვისტო 2021, 10:32

კულტურა

რიანა ოფიციალურად გახდა მილიარდერი და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი

ვარსკვლავის ქონება $1.7 მილიარდს შეადგენს, აქედან 1.4 მილიარდი მას კოსმეტიკურმა კომპანიამ Fenty Beauty მოუტანა, დანარჩენი კი საცვლების კომპანიამ Savage x Fenty და მუსიკალური და სამსახიობო კარიერით მიღებულმა თანხებმა.

05 აგვისტო 2021, 10:31

COVID19

ჯენიფერ ენისტონმა აუცრელ მეგობრებთან შეხვედრებზე უარი თქვა

ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი უარს ამბობს იმ მეგობრებთან შეხვედრაზე, რომლებიც კორონავირუსისგან არ აიცრნენ.

ლევან დავითაშვილი ატამი

05 აგვისტო 2021, 09:48

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: წელს ატმის წარმატებული სეზონი გვაქვს და ეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

„ვფიქრობ, სეზონი წარმატებით დასრულდება კახეთში. პარალელურად, ექსპორტის განხორციელება დაიწყო შიდა ქართლიდან, რომელიც კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. მიწოდების ჯაჭვში წლების წინ არსებული ძირითადი სისუსტეები სახელმწიფომ აღმოფხვრა - ეს იყო პრობლემა ხარისხთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ჩვენ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების დეფიციტი გვქონდა. თუ რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, ერთი მეურნეობა იყო, დღეს უკვე, 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა მხოლოდ სოფელ ჩუმლაყში. ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შექმნილი. ყოველივე ეს უზრუნველყოფს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ატამი იყოს კონკურენტუნარიანი”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლაშა დარსალია

05 აგვისტო 2021, 09:32

რეგიონი

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ლაშა დარსალია რეგიონებში შეხვედრებს მართავს

რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ლაშა დარსალია შეხვედრებს გამართავს კონფლიქტის თემაზე მომუშავე საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან, ისევე როგორც რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 09:17

COVID19

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის

„დღეს შესაძლებლობა გვაქვს მოქალაქეებს ვაქცინაცია შევთავაზოთ როგორც სტაციონარებში, ისე პირველად ჯანდაცვის ცენტრებსა და სპეციალურად შექმნილ სივრცეებში, სადაც ძირითადად „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ადმინისტრირება. თუმცა „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე შექმნილ ცენტრში უკვე შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“ გამოყენებაც. ასეთივე შესაძლებლობა არის უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც. ამან რა თქმა გაზარდა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა და ბოლო დღეების განმავლობაში სტაბილურად ფიქსირდება ყოველდღიურად 15 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც მიმართავს ზემოაღნიშნულ ცენტრებს. ჩვენი სამიზნე ​ იმუნიზაციისთვის მოსახლეობის 60%-ია, თუ დავთვლით წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს, ეს ციფრი საკმარისი არ არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.

პაატა იმნაძე

05 აგვისტო 2021, 09:08

COVID19

პაატა იმნაძე: პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც, პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები რა თქმა უნდა არასასიამოვნო იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

ასტრაზენეკა AstraZeneca

05 აგვისტო 2021, 08:40

COVID19

ბელგიამ საქართველოს საჩუქრად AstraZeneca-ს 86 400 დოზა გადმოსცა

„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი AstraZeneca-ს ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - წერს ვიცე-პრემიერი Twitter-ზე.

ლაშა ტალახაძე

05 აგვისტო 2021, 08:20

სპორტი

NBC: რჩება მხოლოდ ერთი კითხვა - როდის აწევს ლაშა ტალახაძე 500 კილოგრამს

„ტალახაძემ თავისუფლად დაძლია ატაცში 223 კგ, აკვრაში 265 კგ, ჯამში - 488 კგ და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასპარეზობის შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთადერთი კითხვა - როდის გადააბიჯებს 500 კილოგრამიან ზღვარს 27 წლის დიდი ქართველი?“ - წერია ტელეკომპანიის ვებგვერდზე.

გენო პეტრიაშვილი

05 აგვისტო 2021, 08:00

სპორტი

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება.

05 აგვისტო 2021, 01:13

COVID19

Reuters: აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყანაში უცხოელების შეშვების პირობად სრულად ვაქცინაციის დასახელებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყანაში უცხოელების შეშვების პირობად სრულად ვაქცინაციის დასახელებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ენტონი ფაუჩი

05 აგვისტო 2021, 00:59

COVID19

ენტონი ფაუჩი: არავაქცინირებული ადამიანების დიდმა რაოდენობამ ვირუსის უფრო ძლიერი ვარიანტი შეიძლება გამოიწვიოს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შემოდგომაზე აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 200 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს.

05 აგვისტო 2021, 00:38

პოლიტიკა

საგარეო უწყება: რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება უკანონო ოკუპაციის გაგრძელებაა

„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

05 აგვისტო 2021, 00:28

პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანდრე ლიპანდმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

მაია კობახიძე

04 აგვისტო 2021, 23:36

COVID19

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი პედაგოგებს: ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს, აღსაზრდელებსა და ოჯახის წევრებს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ის პედაგოგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ვაქცინაციის ნებაყოფლობა მათ მორალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისაგან, არ ათავისუფლებს.